Lili's Pove
"ძვირფასო დღიუროსასაცილოა არა?! ეს ფრაზა... " ძვირფასო დღიურო " თითქოს შენ მოგმართავ. მიუხედავად იმისა, რომ წერა ძალიან მიყვარს, დღიურის წერა არასდროს მიცდია. არადა ეს კარგია, არა მართლა მომწონს... უბრალოდ ყოველთვის ვფიქრობდი, რომ დღიურები იმ ადამიანებისთვის არსებობს, ვისაც არავინ ყავს, სრულიად არავინ, რომ თავისი ამბები, დარდი და სიხარული გაუზიაროს, მაგრამ ვცდებოდი! დღიურები სინამდვილეში ჩემნაირი ხალხისთვისაა შექმნილი, იმათთვის, ვის გარშემოც უამრავი ადამიანია, მაგრამ მათ მაინც საკუთარ თავთან საუბარი ურჩევნიათ. ჩემთვის კი საკუთარ თავთან საუბარი წერაა. ამიტომაც დავიწყე დღიურის წერა. სხვა თუ არაფერი მოგონებებს შევინახავ, შენ კი ჩემი მოგონებების მცველი იქნები.
უკვე ერთ კვირაზე მეტია, რაც ნიუ იორკში ჩამოვედი. სიმართლეს გეტყვი, აქაურობა მომწონს. მომწონს ჩემი პატარა ოთახი; დასავლეთით ფანჯარა, რომელიც ნიუ იორკის ხმაურიან ქუჩებს გადაჰყურებს, საყვარელი საწოლი და მის გვერდით მუდამ არეული საწერი მაგიდა... ყველაზე მეტად კი ის ხალხი, ვინც აქ დამხვდა. არც მეგონა თუ ისინი ასეთი მნიშვნელოვნები გახდებოდნენ, არც ის მეგონა, რომ მეორედ ვინმესთან მეგობრობის სურვილი კიდევ გამიჩნდებოდა, მაგრამ აი მე აქ ვარ და ეს მსურს. გულის სიღრმეში მეშინია, მაგრამ ვცდილობ შიში უკუვაგდო და ჩვეულებრივად მოვიქცე. ახლაც ფანჯრის რაფაზე ვზივარ.
ახლახანს დავბრუნდი უნივერსიტეტიდან. მადის, კამის და ბარბს ჩემთან დაკავშირებით გრანდიოზული გეგმები აქვთ. მგონი არ მითქვამს, რომ დღეს პაემანი მაქვს, მათ კი უნდათ ამისთვის თავად მომამზადონ. ცოტა ხნით ოთახში შემოვიპარე, გოგონებს ვუთხარი ემილის უნდა დავურეკო და გავენთავისუფლო მეთქი, არადა ემილის გუშინ დავურეკე."
-ლილიი! დროზე ქენი დრო გარბის!- გარედან დამიყვირა მადიმ.
"აი მადი უკვე გამოვიდა მდგომარეობიდან და სანამ კიდევ რამეს იტყვის ჯობს ჩემი ფეხით გავიდე."
კალამი დავდე და რაფიდან ჩამოვხტი. კიდევ ერთხელ შევავლე თვალი არეულ საწერ მაგიდას და ოთახიდან გამოვედი.
-ძლივს- ჩემ დანახვაზე ტუჩის კუთხე დამცინავად ასწია კამიმ- ერთი საათის წინ მოვამზადე ყველაფერი!- თვალით სარკის წინ დაწყობილ კოსმეტიკაზე, ფრჩხილების, თმის და კიდევ ათასი რამის მოვლის საშვალებებზე მანიშნა.
-ასე მგონია შიმშილის თამაშებში მივდივარ!- შევნიშნე მე.
-თუ სასწრაფოდ აქ არ დაჯდები და უფლებას არ მოგვცემ შენ სტილში რამე კარგი შევიტანოთ, მაშინ წასვლა არც მოგიწევს, როგორმე მე თვითონ მოგკლავ!- წარბები ასწია მადიმ და სკამზე ძალით დამსვა.
-რას მიპირებთ?
-საღამოს მშვენებად უნდა გაქციოთ, ტომს პირი ღია დარჩება!- თვალი ჩამიკრა ბარბმა.
მაკიაჟის გაკეთებას საათზე მეტ ხანს მოუნდნენ , შემდეგ ვარცხნილობა, მანიკური, უკვე დროის სათვალავი ამერია. თან ცოცხალი თავით სარკეში არ მახედებდნენ. ბოლოს კაბაც, რომ შევარჩიეთ მადიმ ერთი კულული წინ ჩამომიშალა და სარკის წინ დამაყენა.
იქიდან ვიღაც უცნობი გოგონა მომჩერებოდა. ლამაზი, ქერა თმა კოსად ჰქონდა აწეული და ერთი კულული წინ ჩამოშლოდა. მწვანე თვალები მღელვარებისგან უბრწყინავდა და გლუვი ღაწვები ოდნავ ასწითლებლდა.
