Chapter 37: Melano

2.5K 148 74
                                    

—ელენე, გადმოდი.-სხვა რა გზა მქონდა, გადავედი. წინ დამიდგა და თვალებში ჩამხედა. არ შემეძლო, თვალებში ვერ შევხედავდი და თავი შევატრიალე. ნიკაპზე მომკიდა ხელი და თავი თავისკენ მიმატრიალებინა.

—შემომხედე.-მკაცრი ტონი ჰქონდა.
—ყურადღებით მომისმინე და თვალები აღარ ამარიდო.

—ანდრია, გთხოვ...

—მაცადე.-გამაწყვეტინა.—არ ვიცი გუშინ რა ჯანდაბა მოხდა და იმ ნაბიჭვარს რატომ აკოცე, მაგრამ მინდა იცოდე, რომ მე არ მაინტერესებს.-ღმერთო, არ მაპატიებს?! ასე მარტივად ამბობს ჩემზე უარს?!—შენს საქციელს ახსნას ვერ ვუძებნი. არ ვიცი, შეიძლება წამიერად ძველმა გრძნობებმა გაიღვიძა შენში, ან...

—არა, ანდრია, არა.-შევაწყვეტინე.—მე მის მიმართ წლებია, რაც არანაირი გრძნობა აღარ მაქვს.-ეს აუცილებლად უნდა სცოდნოდა.

—მაშინ, უბრალოდ ცდუნება იყო, არ ვიცი. მაგრამ, რაც არ უნდა ყოფილიყო, მინდა დავივიწყოთ.-თვალებში მიყურებდა.
—ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ის, რომ ეს თავად მითხარი და ნანობ, რომ ასე მოიქეცი. ვიცი, რომ ნანობ, ელენე. თვალებში გეტყობა. მე კი არ ვაპირებ, ამ სულელური შეცდომის გამო დაგკარგო.-თავს აქნევს.—ადამიანები ვართ და შეცდომებს ვუშვებთ. როგორ შეიძლება არ გაპატიო, რაც თავად მაპატიე ერთ დროს?!-სახე საშინლად დანაღვლიანებული ჰქონდა.—გთხოვ, დაივიწყო ის ღამე და ამაზე აღარასოდეს ვისაუბროთ, კარგი?! მე გაპატიე და მოვითხოვ, რომ თავადაც აპატიო საკუთარ თავს. რადაც არ უნდა დამიჯდეს, სიცოცხლის ბოლომდე შეგინარჩუნებ. სიცოცხლე შენს გარეშე, წარმოუდგენელია. დამიჯერე, ის თვეები, რაც უშენოდ ვიცხოვრე, საკმარისი აღმოჩნდა ამის გასააზრებლად. ჩვენ ერთნი ვართ და ცალკ-ცალკე ვერ ვიქნებით, გესმის?! მიყვარხარ და ამას ვერასოდეს ვერაფერი ვერ შეცვლის.

   თვალებში ვუყურებდი და ვერ ვიჯერებდი, რომ ასეთი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში არსებობდა. როგორ შეეძლო ეპატიებინა ის, რასაც მე ვერ ვაპატიებ საკუთარ თავს ბოლო ამოსუნთქვამდე?!

Love for evermoreWhere stories live. Discover now