Chapter 18: Eyes I could watch for hours

2.7K 147 17
                                    

დილით 11 საათი იყო, მაღვიძარამ რომ გამაღვიძა. როგორი სიამოვნებით გავაგრძელებდი ძილს კიდევ რამდენიმე საათი, რომ არა პრეზენტაცია, რომელიც ამერიკაში გავრცელებულ სწავლის ხერხებს ეხებოდა.

ავდექი, აბაზანაში შევედი და დილის რუტინა სულ წუწუნით ჩავიტარე, საშინლად მეზარებოდა. ოთახში დაბრუნებულმა პიჟამოები გამოვიცვალე, ჩემი დიდი ჰუდი გადავიცვი და ის-ის იყო, პრეზენტაციაზე მუშაობის დაწყებას ვაპირებდი, როცა გამახსენდა, რომ დედასთვუს მქონდა დასარეკი. დავურეკე და კარგად გამოვილანძღე კიდეც.

—არ გრცხვენია?! ასე როგორ წახვედი?!-ბრაზობდა.

—დედა, აბა რა მექნა?-თავის მართლება დავიწყე.—პრეზენტაცია მქონდა მოსამზადებელი და ვეღარ მოვასწრებდი. მანდ ყოფნას რომ არაფერი მირჩევია, ეგ ხომ შენც კარგად იცი.

—პრეზენტაცია?!-წარბები შეკრა.—შენმა ძმამ მითხრა, მობეზრდა და მაგიტო წავიდაო.

—და შენც დაუჯერე?!-ამჯერად მე შევკარი წარბები.—მატყუარა და ბოროტი შვილი გაგიზრდია, დედა, უბეში.

—ჯერ მოვიდეს.-მიყვარს მაგდას დამუქრებები, განსაკუთრებით თორნიკეს როცა ეხება ხოლმე.

—ვეცდები, მალე კიდევ ჩამოვიდე. მათე და ანიც ვერ მოვინაკლისე.-ამოვიოხრე.

—რომ ჩამოხვალ, ანდრიაც ჩამოაყოლე. კარგი ბიჭია, მომეწონა.-თვალი ჩამიკრა.

ვიგრძენი, როგორ მომაწვა სისხლი ლოყებში. დედასთან მსგავს თემაზე არასოდეს მისაუბრია და ახლა, მისგან ამ სიტყვების მოსმენა, ცოტა არ იყოს, უცნაურია. თუმცა, ძალიან ბევრს მიშნავს, რომ ანდრია მოეწონა.

—კაი, დე, უნდა გაგითიშო. გუშინდლიდან მოყოლებული, პროექტზე ვმუშაობ და ჯერ მხოლოდ ნახევარი მაქვს გაკეთებული.-თვალებს ვატრიალებ.

—კაი, მიდი. მიყვარხარ.-ჰაეროვან კოცნას მიგზავნის.

—მეც, დედა, ძალიან.-ვუთხარი და როგორცკი გავუთიშე, ჩემს სამუშაო მაგიდას მივუბრუნდი.

Love for evermoreWhere stories live. Discover now