Lili's Pove
დილით მაღვიძარამ გამაღვიძა. ხელი უხალისოდ გამოვყავი საბნიდან და გამოვრთე. ფეხზე ძლივს წამოვდექი. სანამ ჩავიცვი და მოვემზადე ნახევარი საათი გავიდა. მე, კამი, მადი და ბარბი ერთად გავედით სახლიდან.
-კამ ჩარლზი არ გამოგივლის?- ჰკითხა მადიმ.
-კი მადს, ნუ ღელავ თქვენც წაგიყვანთ!- თვალი ჩაგვიკრა კამიმ და ჩვენც შვებით ამოვისუნთქეთ.
ნიუ იორკის თავზე შავი ღრუბლები შეკრებილიყო, თუმცა სულაც არ ციოდა, პირიქით საშინელი ჩახუთულობა იყო. ჩარლზი უკვე გველოდებოდა.
-ვაა, მთელი სადაქალოს წაყვანა მე მომიწევს!- ამოიფრუტუნა ჩარლზმა და ჩაიცინა. სანამ კიდევ რამეს იტყოდა, მანქანაში ჩავჯექით. პირველ ლექციაზე ცოტა დამაგვიანდა, მაგრამ ლექტორი ახალგაზრდა ქალი აღმოჩნდა და არაფერი უთქვამს. აუდიტორიას თვალი გადავავლე და მისტერ "ცინიზმიც" შევნიშნე ჩემდა გასაკვირად. არა, მსახიობობა ნამდვილად კარგად გამოუვა. მე წინ დავჯექი და ვეცადე კარგად მომესმინა.
მისის ფორბსმა ჯერ საკუთარი თავი გაგვაცნო და შემდეგ მაშინვე საქმეზე გადავიდა. როგორც ჩანს ამ ქალს არ უყვარს დროის ფუჭად კარგვა. თავიდანვე გვითხრა რატომ ვიყავით ლექციაზე პირველ კურსელები და მეორე კურსელები ერთად.
-კომპანია "Watson"-ი ყველანაირად ცდილობს ახალგაზრდა, ნიჭიერი მსახიობების აღმოჩენას და მათ დასაქმებას- გვეუბნებოდა მისის ფორბსი და თან აუდიტორიის წინ დადიოდა თავისი ქუსლიანი ფეხსაცმლის კაკუნით -ზაფხულის ბოლოს კომპანიის დირექტორი გვეწვია და მოგვახსენა, რომ უნდა თავისი ახალი პროექტი ჩვენ უნივერსიტეტშიც გამოცადოს, დასაწყისისთვის მხოლოდ პირველ და მეორე კურსელებზე. ასე, რომ - ძლივსშესამჩნევი ღიმილი გადაეფინა სახეზე მისის ფორბსს- გილოცავთ!
აუდიტორიაში სიხარულის შეძახილები გაისმა. მეც რატომღაც გული უცნაურად ამიჩქარდა. ეს ჩემ ყველაზე დიდ ოცნებას გავს და ახლა, შეიძლება ოცნება ამიხდეს.
-ვიცი, რომ ძალიან გაგიხარდათ, მაგრამ ემოციების გადმოცემა წესიერად უნდა შეგეძლოთ!- მკაცრად წარმოთქვა მისის ფორბსმა- ამას მერე გაგაგებინებთ, ახლა კი გთხოვთ თავი ისე მომაჩვენეთ თითქოს საერთოდ არ გაგხარებიათ!
მაშინვე ყველა დაწყნარდა. უცბად დამაინტერესა მისტერ "ცინიზმი" რას აკეთებდა და უკან გავიხედე. ტელეფონში რაღაცას ათვალიერებდა და საყვარლად იღიმოდა. ამან რატომღაც მეც ღიმილი მომგვარა. შემობრუნებას ვაპირებდი, როდესაც ქოულმა თავი აწია, თითქოს ჩემი მზერა იგრძნოო, და პირდაპირ თვალებში შემომხედა გამომწვევად. მაშინვე თვალები დავხარე და წინ შევბრუნდი. სახე ამელეწა. სიმხურვალით მივხვდი, რომ სულ გავწითლდი. რა მჭირს? მე ხომ მსახიობი ვარ, ყოველ შემთხვევაში მალე ვიქნები! უნდა შემეძლოს ემოციების მოთოკვა და საერთოდაც მერე რა რომ ვუყურებდი?! თავი გავაქნიე ფიქრების გასაფანტად და ვეცადე ისევ მისის ფორბსისთვის მომესმინა.
