Lili's Pove
საღამო იყო ნიუ იორკში რომ ჩავედით. კარზე დავაკაკუნეთ, რადგან გასაღების ამოღება მეზარებოდა. კარი უმალვე გაიღო. მადის მომღიმარი სახე შემოგეგვება. ჯერ მე გადამკოცნა, მერე ქოული და მერე მიხვდა, რომ სახლში უნდა შევეშვით. კამი და ბარბიც სახლში იყვნენ. ქოულმა ჩემოდნები ამომატანინა, გოგოები ნახა და წავიდა, მაგრამ დაგვპირდა, რომ საღამოს დაბრუნდებოდა ბიჭებთან ერთად.
მე შხაპის მისაღებად შევედი. სარკეში ჩემი სხეული შევათვალიერე. ყელზე ისევ მეტყობოდა პატარა ჩაწითლებული ადგილი. მე და ქოული შევთანხმდით, რომ "სასტუმრო ვილატეზე" და ყველაფერზე რაც იქ მოხდა არავის არაფერს ვეტყოდით. ის კი არა დამიკონკრეტა კიდეც, რომ ამ "არავისში" კამი, მადი და ბარბიც შედიოდნენ. გადავწყვიტე ყელიანი სვიტერი ჩამეცვა და პრობლემაც მოგვარდა.
მე და გოგოებმა დიდხანს ვიჭორავეთ. კამის ინიციატივით გადავწყვიტეთ დღეს საღამოს საშობაო ფილმების საღამო მოგვეწყო და ბარემ ბიჭებიც აქ დარჩებოდნენ.
-ახლა მოიცა!- გააწყვეტინა მადიმ- თუ მთელი ღამე თქვენი ხმაურის გამო, მიხვდებით რასაც ვგულისხმობ,- დოინჯი შემოირტყა- ვერ დავიძინებ, იცოდე ადგილებს გაგაცვლევინებთ და მერე უყურონ ჩარლზმა და დილანმა ერთმანეთს.
სიცილი ამიტყდა და დიდი ხანი ვეღარ გავჩერდი.
-რა გაცინებს? მართლა ვამბობ!- მე მომიბრუნდა მადი.
-კაი მადს და თუ შენ და ლილი იხმაურებთ ტრევისთან გადაგიყვან და მერე ვნახოთ ვის მოუწევს მთელი ღამე "ხმაური"- კამიმ ხელი გამოსწია და ბარბიმაც ჩაურტყა.
-ოღონდ თქვენ ეგ გეღირსოთ და ხმაურს ვჩივით?!- დაამატა ბარბიმ.
ამაზე საერთოდ ცუდად გავხდი. მუცელზე მგონი პრესები გამიჩნდა იმდენი ვიცინე.
-ჯერ ერთი, პატარა ქალბატონებო, თქვენ შეყვარებულებს მიხედეთ და მეორეც,- საჩვენებელი თითი დაუქნია მადიმ- მე გაგაფრთხილეთ!- კოპები შეკრა და საქმიანი ქალის იერი მოირგო- შენ კიდე ქალბატონო, რომ დაგიღია პირი და ყველაფერზე იცინი, ცოტა ფრთხილად იყავი, მაინც ამაღამ ერთ ოთახში ვწვებით და რამე არ მოგხვდეს თავში!
-ჩემგან რაღა გინდა?!- ძლივს ამოვღერღე სიცილით.
მადიმ პასუხად თვალები დამიბრიალა.
-მეც მიყვარხარ!- გავიკრიჭე მე.
-მოკლედ გადაწყვეტილია,- ფეხზე წამოდგა ბარბი- მე და დილანი ჩემ ოთახში დავწვებით, კამი და ჩარლზი ყოფილ კამის ოთახში, ხოლო დანარჩენები თვითონ მოგვარდით!
-ჩემ ოთახში ვწვებით მე და შენ!- დავასწარი მადის.
-მოიცა მე იმათ ჩემი ოთახი უნდა დავუთმო? და საერთოდ კლარა და ქეიჯეი თავზე ხო არ დამაჯდებიან!
-კლარა თქვენთან დაწვება, ქეიჯეი კი ქოულთან და ტრევისთან!- შემოგვთავაზა კამიმ.
-აუჰ! აბა კი მოგვიწევს გენაცვალე ერთმანეთზე ძილი!- თვალები აატრიალა მადიმ.
-კაი დიდი ამბავი იატაკზე გავშალოთ! იცი რა მაგარია!- შევთავაზე მადის.
