რვა. რვა წყეული თვე საყვარელი ადამიანებისაგან შორს. ანდრიასგან შორს. ღმერთო, იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა.
ანდრიასთან მიმართებაში რა დამოკიდებულება მაქვს ჯერ კიდევ ვერ გამიგია. თითქოს, აღარაფერს ვგრძნობ მის მიმართ, მაგრამ თან დღე არ გავა, მასზე რომ არ ვიფიქრო. წესით, ერთი თვის წინ ამოიწურა ჩემი ვიზიტი კანადაში. თუმცა, გადავწყვიტე, რომ ზაფხულის ერთი თვეც აქ გამეტარებინა, აწ უკვე ჩემი გამომუშავებული ფულით.
რთული იყო აქ გატარებული თითოეული დღე, განსაკუთრებით თავიდან. აკადემიურ ნაწილში დიდად არ შევჩეხებივარ დაბრკოლებებს, იმისდა მიუხედავად რომ აქაური ლექტორების აქცენტები ოდნავ ხელს მიშლიდა რაღაცეების გაგებაში, ისიც მხოლოდ თავიდან, ნელ-ნელა მაგასაც მივეჩვიე. მეგობრებიც გავიჩინე, არჩი და ჰეილი. მათ გამიმარტივეს აქ დარჩენა და დღეების ძლივსძლივობით გადაგორება. არჩი გამომიტყდა კიდეც, რომ ჩემს მიმართ რომანტიული სახის ინტერესები ჰქონდა, რამაც ძალიან გამაოცა. და... ცოტა მესიამოვნა კიდეც. ძალიან კარგი, განათლებული, სიმპატიური და ჰუმანური ადამიანია, ამიტომაც დავრჩი ნასიამოვნები როცა გავიგე, რომ მისნაირ ბიჭს ჩემნაირი გოგო მოსწონდა. გამუდმებით ვეფლირტავებოდით ერთმანეთს, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა არაფერ სერიოზულში არ გადაზრდილა. ეს მხოლოდ ჩემი ბრალი იყო, რამეთუ არჩის არაერთხელ გაუჟღერებია ჩემთვის, რომ ურთიერთობისთვის მზად იყო. ეს მე ვიყავი ის ერთადერთი, რომელსაც არაფერი ახალი და სერიოზული აღარ უნდოდა. ისიც მშვენივრად მახსოვს, როცა პირველად მითხრა მომწონხარო, გამეცინა და ვკითხე ჩემში რა მოგეწონა-თქო. იცით რა მიპასუხა?! როგორც ჩანს, ქართველებს სხვანაირი ეშხი გაქვთო. მაშინ გამეცინა, მაგრამ ახლა რომ ვუფიქრდები, მართალი იყო. რაც შეეხება ჰეილის, ხასიათებით თაკოს ჰგავს, რამაც ყველაზე დიდი როლი ითამაშა ჩვენს დაახლოვებაში. მისგან სულ დადებითი მუხტი მოდიოდა, რაც უკვე ნაცნობი იყო ჩემთვის. ჩემი და ანდრიას ამბავი არც ერთისთვის არ მომიყოლია. არ ჩამითვლია საჭიროდ, რომ უნდა სცოდნოდათ. ამ თემაზე საერთოდ აღარ ვსაუბრობ ხოლმე, თუ საკუთარ თავს არ ჩავთვლით ღამის ორ საათზე. სამუშაოც ვიშოვე. არ მინოდა უსაქმოდ ვყოფილიყავი და უნივერსიტეტის სტიპენდიისა და მშობლების მიერ დარიცხული ფულის ხარჯზე მეცხოვრა. საბავშო ბაღში დავიწყე მუშაობა ინგლისური ენის მასწავლებლად. ჩემმა უნივერსიტეტმა დიდი რეკომენდაცია გამიწია და აღარ გამჭირვებია იმის მტკიცება მათთვის, რომ როგორც უცხოელი, ინგლისურ ენას მაღალ დონეზე ვფლობდი, რომ სხვებისთვისაც მესწავლებინა. სწორედ ამ დანაზოგის, რომელიც საკმაოდ სოლიდურ თანხას შედგენდა, იმედად გადავწყვიტე, რომ აგვისტოს თვეც აქ გამეტარებინა და შემდეგღა დავბრუნებულიყავი საქართველოში.
YOU ARE READING
Love for evermore
Romance"სიყვარული მარადჟამს" მოგვითხრობს ისტორიას ელენესა და ანდრიაზე, რომელიც არაფრით და ამავდროულად თითქმის ყველაფრით განსხვავდება სხვა დანარჩენი შეყვარებული წყვილების ისტორიებისაგან. სიყვარული, რომელიც მოულოდნელად და დაუკითხავად ატყდება თავს მოთხრობის...