-მათ უნდათ თქვენი შესრულება ნახონ, ამიტომ ჩვენ ვაპირებთ პიესა დავდგათ! რა თქმა უნდა ხვდებით, რომ ამაში ყველა მონაწილეობას ვერ მიიღებთ, ამიტომ კარგად უნდა მოემზადოთ ქასთინგისთვის. ამისთვის კი ერთი კვირა გაქვთ! ლექციის დამთავრების შემდეგ შეგიძლიათ სცენარები აიღოთ!- მისის ფორბსმა ცივად შეხედა მაგიდაზე დადებულ ერთად აკინძული ფურცლების გროვას. როგორც ჩანს წინ რთული დღეები მელის. ლექციის შემდეგ სცენარი ავიღე და ვიგრძენი როგორ მიყურებდა მისის ფორბსი. თავიდან ფეხებამდე დაკვირვებით შემათვალიერა და პირდაპირ თვალებში შემომხედა. დავიბენი და მაშინვე გარეთ გამოვედი. დაფიქრებული და ცოტა დაბნეული სასადილოსკენ წავედი.
-ლილი!- გავიგე უკნიდან კამის ძახილი. მივბრუნდი და დავინახე, რომ კამი, მადი, ბარბი და დილანი ერთ მაგიდასთან ისხდნენ. კამი ხელს მიქნევდა ჩვენთან მოდიო. გავუღიმე და თავი დავუქნიე. ჩემთვის ერთი წვენი ავიღე და მათკენ წავედი.
-აბა როგორ ჩაიარა პირველმა დღემ?- მკითხა მადიმ და თავის გვერდით სკამზე ხელი დაარტყა, აქ დაჯექიო. მე პროექტზე ყველაფერი მოვუყევი და ყველამ მომილოცა. ახლაღა შევნიშნე, რომ ქოული აქ არ იყო. ირგვლივ მიმოვიხედე და ისიც შევნიშნე. სასადილოში ახლა შემოსულიყო და პირში უკვე სიგარეტი გაეჩხირა. მაშინვე ჩვენკენ წამოვიდა და დილანს გვერდით მიუჯდა.
-ძმაო აქ მოწევა არ შეიძლება!- უთხრა დილანმა და ხელით კედელზე დაკიდებულ ნიშანზე ანიშნა: "მოწევა აკრძალულია"
-ეს საუკეთესო მიზეზია იმისთვის, რომ აქ მოწიო!- თვალი ჩაუკრა ქოულმა.
მის სიტყვებზე გამეღიმა და ტუჩზე ვიკბინე.
-ლილი!- ჩამჩურჩულა ბარბიმ- იმ ბიჭს ხედავ? რაც შემოხვედი თვალს არ გაშორებს!- ჩაიცინა მადიმ.
გარემო მოვათვალიერე და მის მზერას წავაწყდი. ქერა თმა გადაიწია და
საყვარლად გამიღიმა. წარბები ავწიე და ისევ გოგონებს შევხედე.
-სიმპათიურია,- მომიწონა ქოულმა და სიგარეტი გააბოლა- წარმატებები!
ვერ მივხვდი რა იგულისხმა. არ ვიცი რატომ, მაგრამ მის ასეთ რეაქციას არ მოველოდი და ცოტა დავიბენი.
-ჰომ, აი ის უნდა გავიცნო! ცოტა ხნით დაგტოვებთ!- თქვა მადიმ და სკამიდან წამოდგა.
-როგორც ჩანს მარტო მე დავრჩი!- გაიცინა ბარბიმ.
-ნუ ღელავ ლამაზო მარტო არ ხარ!- გაუღიმა დილანმა. ჩამეცინა.
-არ მიყვარს "ლამაზოს" რომ მეძახიან!- დაიჯღანა ბარბი.
-გავითვალისწინებ!
-ბარბ მინდა გაგაფრთხილო, რომ ჩემ ძმას ფლირტი საშინლად გამოსდის!- თავმომწონედ უთხრა ქოულმა და ამით დილანთან სიტყვიერი ომი წამოიწყო.