-შენ იხუმრე თუ ბუნებრუვად ქერა ხარ?!- თვალები დამიბრიალა მადიმ.
-კაი, აი ნახე თუ მაგარი არ გამოვიდეს!
-ხოდა რა მაინტერესებს... ფილმებს ასე ცალ-ცალკე უნდა ვუყუოროთ თუ ეს "საშობაო ფილმების საღამო" ფორმალური სახელია და სიზმრებს გულისხმობს?- კამის და ბარბს მიუბრუნდა მადი.
-მადს ფილმებს აქ ვუყურებთ და მერე დავიშლებით ოთახებში, გვიან!- აუხსნა კამიმ და ტელეფონი აიღო.
ამით ჩვენი კამათი თუ დავა დამთავრდა და ყველაფერი საბოლოოდ გადაწყდა.
საღამოს ყველანი, რომ შევიკრიბეთ მადიმ "მარტო სახლში" ჩართო და მიუხედავად იმისა, რომ ზოგმა წუწუნი დაიწყო ყველა დავჯექით და ერთად დავიწყეთ ყურება. ზოგი ძირს იჯდა ხალიჩაზე, ზოგი პუფებში და ზოგიც სავარძლებში. მე დივანზე ჩამოვჯექი და ფეხები შემოვიკეცე.
-ფეხები ჩამოწიე!- გადმომიჩურჩულა ჩემ გვერდზე მჯდარმა ქოულმა.
-რა გინდა?- წარბები შევიჭმუხნე მე.
-ჩამოწიე და... ჩემ თმაზე თამაშის უფლებას მოგცემ!- თავისი შემოთავაზებით კმაყოფილმა გამიღიმა.
-ჩუმად!- თვალები დაგვიბრიალა მადიმ, თითქოს კინოში ვიყავით.
-კარგი ჰო...- ჩურჩულით დავეთანხმე ქოულს და ფეხები ჩამოვწიე.
-ასე ჯობია!- შემობრუნდა ის და თავი კალთაში ჩამიდო.
ხელები მაშინვე თმაში შევუცურე.
-ჰეი ფრთხილად ცოტა!- შეიშმუშნა ის.
-ჩუმად ქოულ ხელს ნუ მიშლი!- წამოვიძახე მე ხმამაღლა, თითქოს სკოლაში ვიყავით და მადიც მასწავლებელივით გამომეპასუხა.
-ქოულ გაჩუმდები თუ გაგისროლო ახლა გარეთ?
-ვსო ჩუმად ვარ მადს!- ღირსეულად აიტანა შენიშვნები ქოულმა.
ცოტა ხანი ფილმის ყურებით გავერთე, თან ქოულის ქერა კულულებით ვთამაშობდი. ამ ფილმის ყურება მგონი არასდროს მომბეზრდება.
უეცრად ქოული შემობრუნდა და თვალები შემომანათა.
-რა?- დავიბენი მე.
არაფერი მიპასუხა, მხოლოდ მიღიმოდა.
-რაა?- გავუმეორე მე, მაგრამ პასუხად კვლავ დუმილი მივიღე.
-აეხლა უკვე ნერვები მეშლება!- მოუსვენრად ავწრიალდი.
-ჩშშ... ხელს მიშლი!- როგორც იქნა ხმა ამოიღო ქოულმა.
-ხელს რაში გიშლი, მაინც არ უყურებ!- თვალები მოვჭუტე მე.
-როგორ არა, ოღონდ ფილმს კი არა შენ გიყურებ და ხელს მიშლი!
ვერ მივხვდი ეს კომპლიმენტი იყო თუ ღადაობდა. თავი უცნაურად ვიგრძენი. სასურველად. ქალებს კი ყველაზე მეტად უყვართ იმის შეგრძნება, რომ სასურველები არიან. გავწითლდი, მაგრამ ოთახში შუქები ჩამქვრალი იყო და ეს მან ვერ შენიშნა.
-გეყოფა ღადაობა და ფილმს უყურე ჯობია!- ვუპასუხე რამდენიმე წამის დაგვიანებით.
-მე შენი ყურება მირჩევნია...- თვალი არ მოუშორებია ისე მითხრა.
-ნერვებს მიშლი!- ხელები გადავაჯვარედინე გაბუსხულმა.
-თუ პირიქით?
-რა პირიქით?
-მოგწონს ეს ყველაფერი და არ იმჩნევ, მაგრამ გემჩნევა...
-ძაან თავდაჯერებული ხარ!
