Chapter 17

237 12 0
                                    

Lili's Pove
     "არის მომენტები ცხოვრებაში, როდესაც ტირილი უბრალოდ გვჭირდება..."

   სწრაფად გამოვედი ქოულის სახლიდან და ქუჩა გადავკვეთე. თვალები ცრემლებით ამევსო. ფიქრის თავი არ მქონდა. თვალწინ სულ ის მომენტი მედგა... ვერ გამეგო საკუთარ თავზე ვბრაზობდი, რომ სულელივით მოვიქეცი თუ ქოულზე, იმიტომ, რომ ჩემი მოლოდინი არ გაამართლა.
   პატარა სკვერში, სკამზე ჩამოვჯექი. ქუჩის განათებებს ხეები ჩრდილავდა. ირგვლივ ხალხისა და მანქანების ხმა ისმოდა. სავსე მთვარე დაჰნათოდა იმ ღამეს ნიუ იორკს.
    საშინელი ნოსტალგია ვიგრძენი. ბოსტონში, ჩემი წყნარი, ლამაზი ბაღი დამიდგა თვალწინ. პატარა საქანელა, ჩემი დიდი შთაგონების წყარო.
   შემდეგ დედა გამახსენდა. მისი საამო ღიმილი... ღიმილი, რომელიც მსოფლიოში ყველას და ყველაფერს მირჩევნია. იმ წამს საშინლად მომინდა ჩემ გვერდით ყოფილიყო, ჩამხუტებოდა და დავემშვიდებინე. მის მხარზე თავჩამოდებულს მისი თმის საოცარი სუნი შემეგრძნო და ტირილით გული მეჯერებინა.
   ამ ყველაფრის გახსენებამ კიდევ უფრო საშინელ მდგომარეობაში ჩამაგდო. თავი მარტოსულად ვიგრძენი. ამ ხალხით სავსე ქუჩაში სრულიად მარტო ვიყავი. ნეტა ვინმე მაინც მოსულიყო და ჩამხუტებოდა. ამის სურვილით ყოველ გამვლელს თვალს ვაყოლებდი. ისინი კი ვერც მამჩნევდნენ. ზოგჯერ კარგია, როდესაც შეუმჩნეველი რჩები, მაგრამ არის მომენტები, როდესაც გინდა დაგინახონ და ეს პრობლემა ხდება.
   ტირილით გული, რომ ვიჯერე ფეხზე წამოვდექი. ღრმად ჩავისუნთქე ღამის ჰაერი და ცრემლები მოვიწმინდე. სულიერ შიმშილს ვგრძნობდი. რამე უნდა დამეწერა, მაგრამ სახლში მისვლა ჯერ არ მინდოდა. სეირნობა დავიწყე, თან გულში პიესის სცენარს ვიმეორებდი. რატომღაც ელისის დუქანში სტუმრობის სცენა გამახსენდა. ალბათ იმიტომ, რომ ეს მომენტი, ეს ფრაზები ყველაზე მეტად მიყვარს მთელ პიესაში. ამ სცენაში ელისი ბრძოლის ველიდან ბრუნდება, რადგან ემეტმა იქ დარჩენა აუკრძალა. გზად დუქანში შეივლის დასალევად და მოხუც კაცს გაესაუბრება.
"-იცით ყველაზე ცუდი რა არის?- ამბობს უკვე მთვრალი ელისი- იმისთვის, რომ მის გვერდით ვყოფილიყავი საშინელი და სასტიკი გზა გამოვიარე, ის კი მეუბნება, რომ მასთან ვერ დავრჩები!
-მთავარი გზა არ არის, მთავარი ის არის თუ სად მოგიყვანა ამ გზამ! თუ აქ მოგიყვანა ესე იგი ასე იყო საჭირო... ვინც არ უნდა იყოს ის, უნდა დაარწმუნო, რომ სამყაროში შემთხვევით არაფერი ხდება, ყოველთვის იქ ვართ სადაც საჭიროა!.. იმ დროს, როცა საჭიროა... "
     მოხუცის ეს სიტყვები ჩემთვის ცალკე ბლოკნოტში ჩავინიშნე, მაშინ ქოულთან ერთად, რომ ვსწავლობდი... ჯანდაბა ისევ ქოული!
სახლის გზას ვავუყევი. ხვალ უკვე ბოსტონში მივფრინავ. ამის გახსენებამ მხნეობა შემმატა. ვიცოდი, რომ თვალები ტირილისგან დასიებული მქონდა, ამიტომ მზის სათვალე გავიკეთე და ისე შევედი სახლში. მადის და ბარბს არც დავუნახივარ ისე ჩუმად შევიპარე ოთახში. ჯერ ადრე იყო, მაგრამ საბანში გავეხვიე და დაძინება გადავწყვიტე.

eyes never lie [COMPLETED]Where stories live. Discover now