მაკოცა.
სხეული გამეყინა. თვალები ძლიერ მქონდა დახუჭული და სუნთქვა შეკრული. ვერ ვხვდებოდი რა ჯანდაბა ხდებოდა. თუმცა, როგორცკი ჩემმა ტვინმა მუშაობა განაგრძო, მაშინვე მკერდზე ხელის კვრით მოვიშორე და გაავებული მზერით დავუწყე ყურება.
—რა... რა გააკეთე?!-ისიც კი არ ვიცოდი, რა სიტყვებით უნდა მიმემართა, რომ მიმეხვედრებინა, თუ რამდენად დიდი სისულელე ჩაიდინა წამების წინ.—ანდრია, რა გააკეთე?! რატომ მაკოცე?! რამდენის უფლებას აძლევ საკუთარ თავს, ხვდები მაინც?!
ამ წამსაც კი მიხურს ტუჩები და შემიძლია დავიფიცო, რომ კიდევ ვგრძნობ მის ტუჩებს ჩემსაზე. მის რბილ, ნაზ და ალკოჰოლიან ტუჩებს. ტუჩებს, რომლებმაც წამების წინ პირველი კოცნა მომპარეს.
—რა ხდება, არ მოგეწონა?-ავად იღიმის და საკუთარ ტუჩებს საჩვენებელი თითებით ეხება.
მინდა, ეს დამცინავი ღიმილი სახიდან ავახიო.
—მომეწონა?! ამას სერიოზულად მეკითხები?!-წარბები შევკარი.—რა ჯანდაბა გჭირს, ანდრია?! ერთ წამს მეუხეშები და ისე მეპყრობი, თითქოს დილით ყავაში ჩაგიფურთხე, მეორე წამს კი მოდიხარ და მკოცნი. რატომ?! რატომ იქცევი ასე?!-პასუხი არ მიმიღია, ამიტომ მალევე გავაგრძელე.—ყურადღებით მისმინე,-ტონს დავუწიე და ერთი ნაბიჯით მივუახლოვდი.—თუ გგონია, რომ მეც შენი სათამაშოებივით ერთ დღეს მიხმარ და მეორე დღეს ზედაც არ შემომხედავ, ძალიან, ძალიან მწარედ ცდები. მოვკვდები და მაგ სიახლოვეზე არ მოგიშვებ ჩემთან. ამიტომ, შემდეგ ჯერზე, როცა მსგავსი აზრმოკლებული ნაბიჯის გადადგმას დააპირებ, გახსოვდეს, რომ მწარედ განანებ.-ბოლო სიტყვების წარმოთქმისას საჩვენებელი თითი მკერდზე ძლიერ მივაჭირე.
—მომწონხარ.-ძალიან ჩუმად თქვა.
დამცინის?!
—მოგწონვარ?!-სიმწრის სიცილით წარმოვთქვი და ჩემი თითი მის მკვრივ მკერდს მოვაშორე.—არა, ანდრია, უბრალოდ გინდა, ლოგინში ჩამითრიო და მერე უბრალოდ მიმაგდო, მეტი არაფერი.
YOU ARE READING
Love for evermore
Romance"სიყვარული მარადჟამს" მოგვითხრობს ისტორიას ელენესა და ანდრიაზე, რომელიც არაფრით და ამავდროულად თითქმის ყველაფრით განსხვავდება სხვა დანარჩენი შეყვარებული წყვილების ისტორიებისაგან. სიყვარული, რომელიც მოულოდნელად და დაუკითხავად ატყდება თავს მოთხრობის...