Chapter 3: Meeting him

3.5K 156 23
                                    

—მომისმინე, ჭორფლებიანო...-ის იყო სათქმელი უნდა გაეგრძელებინა, საუბარში თაკო რომ ჩაგვეჭრა.

—ჰეი, ჰეი, რა დღეში ხართ?-გვერდით ამომიდგა და ხუჭუჭთმიანს მკერდზე ხელი დაადო, რითაც აიძულა, კვლავ ერთი საფეხურით დაბლა ჩასულიყო და მომშორებოდა.—ანდრია, რა ხდება?!-მკერდის წინ გადაიჯვარედინა ხელები.
—ვიფიქრე, გავაცნობ და დამეგობრდებიან-თქო და თქვენ რამისაა ჩემს თვალწინვე დახოცოთ ერთმანეთი.-ამის თქმა და ჩემი და იმ უზრდელის 'რაა?!' სახის მიღება ერთი იყო.—ნუ მიყურებთ ესეთი სახეებით.-ანდრიადან მზერა ჩემზე გადმოიტანა წამიერად და მერე ისევ მას შეხედა.— რა ჯანდაბა გეცა?! როდის მერე ელაპარაკები ეგრე გოგოებს?? მითუმეტეს მაშინ, როცა შენი ბრალია რაც მოხდა.

—თაკო, ამოისუნთქე.-კვლავ წარბშეკრული დგას.—თვითონ რა ჯანდაბა გჭირს?! ამ ვიღაცას უბამ მხარს და მე არა?!

—ჰეი! მე ვიღაც არ ვარ.-დიალოგში ვერთვები.—თან წამების წინ გითხარი, ტონი შეგერჩია, როცა მე მელაპარაკებოდი.-ვთქვი და პასუხის დაბრუნების საშუალებაც აღარ მივეცი, ისე გავაგრძელე კიბეების ავლა.

—არც მე ვარ 'ჰეი'!-ქვემოდან ამომძახა.

   სულ ათი კიბე მექნებოდა ავლილი, თაკო რომ წამომეწია და იდაყვზე დამებღაუჭა. უკან შევტრიალდი და სუნთქვააჩქარებულ თაკოს წავაწყდი.

   როცა საბოლოოდ დაიმშვიდა სუნთქვა ხმა ამოიღო:

—ელენე, ანდრია ზოგადად ასეთი უხეში არასოდესაა...

—ახლა არა, კაი? მერე ვილაპარაკოთ დღევანდელზე და ყავაც მერე დავლიოთ. გკოცნი.-შევაწყვეტინე და გავეცალე.

_____________

   ლექციები დამღლელი სულაც არ ყოფილა. პირველი დღე იყო, ამიტომ ძირითადად ერთმანეთის გაცნობით და საზოგადო თემებზე საუბრით დავკავდით. ერთ გოგოსაც დავუმეგობრდი, ლანა ერქვა. საუბრიდან 10 წუთში გამომიცხადა, დღეს საღამოს წვეულებას ვმართავო და მინდა, რომ შენც მოხვიდეო. თავიდან უარზე ვიყავი, არ მინდოდა უამრავ უცხო ადამიანთან ერთად საღამოს გატარება. თუმცა, ლანამ იმდენი მეხვეწა, იძულებული გავხდი დავთანხმებულიყავი.  რომ გაიგო ვისთან ერთად ვცხოვრობდი საერთო საცხოვრებელში, სახეზე ღიმილი გადაეკრა. მითხრა, რომ ის და ლუკა, თაკოს შეყვარებული, ნახევარ და-ძმა ყოფილან და თაკოსთან ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა.

Love for evermoreWhere stories live. Discover now