Lili's Pove
მზის სხივებმა წყვდიადი გაფანტეს. პირველი რაც ვიგრძენი საშინელი თავის ტკივილი იყო. საწოლში წამოვიწიე და ოთახი მოვათვალიერე. თავიდან მეგონა, რომ ბოსტონში, ჩემ პატარა, მყუდრო ოთახში ვიყავი და ველოდებოდი როდის შემოვარდებოდა ტესი ოთახში ჩემ გასაღვიძებლად. მერე გამახსენდა, რომ ახლა ნიუ იორკში ვცხოვრობ, მაგრამ არა... ვხვდები, რომ არც ნიუ იორკში ვარ. არ მახსოვდა სად ვიყავი და აქ როგორ მოვხვდი. ვეცადე ფიქრები დამელაგებინა და მოგონებები თანმინდევრობით დამეწყო. ბოლოს მახსოვს... და აი უცბად თავში ათასმა რაღაცამ გამიელვა: "სად მივდივართ?, ჩემ აგარაკზე!.. გილოცაავთ!.. გაგვიმარჯოს!"
ღმერთო ნუთუ მართლა იმდენი დავლიე, რომ გუშინდელი საღამოს ნახევარიც არ მახსოვს?! საბანი გადავიხადე და წამოვდექი. შიშველი ფეხებით შევეხე ცივ იატაკს. ტანზე დავიხედე, როგორც ჩანს ტანსაცნლით მეძინა. ტკივილმა ისევ თავი შემახსენა. ჰაერის ჩაყლაპვა მომინდა და ფანჯარასთან მივედი. მოპირდაპირე სარკეში ვიღაც ქერათმიანი გოგოს ლანდი შევნიშნე და ძლივს შევიკავე თავი, რომ არ მეყვირა. ანარეკლი მე მომჩერებოდა ზიზღნარევი შიშით. დენდარტყმულს გავდა. ქერა თმა აბურდვოდა და ერთმანეთში ახლართული კულულები თავზე ჩიტის ბუდესავით ედო; მწვანე თვალები ჩასწითლებოდა; ტუჩები დასკდომოდა. მასში საკუთარი თავის ამოცნობა ძალიან გამიჭირდა.
ფანჯარა გამოვაღე. გარედან შემოღწეული გრილი ნიავი სახეზე მომელამუნა. ღრმად ჩავისუნთქე და აბაზანაში შევედი. შხაპი მივიღე და ჩასაცმელი, რომ ვერაფერი ვნახე პირსახოცშემოხვეული დავბრუნდი ისევ ოთახში. ტელეფონი ვერ ვიპოვე. გარეთ უნდა გავსულიყავი და გოგონებისთვის ტანსაცმელი მეთხოვა. სხვა გზა არ მქონდა, მთელი დღე აქ ვერ დავრჩებოდი. კარი ოდნავ გამოვაღე და გარეთ ფრთხილად გავიხედე. დერეფანში არავინ ჩანდა, მხოლოდ ქვემოდან ისმოდა ხმაური. ამან უფრო გამათამა და გარეთ გავედი. ჩემ ირგვლივ რამდენიმე კარი იყო. მაშინ კი დავიბენი.
-კარგი...ახლა რა ვქნა?- ჩავიჩურჩულე სასოწარკვეთილად და ჩემ პირდაპირ კარს მივუახლოვდი. ბევრი ფიქრის გარეშე დავაკაკუნე და ყურადღება ჩემი თმის ბოლოებიდან ჩამოვარდნილ წვეთებზე გადავიტანე.
-ვინ ჯანდაბაა?- ბუზღუნით გააღო კარი დილანმა. ჩემ დანახვაზე, უფრო სწორად "პირსახოცშემოხვეული ლილის" დანახვაზე სახეზე გაკვირვება დაეტყო.
-დილან, ხომ არ იცი...- დავიწყე მე, მაგრამ შემაწყვეტინა.
-ლილი მისმინე, დაგაგვიანდა,- თვალი ჩამიკრა- მე უკვე მომწონს ვიღაც!
-კარგი რა ღადაობისთვის არ მოვსულვარ!- ტუჩები მკაცრად მოვკუმე მე- მაინტერესებდა გოგოები რომელ ოთახში არიან!
-შენ რა ლესბი ხარ?- გაიცინა დილანმა.
-დილან! კიდევ ერთი სიტყვა და გეფიცები ჩემ თავზე პასუხს არ ვაგებ!
-კარგი როგორც გინდა, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი. მხოლოდ ის ვიცი, რომ მეძინება, შენ კი ძილი დამიფრთხე!- თვალები აატრიალა და აფერისტული ღიმილით მომიხურა კარი ცხვირწინ.