-ვიცი...- ტუჩი მოიკვნიტა ღიმილით- ძალიან მიყვარს ჩემი ეს თვისება!
-წესიერად მოიქეცი ახლა სანამ გადაგაგდე დივნიდან!- თვალები დავუბრიალე და თვალებით დანარჩენებზე ვანიშნე.
-ჰო კაი გააგრძელე ჩემი თმით თამაში!- ისევ ტელევიზორისკენ შებრუნდა. მე თითები ისევ თმაში შევუცურე და თავი დივანს მივადე.
ბოლო ნაწილზე დამეძინა.
-ჰოლლააა! ლილლიიი!- სიზმარში ვიღაც მეძახდა მაგრამ ვერ ვარჩევდი ვინ იყო.
-ეგრე არა...- ჩაერია მეორე- არ იცი რა! მიყურე და ისწავლე!
ვიღაცის სუნთქვას ვგრძნობ კანზე.
-ლილს!- მისი რბილი ხმა ჩამესმა- გაიღვიძეე... - მივხვდი, რომ ქოული იყო.
-არ იღვიძებს და მე შემოვიყვან!- თქვა ბოლოს.
თვალების გახელას ვაპირებდი, მაგრამ გადავიფიქრე. ქოულმა ცალი ხელი მუხლებქვეშ მომკიდა, მეორე კი წელზე და მსუბუქად ამიყვანა. მხოლოდ ამის შემდეგ გავახილე თვალები ღიმილით.
-აფერისტო!- შემომხედა ქოულმა ღიმილით და საწოლზე დამაწვინა.
-შენ ვიზე რას ამბობ!- შევიშმუშნე მე და მუხლები მკერდთან მივიტანე.
-ტკბილი ძილი!- გამიღიმა და ოთახიდან გავიდა.
ღიმილით წამოვდექი და ოთახში მადი და კლარაც შემოვიდნენ.
-კარგიი... არ მინდა უსაფუძვლო ეჭვები გამოვთქვა და ჯერჯერობით არაფერს ვიტყვი!- მრავალმნიშვნელოვნად მითხრა მადიმ.
-რას გულისხმობ?- ვკითხე მე.
-არაფერს ვიტყვი მეთქი ჯერ!
-კაი.- მხრები ავიჩეჩე მე და აბაზანაში შევედი თავის მოსაწესრიგებლად. რამდენიმე წუთში გამოვედი, კარადაში ჩემი პიჟამა მოვძებნე და გამოვიცვალე. საბოლოოდ დავითანხმე მადი და კლარა და იატაკზე გავშალეთ ნალები.
სანამ დავწვებოდი ჩემი წამლის დასალევად საწერ მაგიდასთან მივედი. დიდხანს ვეძებე, მაგრამ სიბნელეში ვერაფერს ვხედავდი.
-ოსტინ გთხოვ შუქი აანთე რა, წამალს ვერ ვპოულობ!
-ახლავე!- მიპასუხა და წამებში ამინთო შუქი.
-ოჰ აქ ყოფილა!- ერთი აბი ავიღე და დავლიე.
-ჩავაქრო?- მკითხა ოსტინმა.
-ჰო!- ვუპასუხე მე.
-მოიცა! მოიცა! არ ჩააქრო!- ჩაერია მადი და საწოლოდან წამოხტა.
-რა მოხდა?- ერთდროულად წამოვიძახეთ მე და ოსტინმა.
-ლილი. ეს რა არის.- წარბშეუხრელად მკითხა მადიმ.
-რა?- დავიბენი მე.
-ყელზე.
ამ სიტყვის გაგონებაზე ელდამეცა. სულ დამავიწყდა, რომ ზასოსი მქონდა და... ჯანდაბა მადის ხომ ვერაფერს გამოაპარებ.
-რა ყელზე?- გაუბედავად ვკითხე.
-გეყოფა თვალთმაქცობა!
-აა ეს?- გავიცინე მე თან გონებაში ალტერნატიულ გზებს ვეძებდი.
-ხო ეგ!
-ეს ნატკენია... კიარადა ანუ ალერგია მქონდა და...
-ალერგიული ხარ- ვითომ დამეთანხმა ოსტინი.
-ჰო... ვარ ალერგიული ვარ,- თავი დავუქნიე მე.
-კაი გვჯერა! არა მადს?
-რავი მოდი ჯერ თმით ვითრიოთ და მერე ვნახოთ!.. აბა დროზე ახლა მოყევი რა მოხდა! ან ვისი ნამოქმედარია ეს!
