ვაკოცე.ვაკოცე და ვიგრძენი, წამიერად როგორ ჩაეღიმა, მაგრამ მაშინვე ამყვა. კისერზე მოვკიდე ხელები და ჩემსკენ მოვიზიდე, მინდოდა რაც შეიძლება ახლოს მყოლოდა. ანდრიამ ჩემი გაუჟღერებელი სურვილი უპრობლემოდ შემისრულა. წელის გარშემო შემომხვია ხელები და მის სხეულს ამაკრო.
ჯანდაბა, მისი ფაფუკი ბაგეები ჭკუიდან მშლიან. მინდა, სულ ვეხებოდე. სულ! ისეთი... ისეთი ტკბილია... ღმერთო, მინდა, მუდამ, ყოველ წამს, ვგრძნობდე მათ გემოს.
თავს ვერ ვიკავებ, მის ქვედა ტუჩს კბილებ შუა ვიქცევ და ჩემსკენ ვქაჩავ, რასაც მისი კვნესა მოსდევს. ჩემს აწრიალებულ მუცელს ზუსტად ამ ხმის გაგონებაღა ეკლდა. ჩვენს ტუჩებს ისევ ვაერთებ და ძლიერად ვკოცნი. არ ვიცი რა მჭირს, მაგრამ მისით ვერ ვძღები.
ერთმანეთს იქამდის ვკოცნიდით, სანამ უჰაერობის გამო სუნთქვააჩქარებულები არ დავშორდით ერთმანეთს. ანდრიამ შუბლი შუბლზე მომადო და ზემოდან დამიწყო თვალებში ყურება.
—ეს...-სუნთქვის დარეგურილებას ცდილობდა.
—ვიცი,-ვიცოდი რის კითხვასაც აპირებდა.—უბრალოდ... წარმოდგენა არ მაქვს, ეს რატომ გავაკეთე.-ვუთხარი და ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე.
—მე ვიცი.
—ანდრია.-თავი გავაქნიე. არ მინოდა, რამე ეთქვა.
—გინდოდა.-მაინც თქვა.—გინდოდა, ელენე.
—არ უნდა მდომნოდა.
—რატომ...
—თუ ამაზე ლაპარაკს გავაგრძელებთ, აქ დარჩენას ვერ შევძლებ.-შევაწყვეტინე და დივანს მივეყრდენი.
—კარგი, როგორც გინდა.-თქვა და დივანზე ჩამოჯდა.
ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოწვა. ზედმეტად არაკომფორტული სიჩუმე იყო, ამიტომ გადავწყვიტე ხმა ამომეღო.
YOU ARE READING
Love for evermore
Romance"სიყვარული მარადჟამს" მოგვითხრობს ისტორიას ელენესა და ანდრიაზე, რომელიც არაფრით და ამავდროულად თითქმის ყველაფრით განსხვავდება სხვა დანარჩენი შეყვარებული წყვილების ისტორიებისაგან. სიყვარული, რომელიც მოულოდნელად და დაუკითხავად ატყდება თავს მოთხრობის...