-ღმერთო როგორ გავს თავის ძმას ხასიათებითაც!- გამეცინა მე და ჩემი მისიის ასეთი ჩაფლავების გამო ისევ ოთახში დაბრუნება ვამჯობინე. ერთი ნაბიჯიც არ მქონდა გადადგმული, რომ საიდანღაც ქოული გაჩნდა.
-ძაღლი ახსენეო...- ჩავიბუტბუტე მე და ფეხს ავუჩქარე, რომ არ შევემჩნიე.
-ვაუ... ლილი? სტრიპტიზიორობა დაიწყე?- ხო საერთოდ ვერ შემამჩნია. აი საერთოდ!
-ხომ არ იცი გოგონების ოთახი რომელია?- მის ირონიას ყურადღება არ მივაქციე.
-ისინიც უნდა გააგიჟო?
-კარგი რა ჯერ შენი ძმა, ახლა შენ... იდეალური დღის დასაწყისიც ასეთი უნდა!
-ვაუ შენ რა ჩემი ძმა უკვე ნახე? თანაც ასეთ ფორმაში...- თავიდან ფეხებამდე შემათვალიერა და ლუდის ბოთლი ხელში შეათამაშა- უკვე ვეჭვიანობ!- აი ზუსტად ისეთი აფერისტული ღიმილი აიფარა სახეზე, რომლითაც ცოტა ხნის წინ დილანმა კარი მომიხურა.
-ტანსაცმელი მჭირდება!
-ააამ... დახმარება მეც შემიძლია "ძვირფასო". მოპირდაპირე ოთახი დედაჩემისაა. კარადაში მისი ტანსაცმელი ჯერ კიდევ დევს, მიუხედავად იმისა, რომ წლებია აქ აღარ ყოფილა!
-მართლა? ანუ შემიძლია მართლა ავიღო ტანსაცმელი თუ ისევ ღადაობ?
-სიმართლეს გეუბნები გინდ დაიჯერე გინდ არა!
-ახლა უკვე მჯერა, როცა სიმართლეს ამბობ წარბებს ათამაშებ და ამ ფრაზას იყენებ "გინდ დაიჯერე გინდ არა!"- გავაჯავრე მე და დედამისის ოთახისკენ სწრაფი ნაბიჯით წავედი.
-კარგად შეგისწავლივარ მოკლე დროში...
-მე კი პირიქით მგონია- ჩავიბურტყუნე მე.
-ისე წესიერ ტანსაცმელში ძლივს გნახავ!- მომაძახა უკნიდან. არაფერი ვუპასუხე. თითქმის მივეჩვიე კიდეც მის ასეთ ირონიას. ოთახში შევედი და კარი დავხურე.
დიდი, მდიდრული, მაგრამ ძველმოდური ოთახი იყო. ოთახის შუაგულში უზარმაზარი საწოლი იდგა, შავი და წითელი თეთრეულით, გარშემო კი გამჭვირვალე ფარდა შემოტმასნოდა. გვერდით დიდი ხის მაგიდა იდგა. იატაკზეც წითელი ხალიჩა ეფინა და ფანჯრებზეც სქელი, წითელი ფარდები იყო ჩამოკიდებული. ოთახში გრილოდა. შიშველი ფეხებით რაც უფრო მეტ ნაბიჯს ვდგამდი ცივ იატაკზე უფრო და უფრო მეშინოდა. რისი ან ვისი არ ვიცი, უბრალოდ შიში დამეუფლა. თითქოს ოთახი სულიერი არსება იყო და უჩინარი თვალებით ყოველი კუთხიდან აკვირდებოდა ჩემ თითოეულ მოძრაობას. სწრაფად გამოვაღე კარადის კარი. რაც პირველი მომხვდა ხელში ის კაბა ავიღე და გადავიცვი. ლურჯი, თხელი კაბა იყო. ქსოვილი ჰაერს ატარებდა და მასში არ დაგცხებოდათ. პირსახოცი ავიღე და სწრაფად გამოვბრუნდი გარეთ. შიშველი ფეხებით ჩავირბინე კიბე და ხმაურს მივყევი. კამი, ბარბი, ტრევისი და ჩარლზი სასტუმრო ოთახში დამხვდნენ. ქოული და მადი რაღაცების საყიდლად წასულიყვნენ, დილანს ჯერ ისევ ეძინა. დამავიწყდა მეთქვა, რომ ტრევისი კამიმ დაპატიჟა, ნუ მადის ტელეფონით მიწერა. ამის გამო მადი ცოტა გაბრაზებული იყო მასზე და ალბათ ამიტომაც გაყვა ქოულს. ისე მართლა რას ერჩის ტრევისს? შესანიშნავი ვინმეა. მხიარულიც, მზრუნველიც და რაც მთავარია მეგობრულიც!
