მართალია ძალიან მეზარება, თუმცა ლიზას წუწუნს ისევ წასვლა სჯობია. მე მზად ვარ და ახლა მის ზარს ველოდები. ყოველთვის ასე იყო! გამამზადებდა და მერე ერთი საათი მალოდინებდა ხოლმე.
—შენ რა, ასე მოდიხარ?!-გამარჯობაც არ ჰქონდა ნათქვამი, ისე ამატარა თვალი.
—მოიცა და რას მიწუნებ?!-წარბები შევკარი. ჯინსი და შავი, მკერდთან ამოღებული ზედა მეცვა.
—გამოიპრანჭე, რამე ნორმალური ჩაიცვი.
—ვის გავეპრანჭო?! ვისაც ვეპრანჭები ხოლმე მაინც ვერ დამინახავს და...
—უიმეე! კაი ჰო, წავედით.-მითხრა და მანქანაში ჩამტენა.
მთელი გზა ანდრიაზე ვფიქრობდი. ნეტავ რატომ არ მირეკავს? მე ვურეკავ და გათიშული აქვს. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი რიგზეა და კარგადაა.
—მოვედით!-დაიყვირა და მანქანიდან წამებში გადახტა.
—როგორ მეზარება.-მეც გადავედი და უკან დაჩაგრული ბავშვივით გავყევი.
—არ შეცვლილხარ, საერთოდ!-მომიტრიალდა.—ადრეც სულ ასე გეზარებოდა გართობა.-თქვა და კლუბისკენ დაიძრა.
—მაშინ კი არ მეზარებოდა, უბრალოდ სახლში ყოფნა მერჩივნა!-არც მე დავაკელი.
—მაგიტო გეძახდი ახალგაზრდის სხეულში ჩასახლებულ მოხუც სულს.
—ხომ მალე წავალთ?!-შესვლისთანავე ვკითხე, როგორც კი მძიმე ალკოჰოლისა და მოსაწევების სუნი ვიგრძენი.
—კიი, კიი.-თავიდან მოშორების მიზნით დამეთანხმა, თორე მშვენივრად ვხვდებოდი, რომ ეს აქედან კარგა ხანი წამსვლელი არ იყო.
ერთ-ერთ მაგიდასთან დავსხედით. ლიზა მაშინვე ბარმენისკენ წავიდა და უკან ვისკით ხელში დაბრუნდა.
YOU ARE READING
Love for evermore
Romance"სიყვარული მარადჟამს" მოგვითხრობს ისტორიას ელენესა და ანდრიაზე, რომელიც არაფრით და ამავდროულად თითქმის ყველაფრით განსხვავდება სხვა დანარჩენი შეყვარებული წყვილების ისტორიებისაგან. სიყვარული, რომელიც მოულოდნელად და დაუკითხავად ატყდება თავს მოთხრობის...