-კაი რა მადს, ხომ დაინახე ქოული და ეს როგორ იქცეოდნენ დღეს საღამოს!
-ჰო თან ბოსტონშიც ერთად იყვნენ!- დაეთანხმა მაშინვე.
ჩემი სიმხურვალე ვიგრძენი. მუცელში უცნაური სითბო ჩამეღვარა. გამომიჭირეს. სხვა გზა არ მქონდა სიმართლის თქმის გარდა
-ჰო კაი კაი!- სახეზე ხელები ავიფარე.
-გისმენთ- თვალები გაუბრწყინდა ორივეს.
-მე და ქოული შევთანხმდით, რომ ამაზე არავის ვეტყოდით!
-ნუ "არავიში" ჩვენ არ შევდივართ!- მითხრა მადიმ.
-ჰო კაი ეს ქოულის გაკეთებულია, მორჩა! არავის არფერს ეტყვით!- თავის დაძვრენა ვცადე მე.
-მოიცა... მმმ... თქვენ რა გქონდათ?- მკითხა ოსტინმა.
-სად უნდა ქონოდათ?- დაინტერესდა მადი.
-რავი მანქანაში!
-ისე მანქანაში მეც უნდა ვცადო ერთხელ!
-გეყოფათ!- შევაწყვეტინე მე- თავს არც ისე კომფორტულად ვგრძნობ ამაზე, რომ საუბრობთ!
-კაი ჰო! ანუ... ერთად ხართ?
-არა!- წარბები შევკარი მე.
-მოიცა აბა...
-ჩვენ სხვანაირი ურთიერთობა გვაქვს, მოდი ამაზე ნუ ვისაუბრებთ!- ტუჩი მოვიკვნიტე მე.
-კარგი, ისე ძაან საყვარლები ხართ გშიფავთ!
მოკლედ მთელი საღამო ტვინი გამიბურღეს ამაზე საუბრით. იმდენი ქნეს ძილშიც კი ჩამყვა ეს თემა და ქოული დამესიზმრა.დილით ყველაზე ადრე გამეღვიძა. ხალათით გავედი სამზარეულოში, ყავა გავიკეთე და ტელევიზორთან ჩამოვჯექი.
პლედი მოვიფარე და ტელეფონი ავიღე.
-ჰეი!- ცოტა ხანში ქოული შემოვიდა.
-შენ ხომ დილით ადრე გაღვიძება არ გიყვარს!- დავინტერესდი მე.
-მაგრამ ვიცოდი, რომ შენ გაიღვიძებდი!- გაიცინა და გვერდით მომიჯდა. თავისი ჩვეული მზერით მომაჩერდა.
-ასე ნუ მიყურებ!- დავიჯღანე მე- თავს უხერხულად ვგრძნობ!
-რა ვქნა სხვანაირად არ შემიძლია!- გამიღიმა- ყავა მეც დამალევინე!- გამომართვა და მოსვა.
-სხვათაშორის შეგეძლო გაგეკეთებინა!
-არ მცალია უნდა წავიდე!- მხრები აიჩეჩა და წამოდგა.
-სად მიდიხარ?- ვკითხე მე.
-საქმე მაქვს...- სახეზე იძულებითი ღიმილი გამოისახა და წამოდგა.
-საღამოს მოხვალ?- მეც მას მივბაძე.
-ჰო, რა თქმა უნდა!- ჩემი კითხვით ნასიამოვნებმა შემომხედა.
-კაია!
ქოული ჩემკენ მოიწია და თითები თმაში შემიცურა.
-რას აკეთებ? რომ დაგვინახონ?!- აღვშფოთდი მე, მაგრამ ის ღიმილით მიყურებდა ტუჩებზე.
-ქოულ!.. - ჩურჩულით გავუმეორე მე. გული უცნაურად სწრაფად მიცემდა. კანი გამიხურდა და უცნაური სიმსუბუქე ვიგრძენი.
-ჩშშ!- ცერა თითი ტუჩებზე ჩამომისვა და ჩემკენ დაიხარა. ნაზად შეახო თავისი თბილი ტუჩები ჩემსას. გული გალიაში გამომწყვდეული ჩიტივით ამიფთხიალდა. ქოულმა რამდენიმე წამში უკან დაიხია.
-როგორც ჩანს ეს ისევ მოქმედებს!- თვალი ჩამიკრა და სასტუმრო ოთახიდან გავიდა._____________________________
Vote & comment ❣️❣️