—ელენე! დაიწყო!-ისმის ყვირი მეორე მხრიდან. ხმით ვიცანი, მათე იყო.
—რაა?! რა დაიწყო?-შეშინებულმა დავხედე ანდრიას ზემოდან. ისიც შეშინებული მიყურებდა.
—მშობიარობა დამეწყო.-ძლივს სუნთქავდა.
—რაა?! შენ დაგეწყო მშობიარობა?!
—ხო! კიარადა, ანის! ანის დაეწყო მშობიარობა. დანარჩენებსაც უთხარი და მალე მოდით. ღმერთო, ახლა გული წამივა.-მითხრა და გამითიშა.
მაშინვე წამოვდექი და ჩაცმა დავიწყე.
—პატარავ, რა ხდება?-გაოცებული მიყურებდა ანდრია.
—ანის მშობიარობა დაეწყო. სასწრაფოდ ადექი და ჩაიცვი.
წამებში გავემზადეთ და წამებში დავადექით საავადმყოფოს გზას. მანქანაში მსხდომიარეებსღა გაგვახსენდა, რომ მისამართი არ ვიცოდით. მაშინვე მივწერე მათეს და სიმართლე გითხრათ გამიკვირდა, პასუხი რომ მალევე დამიბრუნა. გზაში დანარჩენებსაც დავურეკე. ისიც გამახსენდა, რომ გუშინ ღამით თაკო და ლუკაც დაბრუნდნენ თაფლობის თვიდან და მათაც შევატყობინე. ახლა კი, მთელი გუნდი სამშობიაროსკენ მივიწევთ.
როგორცკი შენობაში შევედით, მათეს ძებნა დავიწყეთ. ძლივს ვიპოვეთ.
—რა ხდება?! როგორაა?! გააჩინა?!-ნერვიულობისგან რა კითხვებს ვსვავდი, მეც ვეღარ ვიაზრებდი.
—წუთი წუთზე დაიწყებენ.-მითხრა მათემ და შეშინებული მზერით შემომხედა.
—პაციენტის გადაწყვეტილების თანახმად, ნაყოფის დაბადება ხელოვნურად მოხდება. გსურთ ვინმე დაესწროთ?!-იკითხა ექიმმა უეცრად.
—მე მინდა, მაგრამ ვერ შევძლებ.-ვთქვი და ექიმს საწყალი თვალებით შევხედე.
—მათე, შენ უნდა იყო მის გვერდით ამ დროს.-ვუხარი მათეს და მხარზე ხელი დავადე.—დაესწრებით?-ჰკითხა ექმიმმა.
—კი.-უპასუხა მათემ და ექიმს უკან გაჰყვა.
YOU ARE READING
Love for evermore
Romance"სიყვარული მარადჟამს" მოგვითხრობს ისტორიას ელენესა და ანდრიაზე, რომელიც არაფრით და ამავდროულად თითქმის ყველაფრით განსხვავდება სხვა დანარჩენი შეყვარებული წყვილების ისტორიებისაგან. სიყვარული, რომელიც მოულოდნელად და დაუკითხავად ატყდება თავს მოთხრობის...