Chapter 26: Let me be your strength

2.5K 138 36
                                    

—ბატონი ანდრიას ფეხები პარალიზებულია. ავარიის დროს ხერხემალი დაუზიანდა, რამაც ქვედა კიდურების პარალიზება გამოიწვია. ვწუხვარ.-პაუზას იღებს.—თუმცა, თუ საჭირო თერაპიებს გაივლის და ექიმების ყველა რეკომენდაციას გაითვალისწინებს, გავლას ისევ შეძლებს.

   ყველანი დადუმებულები ვუყურებდით. როცა მიხვდა, რომ არაფრის კითხვას აღარ ვაპირებდით, თავის დაკვრით დაგვემშვიდობა. 

   ვიდექი და ცდილობდი მისი ნათქვამი გამეაზრებინა.

—არ იზავს.-ტირილს იწყებს თაკო.
—მკურნალობას არ გააგრძელებს.- ლუკას ეხუტება.

—გააგრძელებს.-ჩემთვის, ძალიან ჩუმად ვამბობ და საპირფარეშოსკენ სწრაფი ნაბიჯებით ვიწყებ სიარულს. 

   შესვლისთანავე კედელზე ზურგით მიყრდნობილი ძირს ვჩოჩდები, თავს მუხლებში ვრგავ და ტირილს ვიწყებ. რა იქნება, თუ მართლა უარს იტყვის მკურნალობაზე?! რა იქნება, თუ ვერ დავითანხმებ?! არა, არა, არა. უნდა იბრძოლოს. მოუწევს, იბრძოლოს.

   უეცრად ჩემი ტელეფონი ჩემს ჯიბეში ვიბრაციას გამოსცემს და მაშინვე ვამოწმებ რა ხდება.

'გონს მოვიდა' -თაკოს მესიჯი იყო.

   წამში წამოვდექი, ცრემლები მოვიწმინდე და პალატისკენ გავიქეცი.

—არ გიშვებენ??-ვიკითხე, როცა შევნიშნე, რომ ყველა გარეთ, პალატის კართან იყო.

—მხოლოდ ერთი შევიდესო და...-მპასუხობს თაკო მხრების ჩეჩვით.

—დაა?

—მე მგონი, ეგ ერთი ახლა შენ ხარ.-დანაღვლიანებულ ღიმილს მჩუქნის.

—მადლობა.-გულაჩუყებული წარმოვთქვამ და მაშინვე პალატაში შევდივარ.

   გული საშინლად სწრაფად მიცემს, არ ვიცი რა რეაქცია ექნება ჩემი ამდენი ხნის ნახვის შემდეგ...

   გაუნძრევლად იწვა და ჭერს აჰყურებდა. არც მოუხედია, ვინ შემოვიდა ოთახშიო. ჩუმად მივუახლოვდი.

Love for evermoreWhere stories live. Discover now