Chapter 4

291 21 5
                                    

Lili's Pove
   ღრმად ჩავისუნთქე და ლიფტში მანამდე შევედი სანამ კარი ისევ არ დაიხურებოდა. ქოული კი არც იმჩნევდა, რომ მის გვერდით ვიდექი. კლაუსტროფობია დამეუფლა და ყურადღება, რომ სხვა რამეზე გადამეტანა ვეცადე საუბარი წამომეწყო.
-ჩვენთან მოდიხარ?- ვკითხე ისე, რომ მისკენ არც გამიხედავს. სამაგიეროდ მან შემომანათა თავისი მწვანე თვალები.
-რა იყო არ აპირებ ჩემ შემოშვებას?
-ეგ რა შუაშია!- ისედაც ძლივს ვსუნთქავდი და კიდე უფრო დავიბენი.
-ჰმ, რავი შენ ადგილას ასე მოვიქცეოდი!
-რატომ?
-ისეთი ტიპები, როგორიც მე ვარ არ მომეწონებოდა...
-და მაინც როგორი ხარ?
-ეგ ჯერ მე თვითონაც ვერ გავიგე- ჩაიცინა ქოულმა და გვერდით სარკეში გამომხედა.
-აბა რას უწუნებ შენ თავს?
-ბევრ რამეს, სხვა თუ არაფერი პირველად, რომ შეგვხდი ძალიან გეუხეშე!
-მაგის გამოსწორება ჯერ კიდევ შეიძლება!
-გოგონებს უცნაური გემოვნება გაქვთ...- თეთრი კბილები გამოაჩინა ქოულმა.
-შეიძლება!- გავუღიმე საპასუხოდ. უცბად შევტორტმანდი და ქოულს მკლავზე მოვეჭიდე, რომ არ წავქცეულიყავი. ლიფტი გაჩერდა. ქოულთან საუბარში ისე გავერთე, რომ კლაუსტროფობიაც გადამავიწყდა და ისიც, რომ ლიფტში ვიყავით. ახლა კი, როდესაც ის გაჩერდა და კარიც არ იღებოდა, შიშმა გაორმაგებული ძალით შემომიტია და სუნთქვა გამიჭირდა. თვალები ამიწყლიანდა და შუბლზე ცივმა ოფლმა დამასხა.
-როგორც ჩანს გავიჭედეთ...- შორიდან ჩამესმა ქოულის სიტყვები- ლილი? რა მოგივიდა?
-მე... მეშინია, კლაუსტროფობია მაქვს!- უფრო ამოვიხავლე მე.
-ჰაა?- გაკვირვებულმა თავისი მწვანე თვალები შემომანათა. მე მხოლოდ გაბრაზებით შევხედე.
-კარგი!- თმაში ხელები შეიცურა მან- მისმინე, სულ აქ კი არ დავრჩებით...
-მაგრა მამშვიდებ!- სხვა სიტუაციაში ალბათ გამეცინებოდა, მაგრამ ახლა უარესად დავიჯღანე.
-აბა რა გითხრა, აქ სამუდამოდ დავრჩებით მეთქი?!
-ჩემი ჩანთიდან წამალი ამოიღე სუნთქვა მიჭირს...- ვუთხარი და ჩანთაზე ვანიშნე. ქოულმა რაც ვუთხარი ის გააკეთა და ცოტა ხანში უკეთ გავხდი. ამასობაში კამისთან დარეკა. დაგვპირდა მალე მოვალ და ხელოსანსაც მოვიყვანო.
-რამდენი ხანი უნდა ველოდოთ?- ვკითხე ქოულს, როდესაც კამის გაუთიშა.
-დაახლოებით 15 წუთი...
ღრმად ჩავისუნთქე. ცხელი ჰაერი თითქოს სასაზე მიმეწება. სარკეში დავინახე, რომ ქოული მე მაკვირდებოდა და მას გავხედე.
-კარგად ვარ!- ვუთხარი გაუბედავად. მან კი თავისი გრილი თითები მაჯაზე მომკიდა.
-ცოტა ხანი კარგი?
