Chapter 5: First one

3.2K 173 24
                                    

დილით საშინელმა თავისტკივილმა გამაღვიძა.

—ღმერთო.-ბალიშში ამოვიოხრე და საფეთქლებზე ხელები მივიჭირე.
—ჯანდაბა.  ამდენი რამ დამალევინა?!

—კარგად ხარ?-თაკო საწოლზე ჩამომიჯდა.

—თავის მომაკვდინებელ ტკივილს და პირღებინების საშინელ შეგრძნებას თუ არ ჩავთვლით, კი, არამიშავს.-თვალების სრესვით ვუთხარი.

—გაგივლის, არაუშავს.-მიღიმის. რამდენიმე წამით სიჩუმეა, შემდეგ კი თაკო ისევ იღებს ხმას.—მისმინე,-სახეს ასერუოზულებს.—გუშინდელზე არ იდარდო, კაი?

   მისი სიტყვების გაგონების შემდეგღა მახსენდება გუშინ რა ჯანდაბაც მოხდა. მყისვე წამოვჯექი, რამაც უარესად დამახვია თავბრუ. მაშინვე ბალიშზე დავაბრუნე თავი.

—თავიიი!-დაჭრილი დათვივით ვიღრიალე.

—მოიცადე, გამაყუჩებელს მოგიტან.-საწოლიდან უნდა ამდგარიყო, როცა მაჯაზე ხელი მოვკიდე და თვალებში შევხედე.

—თაკო, მინდა, რომ მომისმინო.

—კარგი, მაგრამ ჯერ...

—არავითარი ჯერ.-საუბარი გავაწყვეტინე.—უბრალოდ მომისმინე.

—კარგი, გისმენ.-ამოიოხრა და მოსასმენად მოემზადა.

ყველაფერი მოვუყევი გუშინდელზე. ყველა დეტალი, ყველა სიტყვა, ყველა ქმედება. ნამდვილად არ მინდოდა, თაკოს თვალშიც ის შთაბეჭდილება დამეტოვა, რაც მატილდას თვალში დავტოვე.

—ეს ყველაფერი იმიტომ მოგიყევი, რომ არ მინდა შენს თვალში ისეთი ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებდე, რომელიც ურთიერთობაში მყოფ ბიჭს განმარტოვებისთანავე ზედ აწვება.-საშინლად ჟღერდა, მაგრამ სიმართლე იყო.—არ მინდა შენთან ცუდი ურთიერთობა, თან მითუმეტეს სრულიად უმიზეზოდ. ხომ ხვდები, არა?!

—კი, ელენე, მესმის.-თავს მიქნევს.
—სიმართლე რომ გითხრა, ვიცოდი, რომ ისე არ იყო ყველაფერი, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა. და ხო,-წარბებს მაღლა ზიდავს.—ანდრია ურთიერთობაში არაა.

Love for evermoreWhere stories live. Discover now