Lili's Pove
"არცერთი ადამიანი არ იმსახურებს შენ ცრემლებს, ხოლო ის ვინც იმსახურებს, არასოდეს აგატირებს შენ." - გაბრიელ გარსია მარკესი.ბევრნაირი დუმილი არსებობს ადამიანებს შორის. არის ისეთი დუმილიც რომლის დარღვევაც საჭირო არაა, არის ისეთიც, რომელიც თავს არაკომფორტულად გაგრძნობინებს და ისეთიც, როდესაც უბრალოდ სიმართლის თქმა გვაშინებს, რა თქმა უნდა ვიცით, მაგრამ წარმოთქმა უფრო ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ ეს მართლაც ასე იქნება. სწორედ ასეთი დუმილი ჩამოწვა ჩემსა და მადის შორის იმ საღამოს, მას შემდეგ რაც დავინტერესდი რა მოხდა და რატომ ტიროდა.
დიდი ხანი გავიდა, წამები საუკუნეებად მეჩვენებოდა, მაგრამ მადი ხმას არ იღებდა. თავს იქნევდა და ნიუ იორკის ხმაურიან ქუჩებს გადაჰყურებდა.
-მადს, შეგიძლია მენდო... მე... დახმარება მინდა!- კიდევ უფრო დაჟინებით მივაშტერდი.
-ლილი... ის... ის აქ არის... სადღაც აქ...- დიდი წყლიანი თვალები შემომანათა, ამოისრუტუნა და მთელი ძალით ჩამეხუტა.
-მადს, შიგნით შევიდეთ, წყალი დალიე, დამშვიდდი და მერე მომიყევი რა მოხდა კარგი?- შევთავაზე მე და ორივე შიგნით შევედით. წყალი მივუტანე და გვერდით მივუჯექი. მან ცარიელი ჭიქა მომაწოდა და სევდიანად გამიღიმა.
-შენ არაფერი იცი ჩემზე...
-იმიტომ რომ შენ არასდროს მოგიყოლია!- გავუღიმე და უფრო დარწმუნებით შევხედე.
-მე... უცნაურ ოჯახში დავიბადე... დამიჯერე არსებობს ასეთებიც! არავინ მყავდა, მხოლოდ მამა... მამა, რომელიც ამ ქვეყნად ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარდა! ჩემი ოჯახი ის იყო! და ის დაიღუპა... რამდენიმე წლის წინ!
-მე... ვწუხვარ მადს...
-მან სიკვდილის წინ მითხრა, რომ დედაჩემმა მიმატოვა... მანამდე მასზე არასდროს არაფერი უთქვამს. იცი?.. იცი რა გულმოდგინებით ვეძებდი მას?.. მგონი ყველა ადამიანს დააინტერესებს რატომ მოატოვეს, მეც ასე ვიყავი! დღემდე! გავიგე, რომ... ის აქ არის... ნიუ იორკშია ლილი! არც კი ვიცი რა ვქნა!.. აქამდე ყველაფერზე მეტად მინდოდა მისი ადგილსამყოფელის გაგება, ახლა კი როცა ვიცი რა ახლოსაა... თითქოს ჩვენ შორის თვალით უხილავი ბარიერია... მეშინია... მეშინია, რომ თვალებში ჩავხედავ და... მათში საკუთარ დედას ვერ ამოვიცნობ, მე ხომ არ გამომიცდია ეს! არ ვიცი რას ნიშნავს დედის სითბო, რადგან ეს არასდროს მიგვრძვნია, არ მიგვრძვნია ცუდად ყოფნისას მისი თბილი ხელები, არ მომისმენია მისი მოყოლილი ზღაპრები ბავშვობაში, არც ჩემ პირველ შეყვარებულზე გვილაპარაკია და არც რომელიმე ბიჭზე, არასდროს უთქვამს, რომ მე მისი "სუნთქვა" ვარ და რომ ჩემით ამაყობს, არც სკოლის პროექტის გაკეთებაში დამხმარებია, არც ჩამხუტებია მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად მჭირდებოდა, არც ვუნუგეშებივარ, არც შენიშვნა და მითუმეტეს არც რჩევა მოუცია ჩემთვის, სკოლა რომ დავამთავრე ჩემ გვერდით არ მდგარა... არც კი ვიცი როგორ გამოიყურება... შეიძლება ვგავარ და მასში საკუთარი თავი, რომ დავინახო...ამისაც მეშინია!.. თითქოს ჯობია არ ვნახო... არ ვიცი, არც ის ვიცი რა მინდა, ყველაფერი ამერია!
-მოდი ჩემთან!- ეს იყო რის თქმაც შევძელი და შემდეგ ჩავეხუტე.
-ლილ... ეს როგორი... შეგრძნებაა?- დიდი ხნის დუმილის შემდეგ მკითხა მან.
-რაზე ამბობ?
-როცა, ადამიანს უყურებ და იცი... იცი, რომ მან გაგაჩინა... რომ ის ყოველთვის შენ გვერდით იქნება და დაგიცავს?- სიტყვები ყელში ეჩხირებოდა. ვიგრძენი რამდენი ძალისხმევა დასჭირდა, რომ ჩემთვის ეს კითხვა დაესვა.
-დამიჯერე მადს... ამას ერთ დღეს თავად იგრძნობ! - დარწმუნებული ვარ ეს ყველაზე სწორი და კარგი პასუხი იყო რაც კი ოდესმე ვინმესთვის გამიცია.