  მე უნდობლად გამოვწიე ხელი უკან და თავი დავუქნიე. მის თვალებში თითქოს სინანული აკიაფდა. ქოული იატაკზე ჩამოჯდა და მეც მას მივბაძე. ჩუმად გავხედე მის ხელს, გრძელ, თლილ თითებს. ცოტა ხნის წინ მე მათ შეხებაზე უარი ვთქვი. ბავშვობიდან დედა სულ იმას ჩამჩინებდა, რომ ზედმეტად მიმნდობი და გულუპრყვილო ვიყავი, ახლა კი როცა ვიღაცას არ ვენდე თავი ცუდად ვიგრძენი.
-მოვწევდი, მაგრამ მეშინია ისევ ცუდად არ გახდე- ჩაიცინა ქოულმა ისე, რომ ჩემკენ არც გამოუხედავს.
-გეშინია?- ჩემ ტუჩებს ეს კითხვა ისე დასცდათ ტვინისთვის არც უკითხავთ აზრი.
  ქოულმა გაკვირვებულმა შემომხედა.
-მეშინია... არ უნდა მეშინოდეს?
-ალბათ კი...
-ჰეიი!- კამის ხმა მოგვესმა გარედან და მაშინვე ფეხზე წამოვხტით.
-კაამ!- დავუყვირე და კარს სახით ავეკარი.
-გაიწიეთ უნდა გავაღოთ!
  და ცოტა ხანში კარი გაიღო. თავს იმ ჩიტად ვგრძნობდი, რომელსაც, ორი წლის გალიაში ყოფნის შემდეგ კარი გაუღეს და გაუშვეს.
-მადლობა კამ!- გახარებული გადავეხვიე ჩემ მხსნელს და მზად ვიყავი ხელოსანსაც გადავხვეოდი, როდესაც კამიმ ხელი მომკიდა და გვერდზე გამათრია.
-ლილი! რა მოხდა?- თვალები ჩემი პასუხის მოლოდინში დააჭყიტა და მოუთმენლად აცქმუტუნდა.
-რა უნდა მომხდარიყო ლიფტში გავიჭედეთ!- ვუპასუხე გაკვირვებულმა.
-მერე..?
-მერე არაფერი მე...
-ანუ არც ერთმანეთისთვის გიკოცნიათ, არც ერთმანეთი მოგიჯადოებიათ?
-კამ რას ბოდავ?
-არაფერი მსგავსი?
-არა!- უკვე გავბრაზდი მე.
-აბა მთელო ეს დრო რას აკეთებდით?- დაიბნა.
-კლაუსტროფობია მქონდა სუნთქვა მიჭირდა!
-აჰ, რა უაზრო დროს გქონდა ეს კლაუსტროფობია...- თავი გადააქნია კამიმ.
-კამ იცი საერთოდ კლაუსტროფობია რას ნიშნავს?
-ანუ დარჩენილ ათ პროცენტში ხართ- დაასკვნა კამიმ ისე რომ ჩემი ნათქვამისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
-რაა?
-ლიფტში ერთად გაჭედილ ქალებისა და მამაკაცების   90%-ს ერთმანეთი უყვარდებათ!
-მაშინ ათ პროცენტში ვარ კი- დავეთანხმე მე და ისევ უკან დავბრუნდით.
-სად იყავით?- გვკითხა ქოულმა, რომელსაც ახლა უკვე პირში სიგარეტი ჰქონდა გაჩრილი.
-კამის რაღაც მივეცი- თავი დავიძვრინე მე.
  ქოულმა კამის შეხედა, რომელსაც ხელში არფერი ეჭირა და ძლივსშესამჩნევად ჩაიღიმა, მაგრამ არაფერი უთქვამს.
  მეათედან მეთექვსმეტე სართულამდე ფეხით მოგვიწია ასვლა, რადგან ცოცხალი თავით ლიფტში აღარ ვჯდებოდი.
   მადი და ბარბი გასულები იყვნენ. კიდე კაი კამი მაინც აღმოჩნდა სახლში თორემ ლიფტში კიდე დიდხანს ვიქნებოდით გაჭედილები.
-არაფერი გაქვთ?- მაშინვე მაცივარს ეცა ქოული.
-სახლში ვერ შეჭამე?- ჰკითხა კამიმ.
-იქ გაძლება აღარ შემეძლო...
-ეს რას ნიშნავს?