-საჭმელი არაფერი გვაქვს?- მათ გვერდით ჩამოვჯექი დივანზე.
-შენი აზრით ქოული და მადი რისთვის წავიდნენ ლილ?- შემომიტია ბარბმა.
-ამას რაღა მოუვიდა?- გადავუჩურჩულე კამის.
-მოგწერ!- ტუჩებზე საჩვენებელი თითი აიფარა და ტელეფონი აიღო.
-მაგრამ მე... მგონი ტელეფონი დავკარგე!-მხრები ავიჩეჩე.
-მე მაქვს!- გამომიწოდა კამიმ და ცოტა ხანში მესიჯიც მომივიდა.
Cami: გუშინ დილანი ვიღაც გოგოს ელაპარაკებოდა, მგონი იეჭვიანა...
გამეცინა და მაშინვე მივწერე.
Lili: და არ აღიარებს ხო?
Cami: რას აღიარებს საშინლად ჯიუტია, ეგ და მადი საცემები არიან!!!
გამეცინა, მაგრამ აღარაფერი ვუპასუხე. ბარბს სატენი გამოვართვი და ტელეფონი დასატენად შევაერთე. ამასობაში მადი და ქოულიც მოვიდნენ. პიცა, ბურგერები, კოლა და ათასი რამ მოიტანეს. ჩვენ ვჭამეთ, მაგრამ დილანს კიდევ ეძინა. საბოლოოდ ბარბი ავიდა მის გასაღვიძებლად. მე სახლის დათვალიერებას შევუდექი. მესამე სართულზე დიდ ბიბლიოთეკას მივაგენი. ამდენი წიგნი ცხოვრებაში არ მინახავს. არა შეიძლება მინახავს, მაგრამ ასე ერთად არა. გაოცებული და აღტაცებული ყველას სათითაოდ ვათვალიერებდი. თაროებიდან ვიღებდი და ისევ უკან ვდებდი. თავი სამოთხეში მეგონა.
-როგორც ჩანს აქაურობისთვის უკვე მოგიგნია!- კარი შემოაღო ქოულმა.
-ეს წიგნები... სულ... შენია?- ენა დამება მე.
-ასე გამოდის!
-ვაუ... ძაან მაგარია! შეიძლება რომელიმე ავიღო?
-კი რამდენიც გინდა, მაგრამ...- საჩვენებილი თითი დამიქნია- უკან დააბრუნებ, უკლებლივ!
-რა თქმა უნდა!- გავიცინე მე.
ქოულმა თვალი ჩამიკრა და ბიბლიოთრკიდან გავიდა.
ბევრი ფიქრი არც დამჭირვებია. ის წიგნი ავიღე რომელიც უამრავჯერ მაქვს წაკითხული და რომელმაც ჩემ გულში დიდი ხნის წინ შემოაღწია.
ქარიშხლიანი უღელტეხილი! ხელი გადავუსვი და მტვრის თხელი ფენა მოვაცილე.
დაბლა ჩავირბინე. ოთახიდან თხელი პლედი ავიღე და გარეთ გავედი. შემოდგომის თბილი და მზიანი ამინდი იდგა. ყველგან წითელ-ყვითელი ფოთლები მიმოფანტულიყო და ტყეში ჩამდგარ ამ ბუმბერაზ სახლს უფრო თბილსა და სტუმართმოყვარე იერს აძლევდა. სახლის უკან პლედი გავშალე და წამოვწექი. წიგნი ფრთხილად გადავშალე, თითქოს არ მინდოდა რამე სტკენოდა და ემილი ბრონტეს სამყაროში გადავეშვი. ისეთი გულმოდგინებითა და ინტერესით ვკითხულობდი, თითქოს ეს პირველი იყო. ოცი გვერდი ისე წავიკითხე ვერც შევნიშნე. ვერც ის გავიგე როგორ მეძახდა კამი და ვერც ის როგორ დამადგა ყველა თავზე.
თანდათან რეალურ სამყაროში დავბრუნდი და თავი, რომ ავწიე ყველა მე მომშტერებოდა.
-ჰეი პატარა წიწილავ, აქამდე მართლა ვერ გვამჩნევდი თუ თავს იკატუნებდი?- ხელი დამიქნია მადიმ.
-დიდი ხანია აქ დგახართ!- ყველა სათითაოდ მოვათვალიერე. ჩარლზი, დილანი და ტრევისი ტყეში შედიოდნენ, კამი, ბარბი და მადი კი მე მომჩერებოდნენ.
