—შენ და ელენე, 15 წუთი, ზევით ოთახში.-თვალები მეორე სართულისკენ დაქაჩა.
ამას თაკოს არასოდეს ვაპატიებ. რა ჯანდაბის გამო აკეთებს ამ ყველაფერს?!
—მოიცა, მოიცა.-თქვა ანდრიამ.
—სერიოზულად?!-ბრაზი ეტყობოდა სახეზე.—რა ჯანდაბა უნდა ვაკეთო მასთან ერთად, 15 წუთი მარტომ, ოთახში?!-თაკოს ისეთი მზერით გავხედე, რომელიც ატყობინებდა, რომ საცხოვრებელში დაბრუნებისთანავე კარგი დღე არ ელოდა.
—იქნებ, ეს რაღაც ჯანდაბა, რაც თქვენ ორს შორის ხდება რამენაირად მოგვარდეს ან გაქრეს საერთოდ. თქვენთვის ვაკეთებ ამას და თქვენ რა დღეში ხართ?!-აშკარად არ ესიამოვნა ჩვენი რეაქციები, მაგრამ კარგით რა, სხვა რა რეაქციებს მოელოდა ან ჩემგან ან იმ უვიცისგან?—ახლა კი, დროით მაღლა!
ნელა წამოვდექით ფეხზე და კიბეებზე ასვლა დავიწყეთ, სხვა რა გზა გვქონდა?! პირველად, ვიღაცას შევუსწარით შუა სექსის დროს. ღმერთო, კინაღამ იქვე არ ვარწყიე, კიდევ კარგი ანდრიამ კარი მალევე დახურა. მეორე კარი დაკეტილი დაგხვდა, მესამე კი, როგორც იქნა, თავისუფალი იყო.
როგორც კი ოთახში შევედით მე კარადას მივეყუდე, ანდრია კი ზურგით საწოლზე გადაეშვა.
—ამაზრზენია. კარებები მაინც ჩაკეტონ ხოლმე.-ვთქვი და სახე დავმანჭე.
—ხო.-მეთანხმება და იდაყვებზე დაყრდნობით წინ იწევა.
—ქალიშვილისთვის ასეთი რამის ნახვა, თან ასე ახლოდან, ცოტა არასასიამოვნოა.-თანაგრძნობით სავსე ხმით ამბობს.უზრდელია, ძალიან უზრდელი და უვიცი.
—მე მგონი, გასაგებად ვთქვი, არ ვარ ქალიშვილი-თქო.-კბილებში გამოვცერი.
მერე რა, რომ ვტყუოდი. ჩემს სიტყვას მაინც დავიცავდი.
—მე მგონი, მაგას არავინ არ დაგიჯერებდა.-უემოციოდ ამბობს.
მაღიზიანებს. უზომოდ მაღიზიანებს და იმის სურვილს, რომ რამე დავუშავო, უფრო და უფრო მიმძაფრებს.
YOU ARE READING
Love for evermore
Romance"სიყვარული მარადჟამს" მოგვითხრობს ისტორიას ელენესა და ანდრიაზე, რომელიც არაფრით და ამავდროულად თითქმის ყველაფრით განსხვავდება სხვა დანარჩენი შეყვარებული წყვილების ისტორიებისაგან. სიყვარული, რომელიც მოულოდნელად და დაუკითხავად ატყდება თავს მოთხრობის...