Lili's Pove
-ეს იმიტომ გავაკეთე, რომ მიყვარხარ!- ქოულის სიტყვები ისეთი მკაფიო იყო და ისე გავდა რეალობას. თითქოს ჩემ გულს შეეხო. მართალია ეს სიტყვა "მიყვარხარ" დღეს იმდენად გამოყენებადია არაშესაფერის ადგილას, უბრალო სიმპათიების ან გატაცების დროს, რომ მან უკვე რაღაც მხრივ მნიშვნელობა დაკარგა, გაიცრიცა, ფერი გადაუვიდა, მაგრამ ჩემში მაინც გამოიწვია ის დიდი მღელვარება, რომელსაც ადამიანები ვერ ხსნიან.
-ლილი... არაფერს მეტყვი?- გამომაფხიზლა ქოულმა- არ ვიცი როდის შემიყვარდი, მანამდე სანამ მეგობრებზე მეტი გავხდებოდით თუ მას შემდეგ, მაგრამ ახლა ზუსტად ვიცი, რომ...
-ჩშშ!- თითები ტუჩებზე ჩამოვუსვი- მეც მიყვარხარ!- ჩემი ხმა სადღაც შორიდან მომესმა. ქოულმა მკრთალად გაიღიმა და თითები თმაში შემიცურა.
-დამპირდი, რომ არ მიმატოვებ...- გავიგონე როგორ წარმოვთქვი ეს სიტყვები.
-ამას არასდროს ვიზამ!- მისი თვალები... უცნაურ შუქს აფრქვევდნენ. მზერა ჩემ ტუჩებზე გადმოიტანა. ჩემმა სხეულმა ავტომატური მართვის ფუნქცია ჩართო. მისი ტუჩები ნაზად შეეხო ჩემსას. საღეჭი რეზინის და სიგარეტის არომატი ვიგრძენი. ქოულის კალთაში აღმოვჩნდი. სუნთქვა გამიხშირდა, დამცხა. ხელები ნელა შემიცურა მაისურის შიგნით და სწრაფად გამხადა. ტელეფონის ზარმა შეგვაწყვეტინა.
-არ უპასუხო...- მითხრა ქოულმა თან მძიმედ სუნთქავდა.
-ჰო, კაი,- დავთანხმდი მე, მაგრამ მერე გამახსენდა მადის, რომ ვუთხარი, დამირეკე მეთქი- არა!.. მოიცა მადი თუა უნდა ვუპასუხო.
სწრაფად წამოვდექი და მაგიდიდან ჩემი ტელეფონი ავიღე. მართალი აღმოვჩნდი.
-გისმენთ!
-ლილი, სად ხარ? - გავიგე მისი ანერვიულებული ხმა- რამდენი ხანია გეძებთ! თან მე უნდა მოვემზადო თორე დამაგვიანდება!
-მადს მე...- დავიწყე, მაგრამ ქოულმა ტელეფონი წამართვა.
-ჩემთანაა! და გირჩევნია კარგი მიზეზი გქონდეს იმისთვის, რომ მონენტი გაგვიფუჭე!- თვალი ჩამიკრა და სპიკერზე ჩართო.
-ქოულ გირჩევნია წესიერად მოიქცე, ლილის მეორედ გულს თუ ატკენ ჩემი ხელით დაგმარხავ!
მადის სიტყვებზე გამეღიმა.
-ნუ ღელავ მადს, ლილის მეორედ გულს თუ ვატკენ მე თვითონ გავითხრი საფლავს...
რა სასიამოვნო გრძნობაა, როდესაც ადამიანები შენზე ზრუნავენ.
-ლილის უთხარი...
-სპიკერზე მაქვს ჩართული!- ქოულმა ტელეფონი მომაწოდა და სამზარეულოსკენ წავიდა.
-ლილი, წარმატებები მისურვე!- მთხოვა მადიმ.
-ბიჭს თვეებია მოსწონხარ რაღა წარმატება გინდა!- გავიცინე მე.
-შენ გირჩევნია თუ რამეს აპირებ თავი დაიცვა თორე მე შენ ორსულობას ვერ გადავიტან და მიგათხოვებ ქოულს!
-მაადს!- დავიჯღანე მე- დაწყნარდი არაფერს ვაპირებ და ჯობია შენ პაემანზე იფიქრო!
-კაი წავედი პკ!- ჩემ პასუხს არ დალოდებია ისე გათიშა. ტელეფონი მაგიდაზე დავდე. იატაკიდან ჩემი მაისური ავიღე და გადავიცვი. სამზარეულოსკენ მივბრუნდი და ქოულის საფირმო მზერას წავაწყდი.
-ასე ნუ მიყურებ!- თვალები დავუბრიალე- გეფიცები მაშინებ!
-აბა სხვანაირად როგორ შემოგხედო?- მომიახლოვდა, ხელები წელზე მომხვია და შუბლზე მაკოცა.
-მინდა რაღაცები დავაზუსტო...
-ჰო- შემაწყვეტინა მან- ამიერიდან ერთად ვართ, შენ შეგიძლია ნებისმიერ გოგოზე იეჭვიანო, რომელსაც შევხედავ და შეგიძლია ყველაფერზე მეჩხუბო!- გაიცინა.
-ნწ!.. ნუ დამცინი- თვალები ავატრიალე.
-რა ვქნა თუ სასაცილო ხარ?- წარბები ასწია მან.
-იდიოტო! უნდა გეთქვა არ დაგცინიო!- ვითომ გავბრაზდი, გავიღიმე და უფრო მივეკარი მის თბილ სხეულს.
-გეძინება?
-რავი...- მხრები ავიჩეჩე.
-დაღლილი მეჩვენები...
-ჰო მადისთან და კლარასთან ერთად დავბოდიალობდი მაღაზიებში...- დივანზე ჩამოვჯექი და ფეხები შემოვიკეცე.
-დარჩები?- გვერდით მომიჯდა და ხელი გადამხვია.
თანხმობის ნიშნად გავუღიმე.
-ისე მადის ასწავლეთ ვინმემ როდის არ უნდა დარეკოს!- აწუწუნდა ქოული.
მე მხოლოდ გავიცინე. ხელები წელზე მოვხვიე და თავი მხარზე დავადე. ჩემთვის ეს იყო ყველაზე კომფორტული ადგილი დასაძინებლად.