ჩამძინებია. ხმაურმა გამაღვიძა. უფრო კონკრეტულად, თაკომ და ლუკამ გამაღვიძეს. ისე იყვნენ გართული კოცნაში, ვერც კი შეამჩნიეს, რომ მეც ოთახში ვიყავი. საწოლზე რომ გადაინაცვლეს და უკვე გახდა დაიწყეს, მივხვდი, რომ უკვე ხმა უნდა ამომეღო.
—ღმერთო ჩემო.-შეშფოთებულმა წარმოვთქვი.
მაშინვე მოშორდნენ ერთმანეთს.—ვა, ელე. როდის მოხვედი?!-მკითხა თაკომ და საროჩკის ღილების შეკვრა დაიწყო.
—დღეს დილით.-გავუღიმე.
—ელენე, როგორ ხარ?-მკითხა ლუკამ.
—კარგად, ლუკა, შენ?
—მეც მასე.-თქვა და მაისური გადაიცვა.
—ისე,-ჩამეცინა.—შემიძლია, გავიდე ცოტა ხნით.
—არა, არა.-თავი გააქნია ლუკამ.
—საღამოთი გავაგრძელებთ.-თან თაკოს გახედა.სიცილი ამიტყდა. თაკომ კი ბალიში ესროლა.
—წადი, ლუკა.
—მაგდებ?-გაკვირვებით ჰკითხა ლუკამ.
—კი.
—არ წავ...-სიტყვის დამთავება არ აცადა, ისე გააძევა თაკომ ოთახიდან.
—ღმერთო, რა საყვარლები ხართ.-ვუთხარი და ბალიში ჩავიხუტე.
—შენ და ანდრიაც, ძალიან.-ნიშნის მოგებით მითხრა.
—რაა?!- გაოცებისგან ცოტა ხმამაღლა მომივიდა.
—რაც.-მოკლედ მომიჭრა.—მოყევი მალე რას აკეთებდი ანდრიასთან ერთად ორი დღე, თან მარტოები ყოფილხართ.-ბოლო სიტყვებზე წარბები აზიდა და გვერდით მომიჯდა.
—შენ საიდან იცი?-გამიკვირდა მეორე დღეზე საიდან იცოდა, მე ხომ არ მითქვამს, რომ ანდრიასთან ვრჩებოდი. თან, მარტოებიო.
—იმ დღის მერე რომ აღარ შემეხმიანე, ვინერვიულე, ამიტომ გადავწყვიტე დამერეკა, მაგრამ გათიშული გქონდა. შემდეგ, ანდრიას დავურეკე, კონკრეტულად, დღეს დილით და ანდრიამ მითხრა, რომ გეძინა და თან ეგრევე გამითიშა, არ გაეღვიძოსო.
YOU ARE READING
Love for evermore
Romance"სიყვარული მარადჟამს" მოგვითხრობს ისტორიას ელენესა და ანდრიაზე, რომელიც არაფრით და ამავდროულად თითქმის ყველაფრით განსხვავდება სხვა დანარჩენი შეყვარებული წყვილების ისტორიებისაგან. სიყვარული, რომელიც მოულოდნელად და დაუკითხავად ატყდება თავს მოთხრობის...