  ჩემთვის ყავას ვიკეთებდი და მათ საუბარს ვისმენდი.
-იმას, რომ ცალკე გადავედი, პატარა ბინაა, მყუდრო და ჩემთვის შესაფერისი- თვალი ჩაუკრა ქოულმა.
ვუყურებდი და ვფიქრობდი, ნეტავ რატომ აღარ შეეძლო საკუთარ სახლში გაჩერება? ქოულმა ჩემი მზერა დაიჭირა და უხერხულად შევიშმუშნე.
-შენ რაღაც დროის დიდ ნაწილს ჩემ ყურებაში ატარებ!
-როგორც ხედავ საინტერესო ადამიანი ჩანხარ!- წარბები ავწიე მე და გამომწვევად გავუღიმე.
-მართლა? მაინც რამ დაგაინტერესა?
-თითქოს ბევრ საიდუმლოს ინახავ. ჩემთვის ადამიანი იმდენად საინტერესოა რამდენადაც საიდუმლოებებითაა მოცული.
-ჰოო?- ქოული ჩემ წინ ჩამოჯდა- და საიდან დაასკვენი, რომ ბევრი საიდუმლო მაქვს?
-რავი... ალბათ იქიდან, რომ ჯერ ვერ გაგიცანი!- მივუგე და პიცა მიკროტალღურ ღუმელში შევდე გასაცხელებლად.
-ყავა მეც გამიკეთე გეთაყვა!- აფერისტულად გამიღიმა ქოულმა.
  გარეთ უკვე ბნელოდა. ნიუ იორკის ქუჩები სხვადასხვა ფერად გაბრდღვიალდა.
-ხომ არ დაგტოვოთ?- წარბები აწია კამიმ, მაგრამ თვალები ისე დავუბრიალე გაჩუმდა.
-მადი და ბარბი სად არიან?- ვკითხე, რომ თემა შემეცვალა.
-მადი არც მოსულა და ბარბი რაღაცების საყიდლად წავიდა!
  კამი ძლივს დავითანხმე, რომ მათთვის არ მოეყოლა ლიფტში გაჭედვის ამბავი. ცოტა ხანში ბაფბი გამოჩნდა დილანთან ერთად. დილანს ხელში პარკები ეჭირა.
-ძმაო ფლირტს გაცდი?- გამომწვევად შეხედა ქოულმა ამის დანახვაზე.
-მოკეტე!- თვალები დაუბრიალა დილანმა.
  დილანისა და ქოულის წასვლის შემდეგ მადიც მოვიდა. ვიღაც ბიჭმა მოაცილა, მაგრამ ისეთი მთვრალი იყო გადავწყვიტეთ ყველაფერი ხვალ გამოგვეკითხა. ცოტა გვიან დედამ დამირეკა.
-ლილი როგორ აპირებ დაბადების დღის გატარებას?
-არ ვიცი მე, ალბათ არ გადავიხდი!- ძლივს შევიკავე ცრემლები. ეს ჩემი პირველი დაბადების დღე იქნება ოჯახის გარეშე.
-კარგი როგორც გინდა!
  დედა, რომ დამემშვიდობა სამზარეულოში გავედი, რომ ჩემთვის ყავა გამეკეთებინა. იქ კი გაბრაზებული ბარბი და კამი დამხვდნენ.
-რა ხდება?- ვკითხე გაკვირვებულმა.
-რატომ არ გვითხარი დაბადების დღე თუ გქონდა?
მე შვებით ამოვისუნთქე და კარადიდან ჭიქა გამოვიღე.
-დაბადების დღე ყველას აქვს კამ, ამის თქმა რა საჭირო იყო?
-ლილი!- ახლა ბარბიმ შემომიტია.
-ყავას დალევთ?- ვცადე თემა შემეცვალა.
-ლილი თემას ნუ ცვლი! რომელ რიცხვში გაქ?
-შაბათს!- გავუმხილე საბოლოოდ.
-ძალიან კარგი, დანარჩენი ჩვენ მოგვანდე!- თვალი ჩამიკრა ბარბიმ.

_____________________________

Vote & comment 💘💘💘

eyes never lie [COMPLETED]Where stories live. Discover now