-ნუთუ... ეს მე ვარ?!- ძლივს ამოვღერღე ცოტა ხნის დუმილის შემდეგ.
-ჩვენი ჯადოსნური ხელებით სასწაულები შეგვიძლია!- ჩაიფხუკუნა კამიმ.
-ჰო მართლა სანამ წახვალ აფთიაქში შეირბინე!- მითხრა მადიმ.
-აფთიაქში რა მინდა?- გამიკვირდა მე.
-პრეზერვატივი ხო უნდა იყიდო ყოველი შემთხვევისთვის!- გაიცინა მადიმ.
-მადს!- თვალები დავუბრიალე მე, მაგრამ ღიმილი მაინც ვერ შევიკავე.
-რა? შენ რომ გიყურებ ლამის მეც ლესბი გავხდე და იმას რა მოუვა!
-მადს ჩემ გაუპატიურებას ხომ არ აპირებ?- თვალები ავატრიალე.
-მე გაგაფრთხილე და მერე ორსული არ მომადგე კარზე!
-ახლა რაღაცას გესვრი!- გამეცინა მე.
უცბად ვიღაცამ კარის სახელური გადაატრიალა და შემოვიდა.
-შენ დაკაკუნება არ გასწავლეს?- დაუყვირა კამიმ.
-კაი რა კამ, ასე ბევრად ადვილია!- გაუღიმა ქოულმა.
-იქნებ შიშველი ვარ!- ჩავერიე მე.
-ჯერ ერთი ისეთი არაფერი გექნება რაც მე გამაკვირვებს!- ღიმილით შემათვალიერა- და მეორე, შიშველი, რომ იყო კარს ღიას არ დატოვებდი!
მე თავი გავაქნიე და ისევ სარკისკენ მივბრუნდი.
-რომელი საათია ბარბ?- ვკითხე ბარბარას.
-შვიდს 10 აკლია!
-კაი წავედი, თორემ დამაგვიანდება!
-მოიცა მოიცა!- შემაჩერა კამიმ- ვერ დავიჯერებ, რომ არ დაუნახიხარ, რეაქცია რატომ არ ქონდა?.. ქოულ! აბა... შეაფასე!- და მოდელივით დამაყენა ქოულის წინ.
-ჰმ... არა უშავს! - მხრები აიჩეჩა და მაცივარი გამოაღო- ერთ რჩევას მოგცემ,- მაცივრიდან სალათა გამოიღო და მაგიდაზე დადო- ეს ვითომ ხრიკი, რომლის გარეშეც უკეთეს შთაბეჭდილებას მოახდენ, არ გინდა!- და თითით წინ ჩამოშლილი კულული ყურს უკან გადამიწია- ასე ბევრად ჯობია!
-რაა?- გაბრაზდა მადი- ეს მთავარია, ლილი არც გაბედო მისი გადაწევა!- და თმა ისევ ჩამომიშალა.
-ნუ ღელავ მადს, ასე უფრო მომწონს- გავუღიმე მე.
-მე მაინც გითხარი, ჯერ კიდევ შეგიძლია გადაიფიქრო!- ტუჩის კუთხე ჩატეხა ქოულმა და მაგიდას მიუჯდა.
-ლილ არ დაუჯერო! შენ კიდე აქ რო არ ჭამო სახლში ვერ შეჭამ?- დოინჯი შემოირტყა კამიმ.
-კაი რა კამ, ხომ იცი შენი გაკეთებული სალათა მთელ მსოფლიოს მირჩევნია- აფერისტულად გაუღიმა ქოულმა.
-კაი წავედი დამაგვიანდება!- ჩანთა ავიღე მე და კარი გავაღე.
-აბა ლილ შენ იცი!
-რაც გითხარი არ დაგავიწყდეს!- მომაძახა მადიმ სანამ ლიფტის კარი დაიხურებოდა.
თავი გავაქნიე და სარკისკენ მივბრუნდი. წინ ჩამოშლილ კულულს დავაკვირდი. "ჯანდაბას დავუჯერებ ერთხელ ქოულს"- გავიფიქრე მე და თმა ყურს უკან გადავიწიე.
ლიფტის კარი გაიღო და გარეთ გავედი. გრილი ნიავი სახეში მეცა. უკმაყოფილოდ მოვათვალიერე გარემო და ერთ-ერთ მანქანასთან ტომიც შევნიშნე. გავუღიმე და მისკენ წავედი.
-ჰეი!
-მოიცა... ნუ მაბნევ!- საყვარლად გამიღიმა.
-გაბნევ?- გავიკვირვე მე.
-კი საშინლად! აი ახლა... რომ მიღიმი...
-ძალიან აზვიადებ!- მხრები ავიჩეჩე მე.
