Chapter 5

285 19 5
                                    

Lili's Pove
   -აეეე, მაადს! ადექიი! - რაც შემეძლო ხმამაღლა დავიყვირე, მაგრამ მადი მხოლოდ შეიშმუშნა, საბანი თავზე წაიფარა და ძლივს გასაგონად თქვა:
-აუ მეძინებაა!
  საბოლოოდ დავნებდი და მისი ოთახიდან გამოვედი. კამი და ბარბი საუზმეს ამზადებდნენ.
-ვერ გავაღვიძე!- ამოვიოხრე მე და მაგიდასთან ჩამოვჯექი- დღეს სახლში რომ დარჩეს არაა?
-სხვა რა გზაა!- მხრები აიჩეჩა კამიმ.
-როგორ მაინტერესებს ის ბიჭი ვინ იყო?- თვალები მოჭუტა ბარბიმ.
-შენ დილანს მიხედე რა!- ჩაიცინა კამიმ.
-შენ ჩარლზს!- ჩავერიე მე.
-შენ...- დაიწყო კამიმ, მაგრამ, რომ ვერ დაასრულა სულ სხვა რაღაც თქვა- ჩარლზი მიხედილია!
  სამივემ გავიცინეთ. სწრაფად ვისაუზმეთ და დაბლა ჩავედით. დღესაც ჩარლზმა წაგვიყვანა და საერთოდ ალბათ ყოველდღე ასე იქნება. ლექციებმა მოსაბეზრებლად გაიარა. საინტერესო არაფერი მომხდარა. სასადილოში, რომ ჩავედი კამი და ბარბიბუჯვე იქ იყვნენ. დილანსაც დაეკავებინა ადგილი ბარბის გვერდით. მეც მათკენ გავეშურე, მაგრამ ვიღაც მსუბუქად დამეჯახა და კონსპექტები ირგვლივ მიმოიფანტა.
- ბოდიში, ბოდიში, ახლავე დაგეხმარები!- დავინახე ის ბიჭი, რომელიც გუშინ მიყურებდა.
-მე თვითონ ავიღებ, არაა საჭირო!- გავუღიმე და იატაკიდან ფურცლების აღება დავიწყე.
   საბოლოოდ შევაგროვეთ ყველა კონსპექტი.
-შეცდომა, რომ გამოვასწორო დღეს მე დაგპატიჟებ!
-არა, მადლობა, მაგრამ არ მშია და... საერთოდაც ჩათვალე არაფერი მომხდარა!
-შენი სახელი მაინც მითხარი?- მუდარით შემომხედა ბიჭმა.
-ლილი! შენ?
-თომი! ლამაზთვალება, რომ დაგიძახო ხომ არ გეწყინება?
-არც ის მეწყინება ჩემთან ფლირტს თუ მორჩები!- გავიფიქრე მე, მაგრამ მხოლოდ ეს ვუპასუხე:
-ლილი მირჩევნია!
-კარგი როგორც გინდა...- თითქოს ეწყინა.
  ცოტა დაბნეული წამოვედი ჩვენი ადგილისკენ. ჯერ დამჯდარიც არ ვიყავი, რომ კამი და ბარბი უკვე რაღაცებს მეკითხებოდნენ. კამის საერთოდ ეს ყველაფერი ჩუმად გადაუღია.
-უბრალოდ დამეჯახა!
-ხო არ ღადაობ? ეს იცი ვინაა?- აღშფოთდა კამი.
-ვინ?- თვალები ავატრიალე მე.
-ვინ და აი ის ტიპი ყველა სკოლაში და უნივერსიტეტში როა, ყველა გოგო რომ მაგაზე ოცნებობს!- აღტაცებული მიხსნიდა ბარბი. დილანს გავხედე. ნაწყენი ჩანდა.
-მე წავალ, ქოულს მოვძებნი...- თქვა მან და წამოდგა.
-ბარბ რა ქენი?- შევუტიე მე.
-რაა?- გაუკვირდა მას.
-რა და გული ატკინე!
-ამ შემთხვევაში ლილის მხარეს ვარ!- თავი დამიქნია კამიმ.
-ვის რა ვატკინე, რას ბოდავთ?
-კაი რა ნუ თვალთმაქცობ და ორი წლის ბავშვივით ნუ იქცევი, ხომ იცი, რომ მოსწონხარ?
-არ ვიცი და არც მაინტერესებს რას ბოდავთ!- ისიც ადგა და წავიდა.
-მართლა რა ბავშვებივით იქცევიან!- თავი გააქნია კამიმ- ხო მართლა შენი დაბადების დღისთვის მაქვს რაღაცები მოსაგვარებელი, ქოული უნდა ვიპოვო!
-კაამ!- მივაძახე მე- არანაირი წვეულება და ხალხმრავლობა!
-არა ლილ, ბევრად უკეთესი რამ მაქვს დაგეგმილი!
 
