Lili's Pove
კარზე ფრთხილად დავაკაკუნე და გაღების მოლოდინში ხელები გადავაჯვარედინე. გასაღები საკეტში გაჩხაკუნდა და კარიც გაიღო.
-ლილი? შემოდი!- გამიღიმა მადიმ და გზა გამითავისუფლა.
-მარტო ხარ?- შიგნით შევედი და ქურთუკი გავიხადე.
-არა ტრევისია აქ... ახლახანს მოვედით!
-უფრო სწორად უკვე მივდიოდი- სასტუმრო ოთახიდან გამოვიდა ტრევისი- კარგია რომ მოხვედი ლილი!- მადის გადახედა, მან კი თვალები აატრიალა. ტრევისმა ქურთუკი ჩაიცვა, დაგვემშვიდობა და გარეთ გავიდა.
-ხედავ? ჩემი მარტო დატოვების ეშინია, თითქოს პატარა ბავშვი ვიყო!- ტრევისის გასვლისთანავე ჩაილაპარაკა მადიმ.
-კარგი რა! უბრალოდ შენზე ზრუნავს!- მისი დაცვა ვცადე მე- აბა როგორ ხარ?
ორივე სამზარეულოში შევედით.
-რავი არა მიშავს! შენთან რა ხდება?
-ისეთი არაფერი, დღეს ქოულის სახლში ვიყავით...
-ლილი ქოულის სახლში ცხოვრობ!- თვალები დააჭყიტა მადიმ.
-არა, მე,- გამეცინა- დედამისის სახლი ვიგულისხმე!
-ჰაა? შენ რა შენი მომავალი დედამთილი ნახე?- დაინტერესდა მადი.
-არა, ის... სახლში არ იყო! მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს, ყავას გავაკეთებ!- ფეხზე წამოვდექი და კარადიდან ჭიქები გამოვიღე.
-ჰო დავლევ!- დამეთანხმა მადი.
-გახსოვს პირველად რომ მოვედი აქ?- უეცრად გამახსენდა ჩემი ნიუ იორკში გადმოსვლის დღე.
-ჰო მახსოვს! სიმართლე გითხრა ქერა, საყვარელ, იდეალურ დედიკოს გოგოს ჰგავდი!
-მართლა?- გამეცინა მე.
-ნუ გაგიხარდება, ზუსტად მასეთი აღმოჩნდი!- თვალები აატრიალა მან.
-მეწყინაა...- დავიჯღანე.
-არა მართლა, ძაან კაი დღე იყო...- სინანულით ამოიოხრა.
-მადს მე რაღაც უნდა...- დავიწყე გაუბედავად, მაგრამ ტელეფონის ზარმა შემაწყვეტინა.
-ჯანდაბა...- ჩავიბურტყუნე.
-გისმენთ!- უპასუხა მადიმ. რამდენიმე წუთი ოსტინს ელაპარაკებოდა. იცინოდა...
-არ შემიძლია...- გავიფიქრე და წერილი ისევ ჯიბეში ჩავიდე."20\01\20
ძვირფასო დღიურო,
კიდევ ერთი კვირა გავიდა. მთელი კვირაა უნივერსიტეტში დავდივარ და უკვე პრემიერისთვის ემზადებიან. რომ ვთქვა ქოული ნერვიულობს და ყოველ დღე სცენარს კითხულობს მეთქი, მოგატყუებთ. უფრო საჭმელზე და ჩემზეა გადმორთული."
-ჰეი ლილი! მალე ამოდი და რამე ამოაყოლე რაა!- წერა ქოულის ყვირილმა გამაწყვეტინა.
-აი ხომ ვთქვი...- გავიფიქრე ღიმილით და წერა გავაგრძელე.
"არ ვიცი რა სჭირს. მთელი დღე ჩემთან არის, უნივერსიტეტშიც კი გვერდიდან არ მშორდება. თითქოს ხელს გამიშვებს და სამუდამოდ დავეკარგები. ტრევისის არ იყოს ჩემი მარტო დატოვება ეშინია მგონი!
მოკლედ რაც არ უნდა იყოს, მისი ყურადღება ძალიან მსიამოვნებს... რომელ ადამიანს არ მოსწონს ყურადღება?!
ხვალ უკვე პრემიერაა. თან კონსპექტები მაქვს დასალაგებელი, ასე რომ უნდა წავიდე."
დღიური დავხურე და ფეხზე წამოვდექი. ჩიფსს ხელი დავავლე და კიბეზე ავირბინე. ქოული საწოლზე იყო წამოწოლილი და ტელევიზორს უყურებდა.
-აი ინებეთ!- ჩიფსის შეკვრა ვესროლე და მაგიდასთან მივედი.
-მიყვარხარ!
-შენ ახლა სცენარს არ უნდა კითხულობდე?
-წაკითხული მაქვს,- გამიღიმა- ბევრჯერ!
-კაი ერთი!- მაგიდას მივუჯექი და კონსპექტები გადმოვალაგე.
ქოულმა ჩიფსი გაუხსნელად გადადო გვერდზე და წამოიწია.
-აუცილებელია კონსპექტები ახლა წერო? ლექციებზე რას მიკეთებ?
-უკაცრავად?- აღშფოთებული სახით გავხედე- ლექციებზე გვერდიდან არ მშორდები და...
-მერე ეგ რაში გიშლის ხელს?
