Chapter 34: You are going to be a dad

2.4K 140 56
                                    

ანდრია საღამოთი დაბრუნდა სახლში და მთხოვა, მალე გავმზადებულიყავი, რადგან კლუბში მივდიოდით. ანის სანახავადაც კი არ მივსულვართ და რა გვეკლუბება, ვერ ვხვდები. ჩავიცვი და მაინვ გავყევი, სხვა რა გზა მქონდა.

კლუბში შესვლისთანავე კლუბისთვის დამახასიათებელი სუნი მეცა. მალე გული ამერევა. ჩვენები როგორცკი დავინახეთ, მათკენ დავიძარით. გამიკვირდა, მათეც აქ რომ იყო.

—დაქალი მარტო მიმიგდეთ, ხო?!-ყველას მიმართულებით იყო ეს კითხვა დასმული, მათ შორის მეც ვიყავი.

—ძლივს დავითანხმე, რომ წამოვსულიყავი.-თქვა მათემ.—არ მიშვებდა. უჩემოდ ჩემი ბავშვის დაბადება რა პონტში უნდა აღნიშნოთო.-გამეცინა.

—მართალი არაა?-წარბშეკრულმა ვკითხე.

—აუ, ელენე, შენც ანისავით არ დაიწყო, თორემ ხელს მოგკიდებ, მანქანაში ჩაგტენი და ანისთან წაგიყვან.

—უშენოდაც წავალ.-დავეჯღანე.

—და რისთვისაც მოვედით, იმას რომ მივხედოთ, არა?!-იკითხა ლუკამ და მაგიდაზე შამპანიურისა და ვისკის ბოთლები დადო.

—უმჯობესი იქნება.-დაეთანხმა ანდრია.

ყველამ დალევა დაიწყო, ჩემს გარდა.

—ელე, შენ რატომ არ სვავ?!-მკითხა ნუცამ.

—ხო, რა ხდება?!-აჰყვა თაკო.

   ხო... მსგავსი კითხვებისთვის მზად ვიყავი.

—უბრალოდ არ მინდა.-მინდოდა, როგორ არ მინდოდა, მაგრამ პატარას სულ მცირედ ზიანსაც კი ვერ მივაყენებდი. ხედავთ?! სულ რამდენიმე საათის წინ გავიგე, რომ დედა გავხდებოდი და დედური ინსტიქტი უკვე ჩამერთო.

—კაი რა. მიდი, დალიე.-მითხრა ანდრიამ და ჭიქა გამომიწოდა. რომ სცოდნოდა რატოც არ ვსვავდი ხომ აღარ შემომთავაზებდა?! თუ, კი?! ღმერთო, რა რეაქცია ექნება?

—ა რ მ ი ნ დ ა !-დავუმარცვლე და წარბები ავზიდე.

—კარგი, შეეშვით.-მადლობა, მათე.

Love for evermoreWhere stories live. Discover now