Chapter 17: Attention whore

2.9K 156 31
                                    


   თურმე, როგორ მომნატრებია საკუთარ საწოლში ძილი. დაახლოებით, თორმეტ საათამდე მაინც მეძინა. როცა გავიღვიძე და ტელეფონი შევამოწმე, ანდრიასგან ნახევარი საათის წინ მოწერილი მესიჯი დამხვდა.

'პატარავ, მალე გაიღვიძე რაა'
'ძალიან მშიერმა გავიღვიძე:( '
'შენ მომშივდი.'

   თავიდან სიცილით ვკითხულობდი, თუმცა როცა ბოლო მესიჯი წავიკითხე, მუცელი ამეწვა. ვაღიარებ და მეც ძალიან 'მშიოდა' ანდრია, ამიტომ ვეღარ მოვითმინე და პასუხი მაშინვე დავუბრუნე.

'თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მაგდა უკვე სამუშაოდაა წასული და თორნიკე-სარბენად, მაშინ შეგიძლია ჩემს ოთახში გადმოინაცვლო'.

   გაგზავნას დავაჭირე თუ არა, ტელეფონის უკან დაბრუნებაც ვერ მოვასწარი, ანდრიას უკვე ჩემი ოთახის კარებში რომ ჰქონდა თავი შემოყოფილი.

   გამეცინა და ხელები გავშალე იმის ნიშნად, რომ ჩამხუტებოდა. ისიც წამებში ჩემს მკლავებში გაჩნდა და ვიგრძენი როგორ ხარბად შეისუნთქა ჩემი სურნელი. შემდეგ, მომშორდა და ტუჩებზე დამეწაფა. მეც ავყევი და მის კალთაში გადავინაცვლე.

როდესაც ერთმანეთს დავშორდით, ჩემს ადგილს დავუბრუნდი.

—რომ მცოდნოდა, სახლში ჩვენს გარდა არავინ იყო, დიდი ხნით ადრე შემოვიდოდი.-ამოიწუწუნა.

—დაა... მე რომ ამ წამს რომ გავიღვიძე?-წარბები ავზიდე.

—ისე მენატრებოდი, რომ მზად ვიყავი გამეღვიძებინე კიდეც.

—არა, არაა.-თავი გავაქნიე.—ასე ვერ შევთანხმდებით. თუ გამაღვიძებ, შემდეგ მთელი დღე ჩემი გამოუძინებელი ხასიათი უნდა აიტანო, რაც, დამიჯერე, საკმაოდ რთული საქმეა.

—ასეთი აუტანელი ხარ?-სახე შეუწუხდა.

—როცა მაღვიძებენ, სიტყვა 'აუტანელი' ყველაზე რბილად მათქვამი სიტყვაა, რომელსაც ჩემი ხასიათის აღწერა შეუძლია. ამიტომ...-ფეხზე წამოვდექი.
—მიფრთხილდი.-ჩაეცინა.

Love for evermoreWhere stories live. Discover now