ლექციების შემდეგ, სახლში ასვლისთანავე სცენარს ჩავუჯექი. ეს პიესა ერთ ობოლ გოგონაზეა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ცხოვრობდა. უამრავი ცრემლიანი დღის შემდეგ ის სატრფოს ბრძოლის ველზე დაჭრილს ნახავს და გადაწყვეტს მასთან ერთად დასასრულოს სიცოცხლე. სცენარმა ცოტა დამთრგუნა. საშინლად რთული იქნება. ამასთანავე სამსახურიც უნდა ვიშოვო. არ მინდა ჩემი მშობლების ფულით ვცხოვრებდე, როცა შემიძლია თვითონ ვიშოვო სამსახური და თვითონ მოვაწყო ჩემი ცხოვრება. მე ის პატარა გოგო აღარ ვარ მაღაზიაში შესვლისას დედას კანფეტს, რომ თხოვდა.
ჩანთა ავიღე და ჩუმად გამოვიპარე, რომ გოგონებს არაფერი გაეგოთ. ჩვენი კორპუსის პირველ სართულზე მდებარე პატარა კაფე-ბარში შევედი. კარზე გამოკრული იყო აბრა წარწერით "გვესაჭიროება ბარმენი". მყუდრო ადგილი აღმოჩნდა, შეყვარებულებისთვის განკუთვნილი ბნელი კუთხეებიც იყო და ნათელი ადგილებიც. აქ მუშაობა ნამდვილად არ იქნებოდა ცუდი. ბართან მივედი და სკამზე ჩამოვჯექი.
-რას დალევთ?- გამიღიმა წითურმა ქალმა. დაახლოებით 40 წლის იქნებოდა, სახეზე ერთი-ორი ნაოჭი ემჩნეოდა, მიუხედავს იმისა, რომ ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. თმაც ბუნებრივად წითური ჰქონდა და ერთი ჭაღარაც არ მოუჩანდა.
-წვენს დავლევ, გმადლობთ!- საპასუხოდ მეც გავუღიმე და ვცადე მთავარ საქმეზე გადავსულიყავი- მე... იმ განცხადებასთან თუ აბრასთან დაკავშირებით მოვედი, როგორც ვიცი ბარმენს ეძებთ...
ქალმა წვენის ჭიქა დამიდგა და დაკვირვებით შემათვალიერა. მერე ცალი წარბი აწია და გაოცებულმა ის კითხვა მაინც დამისვა, რომლის დასმისგანაც თავს იკავებდა:
-ასეთი მშვენიერი გოგო ხარ, არც ღარიბი ხარ, არც ამ ცხოვრებისგან მივიწყებულს გავხარ, ალბათ ბევრს მოსწონხარ...- დაიწყო ქალმა წყნარი ხმით. " არც ამ ცხოვრებისგან მივიწყებულს გავხარ...", ეს სიტყვები რატომღაც გამოკვეთილად მომესმა და როგორც ბევრ მწერალს სჩვევია ისინი გონების სიღრმეში ჩავიბეჭდე- ასეთ გოგოს სამსახური რაში გჭირდება?
-უბრალოდ არ მინდა მშობლებზე ვიყო დამოკიდებული!- მხრები ავიჩეჩე და წვენი მოვსვი.
-კარგი გადაწყვეტილებაა!- მომიწონა ქალმა და ბარს ჩამოეყრდნო.
-შევთანხმდებით?
-ვფიქრობ კი...
-მაგრამ დილის საათებში მუშაობას ვერ შევძლებ, ლექციები მაქვს.
-არა უშავს, ამასაც მოვაგვარებთ!- თვალი ჩამიკრა მან- ემილი! შენი სახელი?
-ლილი...- გავუღიმე მე.
ყველაფერზე შევთანხმდით, ხელფასზეც და მუშაობის საათებზეც. მერე ცოტა ხანი კიდე დავრჩი, ემილი მხიარული და საყვარელი ქალი აღმოჩნდა. თავის ასაკს ჯერ არ მიმხელს, მაგრამ მეუბნება 40-ზე მეტის ვარო. საბოლოოდ დავემშვიდობე და ჩემი ბინისკენ წავედი. ლიფტი იხურებოდა და ძლივს მივასწარი. ლიფტის კარი გაიღო და აბა გამოიცანით შიგნით ვინ იდგა, რა თქმა უნდა ქოული!_____________________________
Vote & comment ❣️❣️❣️
![](https://img.wattpad.com/cover/211409889-288-k399305.jpg)