Chapter 19: Suggestion

2.7K 139 24
                                    

—ვიცი, ელენე. და ისიც ვიცი, რომ ამ წამს საშინლად მინდიხარ.-მისი ცხელი ამონასუნთქი, რომელიც ყურის ძირთან მელამუნებოდა, ფეხებში არსებულ ძალას მთლიანად მართმევდა.

—ჯანდაბა.-მის მხარს შუბლი ძლიერ მივაჭირე.

—კი, ელენე, ჯანდაბა.-თქვა და მაკოცა. საშინლად უხეშად მკოცნიდა, რაც უფრო აღმაგზნებდა.

—თაკო?!-მოვშორდი. არ მინდოდა, თაკოსაც იმ სიტუაციაში შემოესწრო ჩემთვის და ანდრიასთვის, რა სიტუაციაშიც მე შევუსწარი მას და ლუკას ჩემი აქ მოსვლის პირველ დღეს.

—თაკოც იგივეს აკეთებს ახლა, უბრალოდ ლუკასთან ერთად.-ჩაეცინა.—აქ მომბრუნებელი აღარაა, ლუკასთან დარჩება ამაღამ.

—მე...

—წარმოდგენაც არ გაქვს, რამდენჯერ წარმომიდგენია შენი ფეხები ჩემს გარშემო შემოხვეული,-კოცნებს შუა ამოთქვამს.—როგორ კვნესი ჩემს სახელს, როგორ მთხოვ უფრო ძლიერად...

—ჩუუ.-ძლივს ამოვთქვი და კოცნით გავაჩუმე.—აღარ გააგრძელო.-გული საშინლად სწრაფად მიცემდა.

—წარმოდგენაც არ გაქვს, ახლა რას გიზავ.-შემაშინებელი ტონით წარმოთქვა და ხელში ამიყვანა. ფეხები წელზე ინსტიქტურად შემოვხვიე და ხელები თმაში შევუცურე. მისი რბილი და ლამაზი კულულები, ღმერთო...

იმისდა მიუხედავად, რომ თვალები დახუჭული მქონდა, ვხვდებოდი, რომ საწოლისკენ მიიწევდა. ასეც იყო. უეცრად, საწოლზე ზურგზე დაწოლილი აღმოვჩნდი. ანდრია ტუჩებიდან ყელზე გადავიდა. სველ კოცნებს მიტოვებდა, მე კი ყველანაირად ვცდილობდი, რომ ხმები შემეკავებინა. თუმცა, როცა კბილები ჩამასო, თავი ვეღარ შევიკავე და ამოვიკვნესე. ჩემი კვნესის გაგონებაზე ანდრიამაც ამოიგმინა, რამაც მაიძულა თეძოები მაღლა ამეწია, რომ შევხებოდი. მჭირდებოდა, რომ რაც შეიძლება ახლოს ვყოფილიყავი მასთან. ისევ ტუჩებისკენ ამოიწია და ჩვენი ტუჩებიც კვლავ შეერწყმნენ ერთმანეთს.  უეცრად, მისი ცივი ხელი ჩემი მაისურის ქვეშ, ჩემს მუცელზე აღმოჩნდა. მის უეცარ შეხებაზე დავიკლაკნე, მას კი ჩემს ტუჩებზე ჩაეღიმა. ხელს ნელ-ნელა ქვევით აცურებდა, მეფერებოდა, მე კი ვგრძნობდი, როგორ იპყობდა ჩემს სხეულსა და გონებას ის, რაც არასოდეს მიყვარდა - ადრენალინი. როგორცკი თითები ჩემს უკვე დასველებულ საცვალს მსუბუქად გადაატრა, ამოვიკვნესე. თუმცა, როგორცკი მივხვდი, რომ საცვლის მოშორებას იწყებდა, გავაჩერე.

Love for evermoreWhere stories live. Discover now