Chapter 7: Jealous Jealous Jealous

3.3K 177 60
                                    

   დილით თაკოს წუწუნი მაღვიძებს და გამოღვიძებისთანავე ვგრძნობ, თუ როგორ საშინლად მტკივა თავი.

—თაკო, რა ხდება?!-უკმაყოფილო ტონით ვეკითხები და თავს ბალიშში ვრგავ.

—მალე, ელენე, მალე! გვაგვიანდება.

   ტელეფონს ვიღებ და საათის დანახვისთანავე თვალები მიფართოვდება. ჯანდაბა, უკვე ათი  საათია, მე კი ლექციები თერთმეტზე მეწყება.

   სასწრაფო წესით ვდგები და ტკივილგამაყუჩებლის დალევის შემდეგ მაშინვე გამზადებას ვიწყებ.

—ღმერთო, შენს სტილზე ვგიჟდები.-მეუბნება თაკო ოთახიდან გასვლამდე, რაზეც პასუხად მხოლოდ ვუღიმი.

—თაკო, რაღაც მინდა რომ მოგიყვე.-ვეუბნები როგორცკი საერთო საცხოვრებლის შენობას ვტოვებთ.

—ყველაფერი რიგზეა?-ჩემსკენ ტრიალდება.

—კი. ან, არა. უფროსწორედ, არ ვიცი.

—მოდი, პირველი ლექცია გავაცდინოთ, სადმე კაფეში დავსხდეთ და იქ მომიყევი.

—კარგი იდეაა, მაგრამ ლექციებს მეტად ვეღარ გავაცდენ.-თავს ვაქნევ.—ჯობია, რომ როცა დაგვიმთავრდება ორივეს ლექციები მერე წავიდეთ და ისე დაგელაპარაკები, კაი?! ოღონდ, შენ შეარჩიე ადგილი და მისამართი მომწერე, ხო იცი, აქ მე არც ერთი კაფე არ ვიცი.

—კაი, მაშინ, ესე ორისთვის მოგწერ მისამართს და იქ შევხვდეთ.-მითხრა და ლოყაზე კოცნით დამემშვიდობა.

აუდიტორიაში რომ შევედი, ლანას მოვკარი თვალი. მანაც მაშინვე შემნიშნა და ხელით მანიშნა, რომ მასთან მივსულიყავი.

—შეიძლება?-მის გვერდით ცარიელ ადგილზე ვანიშნე.

—რა თქმა უნდა.-გამიღიმა.
—შენზე უკეთესი ვერც ვერავინ მომიჯდებოდა გვერდით.-თვალი ჩამიკრა.—წვეულების მერე აღარც მინახიხარ, როგორი საღამო გაატარე?

Love for evermoreWhere stories live. Discover now