Chapter 30: I found you

2.9K 155 45
                                    

  დილით, ფანჯრიდან შემოსული მზის სხივები მაღვიძებს. აშკარად, გუშინ ფარდების გაფარება დამვიწყებია. როგორცკი თვალები გავახილე და გავიაზრე ვინ ვიყავი, სად ვიყავი და რატომ ვიყავი, მაშინვე გუშინდელი დღე გამახსენდა. უნებურმა ღიმილმა გამიპო სახე.

აი, რა ყოფილა სიყვარული. გეღიმება ავტომატიურად, როცა მასთან გატარებულ წუთებს იხსენებ. გეღიმება, როცა აცნობიერებ, რომ იპოვე ის, ვისაც ამდენი ხანი ეძებდი. ან, არ ეძებდი და თავისით გამოჩნდა. გეღიმება, როდესაც აცნობიერებ, რომ მისი თითოეული შეხება რაღაც ღვთიურ გრძნობებთანაა დაკავშირებული. გეღიმება, როცა აცნობიერებ, რომ შეგიძლია გიყვარდეს ვიღაც ასე გაგიჟებით.

—კიდევ კარგი გღვიძავს.-მობეზრებით თქვა თაკომ და საწოლზე ჩამოჯდა.

—წუხელ კარები არ დავკეტე?-ხმამაღლა ვკითხე საკუთარ თავს.

—დაკეტე,-ანიმ დამიდასტურა.—უბრალოდ, ჩემი სახლია და სათადარიგო გასაღები ყველა კარისთვის მაქვს. გუშინ უბრალოდ აღარ გაგაღვიძეთ, ახლა კი მოყევი სად გაქრი და მერე ბედნიერი რატომ დაბრუნდი.-დაამთავრა და პლიტკა გახსნა.

—მაჭამე და გეტყვით.-გავუღიმე.

—თუ თქმა არ გინდა, პირდაპირ თქვი.-თვალები აატირალა თაკომ.

—კარგით ხო, მოკლედ...-ღრმად ჩავისუნთქე.

—ჰაა, თქვი ახლა!-თაკო ისევ შეტევაზე იყო.

—ანდრიამ ხელი მთხოვა.-ჩუმად ვთქვი.

—რა?-პლიტკა გადასცდა და ხველება აუტყდა.

—კარგად ხარ?-საწოლიდან წამოვხტი და ანის მივვარდი.

—კარგად ვარ.-ხველევა შეწყვიტა და მეც ამოვისუნთქე.

—მადლობა ღმერთს.-საწოლზე ჩამოვჯექი და თაკოს სახე ახლაღა შევნიშნე. პირი დაღებული ჰქონდა და თვალებსაც კი არ ახამხამებდა. გამეცინა.—თაკო, კარგად ხარ?-ხელი ავუფრიალე სახესთან.

Love for evermoreWhere stories live. Discover now