Chapter 6

267 18 13
                                    

Lili's Pove
-იმდენი დავლიე ცუდად გავხდი და... მერე აღარაფერი მახსოვს... მარტო ის, რომ გონებას ვკარგავდი და დამიჭირა!- თვალები აატრიალა მადიმ და ყავა მოსვა.
-იმ ბიჭს რას ერჩი? მე მომწონს...- წარბები აწია კამიმ და მადის რეაქციას დააკვირდა.
-რას ვერჩი?- გაუკვირდა მადის- არაფერს კამ, არაფერს ვერჩი... უბრალოდ არ შემეფერება!
-კარგი რა... არადა კარგი თვისებები აქვს!- შეედავა ბარბი- მას შენი სიმთვრალით არ უსარგებლია და სახლში მოგიყვანა. დღეს ბიჭისგან ამას არ უნდა ელოდო!
-იქნებ... გეია? ან ასექსუალი ან რაიმე მსგავსი?- იკითხა მადიმ.
-კარგი რა მადს!- ბოლოსდაბოლოს ჩავერიე მე- რატომ არ გინდა უბრალოდ დაიჯერო, რომ ვიღაცამ შენზე იზრუნა?
  დავინახე როგორ გაუბრწყიბდა თვალებში ცრემლები. მერე მხრები აიჩეჩა და ოთახში შევიდა. ყავა დავლიე და მეც დასაძინებლად შევედი. ზეგ ჩემი დაბადების დღეა და ჯერ კიდევ არ ვიცი რას მიმზადებენ. რამდენჯერ ვეცადე გამომეტეხა და მაინც ვერაფერი გავარკვიე. ამაზე ფიქრში ჩამეძინა.
  დილით მზის სხივებმა გამაღვიძეს. უნივერსიტეტში რა თქმა უნდა ისევ ჩარლზმა წაგვიყვანა. სანამ ლექციებზე შევედი გოგონებს ისევ ვკითხე რაღაცები ჩემ დაბადების დღესთან დაკავშირებით, მაგრამ ან არაფერს მპასუხობდნენ ან საუბარი სხვა თემაზე გადაჰქონდათ.
  რამდენიმე ლექციის შემდეგ სასადილოში ჩავედი, როგორც ყოველთვის. იქ კი ყველა რატომღაც შეყვარებულებზე საუბრობდა.
-ვაა ლილიც მოვიდა, კიდევ ერთი მარტოხელა!- გაიცინა კამიმ ჩემი დანახვისას და ადგილი მის გვერდით გამითავისუფლა.
-ლილი არ გინდა ვინმე იპოვო?
მე მხოლოდ ღრმად ჩავისუნთქე და ისეთი გამომეტყველება მივიღე თითქოს არაფერი გამიგია.
-ვინმეს მაინც მოსწონდეს!- ცინიკურად გაიღიმა ქოულმა.
-უკაცრავად?- მაშინვე წარბები ავწიე მე-არავის მოვწონვარ?
  ქოულმა მხოლოდ მრავალმნიშვნელოვნად გადმომხედა.
-კარგი, მაშინ მიყურე!- ფეხზე წამოვდექი, თვალებით ტომი მოვძებნე და თავდაჯერებული ნაბიჯებით გავემართე მისკენ.
-წინააღმდეგი ხომ არ იქნები?- მის წინ მდგარ სკაზე ვანიშნე და გავუღიმე.
-არა, რას ამბობ!- საპასუხოდ მანაც გამიღიმა.
-ახლა ვფიქრობდი და შენი შემოთავაზება გამახსენდა...-  ზურგს უკან მთელი სასტავის მზერას ვგრძნობდი- თანახმა ვარ, თუ რა თქმა უნდა არ გადაიფიქრე!
-არაა... მე... ლექციების მერე მოგწერ და შევთანხმდეთ!
-კარგი- თვალი ჩავუკარი მე- ახლა დაგტოვებ, შეხვედრამდე!
  უკან დავბრუნდი და ისევ კამის გვერდით ჩამოვჯექი.
-ჩემი გოგოა!- ამაყად გადმომხედა კამიმ.
  გავიღიმე და ქოულს გავხედე.
-ტომი, ტომი, ტომი...- ჩიაჩურჩულა მან- ერთი თავშიავარდნილი ტიპია... შენსავით, ასე, რომ შეეფერებით!- აფერისტულად გამიღიმა.
-ჰო ნამდვილად შევეფერებით!- ვეცადე არ გავბრაზებულიყავი.
-მეც ასე ვთქვი ძვირფასო!- თვალი ჩამიკრა მან.
-"ძვირფასო" აღარ დამიძახო!
-თქვენ ორნი სულ რატომ ჩხუბობთ?- ჩაერია დილანი.
-სულ არ ვჩხუბობთ!- ერთდროულად ვუპასუხეთ მე და ქოულმა, ოღონდ ქოულს სახის ერთი ნაწილიც არ შეურხევია ზედმეტად, მე კი უკვე გაბრაზება მეტყობოდა.
-დამშვიდდი ძვირფასო!- მე მომიბრუნდა ქოული.
-ღმერთო ამას როგორ უძლებთ?- ტუჩზე ვიკბინე მე და ვეცადე დამეიგნორებინა.
-ამას ნუ უსმენ, ძაან საყვარელი ვინმეა, გშიფავთ!- თვალი ჩამიკრა მადიმ.
-მეც!- დაეთანხმნენ კამი და ბარბი.

