Chapter 2: First day

3.6K 185 23
                                    

     ჩემი აზრით, ტაქსის მძღოლებს უნდა აეკრძალოთ იმის მოყოლა, თუ როგორ უდევთ სახლში დიპლომები და მაინც ტაქსისტები არიან. როცა მივხვდი, რომ გაჩუმებას არ აპირებდა, ყურსასმენები გავიკეთე და Zayn-ის Dusk Till Dawn ჩავრთე. ცხოვრების ბოლო ოთხი წუთი რომ მქონდეს, ამ სიმღერას მოვუსმენ.

   2 საათი მაინც ვმგზავრობდი და, ალბათ, ბუნებრივიცაა, რომ საშინლად რომ დავიღალე. თუმცა, აი, როგორც იქნა აქ ვარ. უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის წინ ვდგევარ. აქ უნდა გავატარო მინიმუმ ოთხი წელი მაინც?! ღმერთო, მართლა ასე გავიზარდე?!

   კიდევ კარგი, ტაქსის მძღოლი დამეხმარა და ოთახამდე მიმატანინა ჩემოდანი, თორემ, ჩემით საღამომდე ვერ ავიტანდი.

A12. ესეც ასე.-ჩემთვის ჩავილაპარაკე და ტაქსის მძღოლს მივუბრუნდი.
—უღრმესი მადლობა დახმარებისთვის.-ნაზად გავუღიმე და კუთვნილი თანხა გავუწოდე. მანაც ღიმილით დამიქნია თავი, თანხა გამომართვა და დამშვიდობებისთანავე წამებში გაქრა თვალთახედვიდან.

   ღრმად ჩავისუნთქე და კარი შევხსენი.

ღმერთო! უნდა დამეკაკუნებინა!

—ჯანდაბა, ბოდიში.-დაბნეულს მხოლოდ ესღა აღმომხდა და სასწრაფო წესით გამოვიკეტე კარები.—მაგრამ, ეს ხომ ჩემი ოთახიცაა, რას ქვია ბოდიში.-ფოიეში დაკარგული იხვის ჭუკივით დიდხანს უმოქმედოდ დგომა არაფერს მომიტანდა. აქ ვერ ვიდგები და ვერ დაველოდები როდის მორჩებიან ერთმანეთის სახეების ლოკვას რომ შემდეგ ჩემს ოთახში შესვლა შევძლო.

—შემოვდივარ!-მათთვის გასაგონად ვამბობ და კარს ხელმეორედ ვხსნი. ამჟამად, ოთახში შესულს, წინა მცდელობისგან განსხვავებით, სრულებით სხვა სურათი მხვდება. ორივე მათგანი გვერდი-გვერდ ზის იმ საწოლზე, სადაც წამების წინ იწვნენ. თან, ორივეს იმდენად უცოდველი სახე აქვს, თითქოს, მე შემომისწრო წამების წინ ვიღაც უცხო გოგონამ ვიღაცასთან ვნებიანი კოცნის დროს.

Love for evermoreWhere stories live. Discover now