Chapter 27: I'm ready to do crazy things with you

2.7K 143 18
                                    

   ორ კვირიანი საავადმყოფოში ცხოვრების შემდეგ, როგორც იქნა, ანდრია გამოწერეს. სწავლა მალე იწყება, თუმცა გადავწყვიტე, რომ მანამ, სანამ ანდრია თერაპიის კურსებს გაივლის, მასთან ვიცხოვრო.

—კიდევ ერთხელ გეუბნები, რომ არ ხარ ვალდებული ჩემს გამო დისკომფორტი შეუქმნა საკუთარ თავს. არ ხარ ვალდებული შენი თავი ჩემს მომვლელად აქციო.-სერიოზული სახით მეუბნება.

—შენ მოვლას არც ვაპირებ.-წარბებს ვზიდავ.—უბრალოდ, გაგაკონტროლებ რამდენად კარგად გაჰყვები თერაპიას.

—ტიპიური ელენე.-გაიცინა და თვალები აატრიალა.

—დიახ, ტიპიური ელენე.-თვალი ჩავუკარი.

______________

   ანდრია თერაპიას წესის და რიგის მიხედვით მიჰყვება. თუმცა, ღმერთმა უწყის, მე რომ არ ვედგე თავზე რას გააკეთებდა. და აი, რაც შეეხება იმ გოგოს, თერაპევტს, მგონი, მალე ჩანაცვლება მოუწევს. ჯერ ეს ერთი, ვერ გავიგე, ასეთ ახალგაზრდებს როგორ უშვებენ?! დავიჯერო, იმდენი პრაქტიკა აქვს, რომ ანდრიას ფეხზე დაყენება შეუძლია?! თერაპევტობის რა გითხრათ, მაგრამ ფლირტში რომ კარგი პრაქტიკა აქვს, შემიძლია დარწმუნებით ვთქვა. და იცით რაა?! მგონი, სულ ტყუილად ვუთმენ ამდენს. სულ სახეში შეჰყურებს ანდრიას, თითქოს მე აქ არ ვიყო.

—მგონი, თქვენ აქ მასაჟების საკეთებლად გამოგგზავნეს და არა საფლირტაოდ, არა?!-ყელში ამომივიდა და ამდენი ხნის ნადები ბრაზი საბოლოოდ ამოვუშვი. მანაც და ანდრიამაც გაოცებული მზერებით შემომხედეს.

—ელენე, დაწყნარდი.-საერთოდ, როგორ ბედავს და ჩემს თვალწინ ფლირტის უფლებას აძლევს?! მითუმეტეს მას შემდეგ, რაც ღალატის გამო დავშორდი...

გაოცებული ვტრიალდები მისკენ.—მე მეგონა არ გსიამოვნებდათ, ბატონო ანდრია. უკაცრავად, მე მაპატიეთ.-სარკასტულად ვამბობ და ოთახს ვტოვებ.

   კიბატონო, აშკარად მე აღარ ვჭირდები და ლიზაა თუ ვიღაც ჯანდაბა, ის იზრუნებს მასზე. თქვენ გგონიათ მე ხელს შევუშლი?! სისულელეა.

Love for evermoreWhere stories live. Discover now