შუბლზე კოცნით გაღვიძება კარგი დღის საწინდარი უნდა იყოს, არა?! მეღიმება, თვალებს ზანტად ვახელ და მომღიმარი ანდრიას სახეს ვაწყდები.
—მეთვრამეტე დაბადების დღეს გილოცავ, პატარავ.-ზემოდან დამღიმის.
—მადლობა.-ტუჩებზე ვეწაფები.
—ალბათ ხვდები, რა ბედნიერი დღე გელის წინ, არა?!-წარბებს ათამაშებს და ცერა თითით წარბებზე მეფერება.—გპირდები, რომ ეს დღე არასდროს დაგავიწყდება.
—ხოო?!-ეშმაკურად ვეკითხები, რაზეც ეცინება.
—ხო.-თვალს მიკრავს.—ახლა კი, ეს გამომართვი.-მითხრა და ზურგს უკან დამალული პატარა მუყაოს ყუთი გამომიწოდა.
შიგნით პატარა, სადა ყელსაბამი დამხვდა. ზუსტად ისეთი, ჩემს გემოვნებაში რომ ჯდებოდა.
—ანდრია,-აღფრთოვანებულმა შევხედე.
—ულამაზესია. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა.—მიხარია თუ მოგეწონა.-გამიღიმა.
—რა თქმა უნდა, მომეწონა.-ვუთხარი და მოწყვეტით ვაკოცე.
ზუსტად ამ დროს თაკო შემოვიდა ოთახში, პირდაპირ ჩემსკენ გამოიქცა და ზედ დამახტა.
—დაბადების დღეს გილოცავ, გოჭო.-მითხრა და ლოყაზე მაკოცა.
—თაკო, მადლობა დიდი.-სიცილით ვუთხარი.
—ახლა ანდრია წავა და ჩვენ კაბებზე გავალთ.-კმაყოფილი ღიმილით შეხედა ანდრიას.
—არსადაც არ წავალ.-წარბები შეჭმუხნა.
—დღეს ელენე მთელი დღე ჩემია.—გეგონოს.-დასცინა. ყურში ხელი წაავლო და ისე გაათრია ოთახიდან. ანდრიას 'სერიოზული' გაფრთხილებები, რომ სასწრაფოდ გაეშვა მისთვის ხელი, სრულებით დააიგნორა. მეც ვცადე ანდრიას დაცვა, საწოლიდანაც კი წამოვდექი, თუმცა, თაკოს უკვე ანდრიას ცხვირწინ ჰქონდა კარი მიკეტილი. რაღა მექნა, სიცილი ამიტყდა.
—თაკო, ცოდოა.-ქვედა ტუჩი ამოვატრიალე.
—არა, არ არის.-თავი გააქნია.—ჩაიცვი და წავიდეთ.
YOU ARE READING
Love for evermore
Romance"სიყვარული მარადჟამს" მოგვითხრობს ისტორიას ელენესა და ანდრიაზე, რომელიც არაფრით და ამავდროულად თითქმის ყველაფრით განსხვავდება სხვა დანარჩენი შეყვარებული წყვილების ისტორიებისაგან. სიყვარული, რომელიც მოულოდნელად და დაუკითხავად ატყდება თავს მოთხრობის...