-არც ისე! ტყეში არ წამოხვალ?
-იქ რა გვინდა?- გამიკვირდა მე.
-სოკო უნდა დავკრიფოთ!- თვალები აატრიალა ბარბმა- რა უნდა გვინდოდეს, ვისეირნოთ!
-და სახლი?- უკანასკნელად ვცადე თავის დაძვრენა.
-ქოული მიხედავს!
-მაშინ ბარემ ამ თავს დავამთავრებ და შემოგიერთდებით!- გავუღიმე მე.
-კაი შორს არ წავალთ, თან ფიჩხებს მოვიტანთ და საღამოს კოცონი დავანთოთ.
მე თავი დავუქნიე. ეს იდეა მართლაც მომეწონა. გოგოები ტყეში შევიდნენ.
მე კითხვა გავაგრძელე.
-აბა რა აირჩიე?- გვერდით მომიჯდა ქოული.
-ასე უცბად საიდან ჩნდები ხოლმე?- გულწრფად გამიკვირდა მე.
-რა ვიცი ვამპირი ვარ!- თვალები აატრიალა და წიგნს დააკვირდა - ქარიშხლიანი უღელტეხილი?
-ჰო! - თავი დავუქნიე მე.
-ცუდი არ არის, მაგრამ საშინელი პერსონაჟები ყავს! იცი ამ წიგნში რა მომწონს?- მკითხა მაგრამ პასუხს არც დალოდებია ისე გააგრძელა- ყველაფერი რეალურია. არანაირი ზედმეტი ემოციები, ზედმეტი დრამა და ზედმეტი ტკივილი! არის ის რაც არის და მორჩა.
-გეთანხნები!- გავუღიმე მე.
-მაგალითად ჰითქლიფი ავიღოთ... ის სიყვარულისთვის არ იყო შექმნილი, მაგრამ ვიღაც შეუყვარდა! მასზე მანამდე ამბობდა უარს სანამ ის სხვის ხელში არ აღმოჩნდა და შემდეგ... შემდეგ შურისძიებას შეალია მთელი ცხოვრება!
-ეს საცოდაობაა, მისი ცხოვრება ნამდვილად უაზრო იყო!- ტუჩზე ვიკბინე მე.
-არა ლილი, მისი ცხოვრება კი არ იყო უაზრო, ზოგადად ცხოვრებაა უაზრო!- გაიცინა ქოულმა.
-არასწორად მსჯელობ!
-ისევ? მაშინ მითხარი რა არის სწორი!
-გეთანხმები ცხოვრება უაზროა, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მას აზრს არ მისცემ! ჰითქლიფს შეეძლო მისი ცხოვრება აზრიანი გაეხადა, მას ყავდა შვილი, ყავდა ცოლი და ორივე საშინელ შურისძიებას შესწირა. მას არ უყვარდა არცერთი მათგანი, მაგრამ შეეძლო... შეეძლო ახალი ცხოვრება დაეწყო და ეს არ მოინდომა! აი რატომ იყო მისი ცხოვრება უაზრო... მე მჯერა, რომ ბედისწერა არსებობს, მაგრამ ადამიანებს სრული თავისუფლება აქვთ და შეუძლიათ ის შეცვალონ.
ჩვენ შორის დუმილი ჩამოწვა. ქოული მაღალი ხის კენწეროებს შეჰყურებდა და ალბათ ჩემ სიტყვებზე ფიქრობდა. იქნებ მიხვდა კიდეც, რომ მართალი ვიყავი. ან იქნებ ფიქრობდა როგორ დაემტკიცებინა ჩემთვის საპირისპირო.
-იცი შენ სიტყვებში არის სიმართლის მარცვალი, მაგრამ რაც არ უნდა ექნა ჰითქლიფს და რაც არ უნდა ვქნა ჩვენ... ცხოვრება მაინც უაზრო იქნება!- გაიცინა და ფეხზე წამოდგა- ტყეში წასვლას არ აპირებ?
-როგორც ჩანს რაც არ უნდა გითხრა ვერ დაგარწმუნებ, იმიტომ, რომ საშინელი პესიმისტი ხარ!- ტუჩზე ვიკბინე მე და წამოვდექი. პლედი და წიგნი ავიღე და ქოულს მივაჩეჩე- მივდივარ, შენ კი ესენი შეიტანე!- მერე მისნაირი აფერისტული ღიმილი ავიფარე, დარწმუნებული ვარ მისნაირად კარგად არ გამომივიდოდა, მაგრამ მაინც და ტყისკენ წავედი._____________________________
Vote & comment ♥️❣️❤️💘
![](https://img.wattpad.com/cover/211409889-288-k399305.jpg)