—ქეთა?!-ძალიან გაუკვირდა. ვინაა ქეთა?! აქამდე არაფერი უთქვამს მის შესახებ.
—როგორ მომენატრე.-ამოთქვა და ჩაეხუტა.
ანდრია გაშეშებული იდგა, მე კი მათ ვუყურებდი. იმ დონის ფსიქოპატი ნამდვილად არ ვარ, რომ ჩემით გამოვიტანო დასკვნები, ამიტომ ველოდები, თუ თავად როდის მეტყვიან ვინ არის ეს გოგო და რა ჯანდაბას აკეთებს მთელი სხეულით აკრული ანდრიაზე.
—აქ რას აკეთებ?-მოიშორა.
—შენ არ მოგენატრე?-ანდრიას სახე ხელებში მოიქცია და ტუჩებისკენ დაიწყო მიახლოოება. თვალები გამიფართოვდა. ანდრიას თავი რომა არ გაეწია უკან, ჩვეულებრივად აკოცებდა.
—ჰეიი, ჰეიი.-ანდრიას გვერდით გადავინაცვლე.—როგორ ფიქრობ, რას აკეთებ?!-გაოგნებულმა ვიკითხე.
—საყვარელ კაცს ვკოცნი.-ისე მიპასუხა, თითქოს არც უნდა დამესვა მისთვის ეს შეკითხვა.—შენ საერთოდ ვინ ხარ?!-ფეხიდან თმის ღერამდე მწველი მზერა ამატარა
—რას ქვია მე ვინ ვარ?!-დამცინავად ვეკითხები.—შენ მეჭრები სახლში, ჩემს შეყვარებულს მკლავებში უხტები, კოცნას ცდილობ, შენს საყვარელ კაცს უწოდებ და კიდევ "მე ვინ ვარ"?!-მოთმინებას ვკარგავდი.—ორი წუთი გაქვს, რომ სახლი დატოვო, თორემ თმის თრევით გაგიყვან აქედან.-კბილებში ვცრი.
—რა სიქაჯეა,-ცხვირს ჭმუხნის და როგორც იქნა ანდიას შორდება.—კურსებზე ჩაგწერო, გინდა?!
—უკაცრავად, რის კურსებზე?-თვალები დავაწვრილე.
—ადამიანურ ენაზე საუბრის კურსებზე.-ამაზრზენი სახით მიყურებდა.
—დრო გაგდის, ქეთა. ერთ წუთზე ნაკლები გრჩება, რომ სახლი ლამაზმა დატოვო.
—ქეთა, აქ რას აკეთებ?-მკაცრი ტონით იმეორებს კითხვას ანდრია.
—ქეთა მე მოვიყვანე აქ.-უეცრად ისმის სრულიად უცნობი ხმა და მეც თავს კარისკენ ვატრიალებ. ვერც კი გავიგე როდის შემოვიდა ეს მოხუცი კაცი, რომელიც ანდრიას გაჭრილი ვაშლივით ჰგავს, სახლში.
YOU ARE READING
Love for evermore
Romance"სიყვარული მარადჟამს" მოგვითხრობს ისტორიას ელენესა და ანდრიაზე, რომელიც არაფრით და ამავდროულად თითქმის ყველაფრით განსხვავდება სხვა დანარჩენი შეყვარებული წყვილების ისტორიებისაგან. სიყვარული, რომელიც მოულოდნელად და დაუკითხავად ატყდება თავს მოთხრობის...