დილით რომ გამეღვიძა, მაშინვე ვიგრძენი როგორი ძლიერ ჰქონდა შემოხვეული ხელები ანდრიას ჩემი წელის გარშემო და როგორი ძლიერად ვყავდი აკრული მკერდზე. თვალები ნელა გავახილე და სახეზე შევხედე. იმენად ლამაზი ნაკვთები ჰქონდა, რომ სულ ყურება მოგინდებოდა. და თმა?! ღმერთო, მისი თმა...
ალბათ, ხუთი წუთი მაინც იქნებოდა გასული, რაც უმოძრაოდ ვიწექი და უბრალოდ ვაშტერდებოდი. მინდოდა შევხებოდი. მის ლამაზ ნაკვთებზე თითები გადამეტარებინა, მაგრამ მივხვდი, რომ ეს უკვე ზედმეტი იქნებოდა.
—არ იცი, რომ მიშტერება უზრდელობაა?-ახალგაღვიძებული, ბოხი ხმით მითხრა.
—მე...-ნერვიულად ამოვთქვი და მაშინვე წამოჯდომა ვცადე.
—კაი, დამშვიდდი.-ჩაიცინა და მუცელზე ხელის შემოხვევით უკან დამაბრუნა.
—ანდრია...-ძლივს ამოვილუღლუღე. ღმერთმა უწყის, საშინლად მქონდა აწითლებული ლოყები და ცხვირი.
—მეც მინდა, რომ მოგაშტერდე და შენს ნაკვთებს ვუყურო, ხუთი წუთით მაინც.-თმა ყურს უკან გადამიწია.
—მთელი ეს დრო გეღვიძა, არა?!-თვალები დავაწვრილე და ისე შევხედე.
—კი.-მიღიმის.—და მაინტერესებდა, კიდევ რამდენ ხანს გააგრძელებდი ჩემს ყურებას, უბრალოდ მეტხანს ვეღარ გავძელი თვალებდახუჭულმა.
—უბრალოდ თვალი გამიშტერდა.
—კი, როგორ არა.-შუბლზე მკოცნის.
ჯანდაბა, პეპლები.
—შეიძლება აბაზანაში შევიდე?-ძალიან ჩუმად ვიკითხე.
—არა.-ცერა თითით ლოყაზე მოფერებას განაგრძობდა.
—ანდრია.-თვალები გადავატრიალე.
—ხო, კარგი.-წამოჯდა.
უკვე აბაზანის კარებთან ვიყავი, როდესაც უკან მოვბრუნდი და ისევ საწოლზე ჩამოვჯექი.
—რამე მოხდა?-მკითხა და ჩემსკენ შემოტრიალდა.
—გამოსაცვლელი ტანსაცმელი არ მაქვს.
YOU ARE READING
Love for evermore
Romance"სიყვარული მარადჟამს" მოგვითხრობს ისტორიას ელენესა და ანდრიაზე, რომელიც არაფრით და ამავდროულად თითქმის ყველაფრით განსხვავდება სხვა დანარჩენი შეყვარებული წყვილების ისტორიებისაგან. სიყვარული, რომელიც მოულოდნელად და დაუკითხავად ატყდება თავს მოთხრობის...