-ქოულ ადვილი არ არის ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანო, როდესაც ერთი სიმპათიური, მწვანეთვალება ისე გაშტერდება თითქოს უნდა ტანსაცმელი შემოგახიოს!- ჩემი პასუხით კმაყოფილმა ტუჩზე ვიკბინე და კვლავ კონსპექტებს მივუბრუნდი.
-იცი? მაგ სიმპათიურ, მწვანეთვალებას ახლაც უნდა ტანსაცმელი შემოგახიოს...- თავისი საფირმო მზერით მომაშტერდა კვლავ.
-მერე ხელს რა უშლის?- ფეხზე წამოვდექი და გამომწვევი მზერით მივუახლოვდი ქოულს- თან ეს მაისური არც არასდროს მომწონდა!
-დარწმუნებული ხარ, რომ კონსპექტების წერა აღარ გინდა?
-მოკეტე - კალთაში ჩავუჯექი- და მაკოცე სანამ გადამიფიქრებია!
ქოულმა ცალი ხელი თმაში შემიცურა, მეორე წელზე მომხვია, თავისკენ მიმიზიდა და ვნებიანად მაკოცა. ცოტა ხანში ბაგეები მომაშორა.
-სულ ეს არის რაც შეგიძლია?- ვითომ დამცინავად შევხედე.
-შენ რაღაც ძალიან გამითამამდი!- გაიცინა და წამებში ჩემ თავზემოთ აღმოჩნდა- იცოდე დაისჯები!
მინდოდა რამე მიპასუხა, მაგრამ ქოულმა კოცნით გამაწყვეტინა. მისი ცხელი ტუჩები ვიგრძენი ყელზე. ხელები მაისურში შემიცურა.
-ქოულ...- თავი წამოვწიე, როდესაც შარვლის ღილების გახსნა დამიწყო.
-ჩშშ!- პირზე ხელი ამაფრა თავმომწონე ღიმილით- დასჯილი ხარ!* * *
-აუ ძალიან გთხოვ ეს აქედან გაწიე რა!
-სცენა გაასუფთავეთ, მალე ვიწყებთ!
სპექტაკლის წინ ყველა საკუთარ სტიქიაში იყო.
-ლილი საგრიმიოროში თუ მიდიხართ, უთხარი დაუჩქარონ!- გამომძახა ერთ-ერთმა კურსელმა.
თავი სწრაფად დავუქნიე და გზა გავაგრძელე. ქოული უკვე მზად იყო.
-ვაუ! "ემეტიც" კი გიხდება!- ღიმილით მივუახლოვდი.
-ლილი ნუ მეფლირტავები, არ მინდა გრიმი გავიფუჭო...- გაიცინა და ფეხზე წამოდგა.
თვალები ავატრიალე და ირგვლივ მიმოვიხედე.
-კლარა სად არის?
-არ ვიცი- მხრები აიჩეჩა პასუხად- წეღან აქ იყო...
-გამაგიჟებს ეს გოგო!
-10 წუთში ვიწყებთ!- დაიძახა ვიღაცამ შემოსასვლელიდან.
-კაი წავედი! წარმატებები საყვარელო!- გავუღიმე და უკან წამოვედი.
-მოიცა რა დამიძახე?- მომაძახა ქოულმა.
თვალი ჩავუკარი და გზა გავაგრძელე.
-ლილი, კოცნა დაგავიწყდა!
-არ მინდა გრიმი გაგიფუჭო...- აფერისტულად გავუღიმე და კულისებიდან გამოვედი.
-ლილი! სად ხარ? რამდენი ხანია გეძებ?- ქარბორბალასავით დამეჯახა კლარა.
-რას ქვია მეძებ! 10 წუთში იწყებთ და შენ ჯერ არც ჩაგიცვამს?- გაკვირვებისგან თვალები დავაჭყიტე.
-არა ლილი მე არაფერს არ ვიწყებ!
-კლარა მგონი დამამშვიდებელი გჭირდება!
-ლილი, ქეიჯეი უნდა ვნახო... მოკლედ ვერ აგიხსნი, გარეთ მელოდება!.. ვიცი, რომ შენთვის ეს მნიშვნელოვანია ლილი...
-კლარა არც გაბედო!- უკან დავიხიე მე.
-მისმინე, ეს ორივეს გვაწყობს!
-ტექსტი არ ვიცი, არ მახსოვს, და თან მე...
-დამშვიდდი სუფლიორი გეყოლება.
-ვერ დავმშვიდდები!
-ლილი ეს შენი შანსია! ჩვენი! მოდი გამოვიყენოთ... გთხოვ!
არც კი ვიცი ამის შემდეგ რა მოხდა. რატომ დავთანხმდი ან როგორ ჩაიარა სპექტაკლმა, იმდენად ვიყავი ურთიერთსაპირისპირო ემოციებით სავსე, რომ წვრილმანებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. მხოლოდ აპლოდისმენტები და ქოულის ღიმილი მახსოვს._____________________________
Edit(after reading comments): უნდა განგანათლოთ! კონსპექტები არის რანაირად აგიხსნათ ანუ მოკლედ ჩაწერილი და შეგროვებული ინფორმაცია, რომელსაც უნივერსიტეტში ხშირად აკეთებენ და არა მარტო.
სუფლიორი არის ის ვინც თეატრში მსახიობებს სცენარს კარნახობს იმ შემთხვევაში თუ დაავიწყდებათ. წერტილი🙆.Vote & comment ❤️❤️❤️