—რა ჯანდაბა ხდება აქ?!-გაოცებულმა ვიკითხე და ყურსასმენებში მუსიკა გავთიშე. თუმცა, ამჯერად ჩემს ყურთასმენას ოთახში ბოლო ხმაზე გაჟღერებული სიმღერა მოედო. ჩემი და თაკოს პატარა ოთახში ჩვეულებრივი წვეულება იყო გამართული.
—ჰეი! როგორც იქნა მოხვედი!-ჩემს წინ ნუცა აისვეტა, მკლავზე ჩამაფრიდნა და ბრბოსკენ ჩემი წაყვანა დაიწყო. ნუცას ხელი გავაშვებინე და ხმამაღალი მუსიკის გამოსართველად გავეშურე. როგორც კი გავთიშე, ყველამ მე შემომხედა.
—ნორმალურები ხართ?!-ხმამაღლა ვიკითხე.—უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელის ასეთ მოკუნტულ ოთახში, ამხელა ამბავის გამართვა და მუსიკების ბოლო ხმაზე აწევის ნებართვა ვინ მოგცათ?! შარში გავეხვევით.
—დამშვიდდი.-გამომეხმაურა თაკო.
—იდიოტები არ ვართ, საფრთხე არ გვემუქრება.-უშფოთველად თქვა.—ასეთი თვითდაჯერებულობა საიდან?!- თვალები მოვჭუტე.
—ეს აქამდეც მომხდარა.-თვალები აატრიალა.—რექტორი მამაჩემის მეგობარია და პრობლემებში არ გავეხვევით.
—აჰ, უკაცრავად.-ხელები დანებების ნიშნად მაღლა ავწიე.—მაშინ, გაერთეთ.-უემოციო სახით ვთქვი და დაპაუზებული მუსიკა ჩავრთე.
იქვე, კუთხეში, იატაკზე დავჯექი და უბრალოდ იმის ყურება დავიწყე, თუ როგორ ერთობოდნენ. იმისდა მიუხედავად, რომ უცნობი არავინ იყო და მხოლოდ ჩვენს სამეგობროს მოეყარა თავი, მაინც არანაირი სურვილი არ მქონდა ავყოლოდი. ის-ის იყო, ისევ განვლილ დღეზე უნდა დამეწყო ფიქრი, უეცრად მაჯაზე ხელის შეხება რომ ვიგრძენი. ანდრია იყო. აქამდე არც შემიმჩნევია. ფეხზე ამაყენა და ოთახიდან სიტყვის უთქმელად გამიყვანა.
—საით?!-შუბლშეკრულმა ვიკითხე.
—იქ, სადაც მხოლოდ ანდრია და ელენე იქნებიან.-ამის მეტი აღარაფერი უთქვია. მეც აღარ შევეწინააღმდეგე და გავყევი.
YOU ARE READING
Love for evermore
Romance"სიყვარული მარადჟამს" მოგვითხრობს ისტორიას ელენესა და ანდრიაზე, რომელიც არაფრით და ამავდროულად თითქმის ყველაფრით განსხვავდება სხვა დანარჩენი შეყვარებული წყვილების ისტორიებისაგან. სიყვარული, რომელიც მოულოდნელად და დაუკითხავად ატყდება თავს მოთხრობის...