   სანამ ბარში ჩავიდოდი პიესის სცენარი კიდევ ერთხელ გადავიკითხე და  გოგოებს ვთხოვე საღამოს დამხმარებოდნენ. მარტო მადი დამთანხმდა. ბარბმა საქმე მაქვსო, კამიმ ჩარლზ უნდა შევხვდეო.
-და ახლა სად მიიპარები გოგონი?- დაკვირვებით შემომხედა კამიმ.
-სასეირნოდ!
-სასეირნოდ? კარგი რა, მუდამ ერთი და იგივე დროს გადიხარ და ერთი და იგივე დროს ბრუნდები!- ჩაერია მადი.
-ჰო, დღის გეგმა მაქვს ჩამოწერილი!- ვუპასუხე მე და სახლიდან მანამდე გამოვედი სანამ კიდევ რაღაცას მკითხავდნენ.
  ბარში სიმშვიდე დამხვდა. ემილი ისევ ღიმილით შემეგება. ფორმის გამოსაცვლელად უნდა შევსულიყავი, მაგრამ შემაჩერა.
-დღეს არ მუშაობ ლილი!
-რაა?- გამიკვირდა მე.
ემილიმ თავისი წითური თმა ყურს უკან გადაიწია და ფართოდ გამიღიმა.
-ის შენ გელოდება!
თვალი მის მზერას გავაყოლე და კარში მდგარი ქოული დავინახე.
  დაბნეულმა ჯერ ემილის შევხედე, შემდეგ ქოულს.
-წინასწარ გილოცავ საყვარელო, ახლა კი წადი!
-შენც იცოდი?
-ჩიტმა ამბავი მომიტანა!
-არ მოდიხარ ძვირფასო?- შეგვაწყვეტინა ქოულმა.
-თუ კიდევ ერთხელ დამიძახებ ამას არსადაც არ წამოვალ!
-კარგი ძვირფასო!- სახეზე ჩვეული ღიმილი გადაეფინა.
-კარგი მე ვრჩები!- ჯიუტად შევბრუნდი ისევ ბარში.
-ამჯერად შენ სიჯიუტეს
   აზრი არ აქვს ძვირფასო!- ხელი მომკიდა და მანქანისკენ წამათრია.
-ჰეი რას აკეთებ? მტკივა, ეს უხეშობაა!- ვეცადე ხელი განმენთავისუფლებინა.
-ამის გამოსწორება შეიძლება!- ჩემი სიტყვები გაიმეორა მან.
-შენ რა თუთიყუში ხარ?
-მე შენი წაყვანა დამავალეს და დავპირდი, რომ ამას გავაკეთებდი, ასე რომ გაქცევას ტყუილად ცდილობ ძვირფასო!
-დანარჩენები სად არიან?
-ჩემმა ძმამ ბარბისთან განმარტოება მოინდომა, სხვები ჩარლზს მიყავს, შენი წაყვანა კი მე მომიწევს! სამწუხაროდ ბედი არც ამაში მწყალობს!- თვალები აატრიალა ქოულმა და მანქანის კარი გააღო.
  ჩემით ჩავჯექი და კარი მივიხურე.
-და დიდი ხანი უნდა ვიაროთ?- ვკითხე როდესაც თვითონაც ჩაჯდა და მანქანა დაქოქა.
-საკმაოდ!

_____________________________

Vote & comment ❣️❣️❣️

eyes never lie [COMPLETED]Where stories live. Discover now