Chapter 31

446 19 18
                                    

Lili's Pove

"როგორ უნდა მოკლა ვინმე? აავსე იგი სიყვარულით და მიატოვე."

    ტკივილი. სულიერი ტკივილი. გრძნობა, რომელიც მთლიანად გიპყრობს, სულით ხორცამდე გძრავს და ყველანაირ შეგრძნებას გიქრობს გარდა ერთისა. ერთისა, რომელიც შიგნიდან გწვავს, შენ კი ყოველი უჯრედის ფერფლად გადაქცევას გრძნობ. შემდეგ ფენიქსივით აღსდგები და კვლავ თავიდან მეორდება.
   ტკივილი. გრძნობა, რომელიც  ყველაფერს გავიწყებს, ჭკუიდან გშლის, განადგურებს. იმდენად გცვლის, რომ მზად ხარ ყველაფერი დაივიწყო, ყველაფერი გვერდზე გადადო, ყველაფერი დაიკიდო, დაივიწყო ამის მიზეზი. მიზეზი, რომელიც ერთდროულად გიყვარს და გძულს. ერთდროულად... გიყვარს და გძულს...

   არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი გაშეშებული. დროის შეგრძნება დამეკარგა. თავიდან მხოლოდ ტკივილს ვგრძნობდი, უცნაურ, ყრუ ტკივილს. თანდათან ამას სიბრაზე შეერია. ვისზე ვბრაზობდი? ქოულზე? საკუთარ თავზე? იქნებ ცხოვრებაზე? არ მახსოვს... არ ვიცი.
    ფეხზე წამოვდექი და აკანკალებული ავედი მაღლა. ვცდილობდი ყველაფერი სწრაფად გამეკეთებინა, სანამ სიბრაზე გამივლიდა, სანამ იმედი და დარჩენის სურვილი დაბრუნდებოდა... ჩემ ნივთებს თავი მოვუყარე და ჩემოდანში ზედმეტი სიფრთხილის გარეშე ჩავტენე.
   ქურთუკი და ჩანთა ავიღე და გარეთ გამოვედი. არ ვიცოდი რას ვაკეთებდი. არ ვიცოდი, რომ შემდეგში ამას ვინანებდი...
    მადის კარზე დავაკაკუნე. რამდენიმე წუთში გამიღო.
-ლილი?- თვალები დააჭყიტა ჩემი ჩემოდნის დანახვაზე- რა მოხდა? რატომ დაბრუნდი?
-არ დავბრუნებულვარ მადს! ნიუ იორკიდან მივდივარ...
-რაა?.. ლილი შემოდი, დამშვიდდი და ისე დავილაპარაკოთ, კარგი?- ჩემ გადარწმუნებას ცდილობდა.
-არა მადს, ყველაფერი გადავწყვიტე... უბრალოდ... ამის გარეშე ვერ წავალ!.. ბოდიში, რომ აქამდე არ მომიცია... არ მინდოდა კვლავ გული გტკენოდა, მაგრამ შენ უფლება გაქვს იცოდე... სიმართლე!- ჯიბიდან ემილის წერილი ამოვიღე და გავუწოდე.
-ლილი მაშინებ! ეს რა არის? შეგიძლია ნორმალურად ამიხსნა რა ხდება?.. გთხოვ შემოდი და ისე ვისაუბროთ.
-არა მადს! მეჩქარება!.. დაგირეკავ ხოლმე... მიყვარხარ...- მკლავები მოვხვიე- დანარჩენებს გადაეცი, რომ ვწუხვარ მათთან დამშვიდება, რომ ვერ მოვახერხე...- ჩაწითლებული თვალებიდან რამდენიმე ცრემლი ჩამომიგორდა და მადის მხარი დაუსველა.
-ლილი... გთხოვ...- უკანასკნელად ეცადა.
-მიყვარხარ მადს!.. დაგირეკავ ხოლმე...- უკან სწრაფად ვიხევ, რომ ისევ არ შემაჩეროს.
-გაგაცილებ!
-მარტო მირჩევნია!- ვუპასუხე და ლიფტში შევედი.
   
   3 წლის შემდეგ...

eyes never lie [COMPLETED]Where stories live. Discover now