Chapter 32: Memories

2.2K 129 34
                                    

სულ რაღაც, ხუთი წუთია რაც გავიღვიძე და უკვე ცუდ ხასიათზე ვარ. სერიოზულად მეშინია, ჩემი ამ უეცარი ხასიათის ცვლილებების გამო ანდრია არ გამშორდეს. არც ჯანმრთელობის საქმეებიც მიდის კარგად. ანდრია მეუბნება ექიმთან წავიდეთო, მაგრამ მე არ მივყვები. მეშინია. მეშინია, რომ რამე ისეთი იქნება, რაც ანდრიასთან დამაშორებს.

—დილამშვიდობის.-მეუბნება ანდრია და სახეზე ფერებას იწყებს.

—დილამშვიდობის.-უემოციო სახით ვპასუხობ.

—დღეს შაბათია და რას ვაპირებთ?-მუცელზე წვება.

—არაფერს, სახლში ვიქნებით.

—არ მომწონს ეგ იდეა.-წარბებს კრავს.

—მე მომწონს.-ვუთხარი და აბაზანისკენ დავიძარი.

—შემოგიერთდე?

—მოდი.

   ალბათ, მარტივი მისახვედრია, რომ საბანაოდ მხოლოდ ბოლო ათი წუთი მოვიტოვეთ. შხაპის მიღების შემდეგ, ანდრიამ გამამშრალა, რაზეც მთელი პროცესის განმავლობაში ვიცინოდი. ჩავიცვით და სასადილოდ ჩავედით.

—მაცივარში შოკოლადის კარაქი უნდა იდოს და გამოიღე რაა.-ამოვეწუწუნე ანდიას.

—დამცინი, ხო?

—ხო, ანდრია. აბა, როგორ შეიძლება ადამიანს შოკოლადის კარაქი მოუნდეს?!-თვალები ავატრიალე.

—მაგრამ...-ფეხზე წამოდგა.—სპაგეტი და შოკოლადის კარაქი ერთად?-გაიკვირვა.

—უხდება!-ისეთი მზერით შევხედე, რომელიც პირდაპირ ეუბნებოდა, რომ მეტი რეპლიკა აღარ უნდა გაეკეთებინა ჩემს არჩევანზე.

—კაი ხო.-მაცივრიდან შოკოლადის კარაქის ქილას იღებს.—აჰა!-და შეშინებული წინ მიდებს.

—ასე სჯობია.-კმაყოფილი თავს ვუქნევ.

—რაღაც უნდა გითხრა.-ყელს იწმენდს და თავის ადგილს უბრუნდება.

—გისმენ.-ვუთხარი და მაკარონი მთლიანად ქილაში მოვათავსე.

—ელენე...-თმებში ნერვიულად შეიცურა ხელი.

Love for evermoreWhere stories live. Discover now