  შემოდგომის სველი და სევდიანი ამინდი იდგა. სველ ტროტუარზე წითელ-ყვითელი ფოთლები იყო მიმოყრილი. მანქანების ხმაური ქუჩაში მოსიარულე ხალხის ხმას ერეოდა და ჰაერში იფანტებოდა. შემცივდა და თხელი ჟაკეტი უფრო მჭიდროდ შემოვიხვიე ტანზე. დილით სულაც არ იყო ასეთი ამინდი. ქუჩის კუთხეში შევუხვიე და კუთხის ბარის კარი ფრთხილად შევიღე. შიგნით წყნარი მუსიკა ჟღერდა და სითბო იდგა. სიამოვნებისგან გამაჟრიალა, მაგრამ ჟაკეტი მაინც არ გავიხადე. ბართან მდგარმა წითურმა ქალმა შემამჩნია და გამიღიმა. მეც ღიმილით წავედი მისკენ.
-ხომ არ დამაგვიანდა?- ვკითხე მოწადინებით.
-არა ზუსტად მოხვედი ძვირფასო!
-პუნქტუალურობა პირველ რიგში!- გაციცინე მე- წავალ გამოვიცვლი. პერსონალისთვის განკუთვნილ ოთახში შევედი და მიმტანის ფორმა სწრაფად გადავიცვი. აქ ისე თბილოდა დამცხა კიდეც. თმა ავიწიე და ისევ გარეთ გამოვედი.
-ეს ფორმა ძალიან გიხდება!
-გმალდობ ემილი- გავუღიმე მე- ვინმე ახალი არ შემოსულა?
-აი ის ბიჭი კუთხეში!- თვალით მანიშნა მან. თვალები მის მზერას გავაყოლე და ქოული დავინახე. ჯანდაბა ახლა ალბათ დამცინებს, მაგრამ სხვა რა გზა მაქვს?
-რამე მოხდა? მას იცნობ?- მკითხა ემილიმ.
-ჰო, უფრო სწორად... არ ვიცი!- მხრები ავიჩეჩე მე და იმ მაგიდისკენ გავემართე.
-რას ინებებთ?- ოფიციალური ტონით მივმართე.
-ყოველთვის მინდოდა ამ ბარს ქერა მიმტანი ყოლოდა- ჩემკენ არც გამოუხედავს ისე მიპასუხა და კოლოფიდან სიგარეტის ღერი ამოიღო.
-ღადაობისთვის არ მცალია! და აქ მოწევა აკრძალულია, ვიცი ეს საუკეთესო მიზეზია ამისთვის, მაგრამ მაინც!
-კარგი რა, გაბრაზება რა საჭიროა?
-გინდა, რომ ნერვები მომიშალო, ასეა არა?
-არა,- როგორც იქნა შემომხედა- მინდა, რომ დაჯდე- და თავის წინ მდგარ სკამზე მანიშნა.
-ამისთვის არ მცალია, ვმუშაობ!
-ჩემ გარდა კიდევ ვინ იცის, რომ აქ მუშაობ?- გამომწვევი ღიმილი აუთამაშდა სახეზე.
-კარგი ჯანდაბას!- ამოვიოხრე და მის წინ დავჯექი- რა გინდა?
-მართალია გაბრაზება გიხდება, მაგრამ ახლა არ გინდა!
-რა გინდა?- კითხვა გავუმეორე მე.
-მინდოდა მეკითხა, მუშაობას რომელზე ამთავრებ, მინდა სასმელზე დაგპატიჟო!
-არ მესმის შენი სარკაზმი ასე რომ გეყოფა!- წამოდგომა დავაპირე მე.
-გინდა ყველამ გაიგოს აქ რომ მუშაობ?
-სამუდამოდ აქ ვერ ვიჯდები!
-ვერც მე, მაღლა უნდა ავიდე, გოგოებმა ლილის დაბადების დღესთან დაკავშირებით უნდა დაგელაპარაკოთო!
-მერე ადი აქ რა გინდა?
-იმათ ფხიზელი რა გაუძლებს- გაიცინა ქოულმა- რამე მაგარი მომიტანე!
-იცი რა?- წარბები ავწიე მე- შენ მე მგონი ვერ ხარ კარგად!
-ვაუ, საიდან დაასკვენი?
-ორი წუთის წინ ადამიანი იყავი, რომელიც მაშანტაჟებდა ყველას ვეტყვი, რომ აქ მუშაობო, ახლა კი ისე მიღიმი, თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ვიყოთ!
-ჰო, ხასიათები სწრაფად მეცვლება... ხომ გითხარი ჩემნაირ ტიპს სახლში არ შემოვუშვებდი მეთქი!
-და ახლა რა უნდა მექნა, ბარშიც არ შემომეშვი?
-ნუ ღელავ შენ საიდუმლოს შევინახავ, სამარე ვარ!- აფერისტულად გამიღიმა.
  თვალები ავატრიალე და გაბრაზებული წავედი ისევ ბარისკენ.

_____________________________

Vote & comment 💘💘💘

eyes never lie [COMPLETED]Where stories live. Discover now