Chapter 20

250 16 3
                                    

Lili's Pove
    თვალები ნელ-ნელა გავახილე. თავიდან ვერ ვიცანი სასტუმროს ოთახი და დავიბენი. მერე ოდნავ წამოვიწიე და ჩემ გვერდით მძინარე ქოული, რომ დავინახე უფრო ცუდად გავხდი. სანამ ჩემი გონება გუშინდელ ამბებს წამებში დაალაგებდა, საბანი შიშველ სხეულზე შემოვიხვიე. სუნთქვა დავიმშვიდე და წინა ღამის გახსენებაზე ქოულს გავხედე.
-ჯანდაბა!- ამოვიოხრე- რა ჩავიდინე!- არ ვიცი რატომ მაგრამ იმის მაგივრად, რომ სინანული მეგრძნო, სიცილი მომინდა.
   მძინარე ქოულს გავხედე. თმა, როგორც ყოველთვის საყვარლად ასჩეჩვოდა. ხელი გაუბედავად გავიწვდინე და მისი ქერა თმა თითებში ამებლანდა. უეცრად ქოული შეიშმუშნა და მეც შევკრთი. ხელი ისევ უკან გამოვწიე და თავი მოვიმძინარე. მოჭუტული თვალებით ნაწილობრივ დავინახე როგორ წამოიწია. ჩემკენ გამოიხედა და ისე გაიღიმა თითქოს იცოდა, რომ მეღვიძა. იატაკიდან შარვალი აიღო და ჩაიცვა. სანამ აბაზანაში შევიდოდა ჩემკენ დაიხარა და ფრთხილად მაკოცა შუბლზე. გული ამიჩქარდა და ისე შევკრთი საკუთარი თავი გავეცი.
-ჰეი! პატარა მატყუარა!- გაიცინა ქოულმა.
  ცალი თვალით ოდნავ გამოვიჭყიტე და უხერხულად შევიშმუშნე.
-ეს მართლა მოხდა თუ დამესიზმრა?- ვკითხე გაუბედავად.
-თუ შენ ეს დაგესიზმრა, მინდა გითხრა, რომ მეც იგივე დამესიზმრა...- თვალი ჩამიკრა მან.
-კარგი... მომწონს ინტიმური სიზმრები- თვალები ავატრიალე მე.
-ლილი... მინდა ამაზე სერიოზულად დაგელაპარაკო!- გაუბედავად, გაბზარული ხმით დაიწყო ქოულმა- შენ... ძალიან კარგი ხარ, მართლა და ამ მოკლე ხანში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახდი...- ქოული შეყოყმანდა. ეტყობოდა ფიქრობდა ეთქვა თუ არა ის რის თქმასაც აპირებდა- მაგრამ ეს ჩემი სტილი არ არის!.. მე ურთიერთობებისთვის არ დავბადებულვარ. ეს აქამდე ზუსტად ვიცოდი, შენმა გამოჩენამ კი გონება ამირია...
   დუმილი ჩამოწვა. უხერხული დუმილი. როცა არ იცი რა თქვა და სწორედ ეს ქმნის უხერხულობას.
-ვერ გავიგე რის თქმას ცდილობ...- საბოლოოდ რაღაც ამოვღერღე. ქოულმა თავისი მწვანე თვალები შემომანათა და სევდიანად გამიღიმა.
-უბრალოდ მინდა გავარკვიოთ ვინ ვართ ერთმანეთისთვის... ვიცი, რომ თუ ერთად ვიქნებით გულს გატკენ... მე კი ეს არ მინდა! მაგრამ თან შენ გარეშე ყოფნაც არ მინდა... ვიცი შეიძლება ფიქრობ, რომ ეგოისტივით ვიქცევი, მაგრამ დამიჯერე ამის მიზეზი მაქვს!.. იქნებ ჩვენ ურთიერთობას სახელი არ დავართქვათ, სახელი ხომ ყველაფერს საზღვრებში აქცევს!..- ქოული ისევ გაჩუმდა, მაგრამ რამდენიმე წამში ისევ თვითონ დაარღვია სიჩუმე- ასე ერთმანეთისთვის არავინ ვიქნებით და თან შეგვეძლება ყველაფერიც ვიყოთ...
   რამდენი წამი მჭირდება იმისთვის, რომ მის წინადადებას დავთანხმდე. ქვეცნობიერად ვხვდებოდი, რომ ასე არ უნდა მოვქცეულიყავი, მაგრამ მე ის მჭირდებოდა... იმაზე მეტად ვიდრე ის, რომ "შეყვარებულები" გვრქვმეოდა.
-კარგი ვცადოთ!- მხრები ავიჩეჩე სევდიანი ღიმილით.
  მანაც გამიღიმა საპასუხოდ და აბაზანაში შევიდა. სანამ გამოვიდოდა ფიქრებში გავერთე. როგორ აღარ შემოვატრიალე გონებაში ქოულის ნათქვამი და მასში "მჭირდები"-ს გარდა ვერაფერი გავიხსენე, რაც თავს უკეთესად მაგრძნობინებდა.
-ჰო მართლა...- აბაზანიდან გამოსვლის შემდეგ დაიწყო ქოულმა- არ მეგონა თუ მე შენთვის პირველი ვიყავი...- ირონიულად გაიცინა, მე კი ყურებამდე გავწითლდი.
-კაი გაჩე!- შევიშმუშნე და კიდევ უფრო დავიმალე საბანში.
-კარგი შეგრძნებაა ვიღაცისთვის პირველი რომ ხარ...- გააგრძელა ქოულმა.
-გაჩერდი!- წარბები ავწიე.
-კაი ჰო...- გაიცინა- წავალ მანქანას სახელოსნოში მივიყვან, შენ მანამდე ჩაიცვი... ისე ტანსაცმლის გარეშე უფრო მომწონხარ, მაგრამ...
-გეყოფა!- მინდოდა მკაცრად მეთქვა, მაგრამ არაფერი გამოვიდა- ჰო მართლა! - წამოვიძახე სანამ გავიდოდა- გუშინ შემთხვევით ჩემი თითები რაღაცნაირად შენ თმაში აღმოჩნდა!- კმაყოფილმა გავუღიმე.
-ჰო მახსოვს, შეგიძლია ეს კიდევ გააკოთო ოღონდ მხოლოდ მაშინ თუ კიდევ გავიმეორებთ!- შემფასებელი მზერით შემათვალიერა.
-დაახვიეე...
-ჰო და სხვათაშორის ისიც მახსოვს შენგან განსხვავებით, რომ შენი ხმა იმხელაზე ისმოდა, მგონი მეზობელი ოთახებიდან გვაგინებდნენ...- სიცილით გააღო კარი.
-გამასწარი აქედან!- დავუყვირე მე და სანამ ბალიშს ვესროდი ოთახიდან გავიდა.
-ჯანდაბა!- გავიცინე და ზურგით საწოლზე დავეხეთქე.

eyes never lie [COMPLETED]Where stories live. Discover now