-არა, მართლა... ულამაზესი ხარ!
-გმადლობ!- თვალი ჩავუკარი მე- აბა გონს მალე მოეგები თუ უნდა გამყინო?
-ჰო, ბოდიში... დაბრძანდით მისის რეინჰართ!- კარი გამიღო.
-გმადლობთ!- დიპლომატიური ღიმილი ვაჩუქე და მანქანაში ჩავჯექი. კომფორტულად მოვკალათდი. ამასობაში ტომიც მიუჯდა საჭეს.
-სად მივდივართ სერ?- ვკითხე უკვე როლში შეჭრილმა.
-გაიგებთ მისის!- თვალი ჩამიკრა და მანქანა დაქოქა.
დაახლოებით ნახევარ საათში მანქანა პატარა, საყვარელი კაფის წინ გააჩერა და კარი გამიღო.
-მაგრამ მგონი კაფე დახურულია!- შევნიშნე ჯარზე ჩამოკიდებული აბრა.
-კი, საერთოდ არის, მაგრამ არა ჩვენთვის ლამაზთვალება!
-მისტერ იანგ, თქვენი მაგიდა მზადაა!- შესვლისთანავე მიმართა მიმტანმა და ხელით ფანჯარასთან მდგარ მაგიდაზე ანიშნა. კაფეში ჩვენ გარდა არავინ იყო. არა, უნდა ვაღიარო ძალიან ლამაზი ადგილი იყო. ყველგან სანთლები ენთო.
-რომანტიკა?- ღიმილით მივუჯექი მაგიდას.
-სიმართლე გითხრა, არ მიყვარს რომანტიკა, მაგრამ... შენ გვერდით ყველაფრის სურვილი მიჩნდება.
-ძალიან ლამაზია, ყველაფერი!
-შენზე ლამაზი არ არის!
-მეფლირტავები?
-ვცდილობ რომანტიკული გარემო არ დავანგრიო!
ის იღიმოდა. მეც. თითქოს ყველაფერი კარგად იყო. არა, კარგად კი არა შესანიშნავად. ხომ არის ხოლმე ასეთი მომენტები? მომენტები როცა ფიქრობ, რომ ვიღაცას ნამდვილად აინტერესებ და ეს ფიქრები გაბედნიერებს, ხოდა სწორედ ასეთი მომენტებით იყო სავსე ის საღამო. მე ვიცინოდი. ისიც იცინოდა. თითქოსდა ყველაფერი მართლაც შესანიშნავად იყო, მაგრამ ესეც დამთავრდა. ამ სამყაროში ხომ ყველაფერი წარმავალია, თუმცა როდესაც ბედნიერი ხარ გინდა ეს სანუდამოდ გაგრძელდეს, მე კი იმ საღამოს ეს არ მდომებია. იმ საღამოს თავი დახვეწილ და სასურველ ქალად ვიგრძენი, ზრდასრულ ქალად, მაგრამ არა ბედნიერად.
უკვე გასვლას ვაპირებდით და საკმაოდ მთვრალებიც ვიყავით, როდესაც ტომს დაურეკეს. ბოდიში მომიხადა, რომ წასვლა უწევდა. რამდენჯერმე შემომთავაზა სახლამდე მიყვანა, მაგრამ უარი ვუთხარი და საბოლოოდ წავიდა.
ტროტუარს ფეხით გავუყევი. ათი დაწყებული იყო. უკვე ისე შევეჩვიე ამ ხმაურს ქუჩებში... ქალაქის თავზე შავი ღრუბლები შეყრილიყვნენ. კარგი საღამო იყო სანამ არ დამთავრდა. რატომღაც თავი მარტოსულად ვიგრძენი, საშინლად მომინდა ვიღაცის ჩახუტება. მაქვს ხოლმე ასეთი მომენტები, მაგრამ ჩახუტების სანაცვლოდ რატომღაც წვიმა მივიღე. არ გავქცეულვარ. მიყვარს წვიმა. ცივი წვეთები თმასა და სახეს მისველებდნენ და მოწყვეტით ეცემოდნენ მიწაზე. შემეძლო ტაქსი გამეჩერებინა, მაგრამ არ მინდოდა. ფიქრებში გართულს მანქანის სიგნალის ხმა შემომესმა. გარემო მოვათვალიერე და ქოულის მანქანა შევნიშნე. შუშა ჰქონდა ჩაწეული და მე მომჩერებოდა.
-აქ რა გინდა?- ვკითხე მე.
-ჩაჯექი წვიმს!- დააიგნორა ჩემი შეკითხვა.
-მიპასუხე!
-ხვდები, რომ სველდები?
-მერე რა?
-ასე დგომას აპირებ?
-მიყვარს წვიმა!
-ბავშვივით ნუ იქცევი, გაცივდები!
-შენ კი მზრუნველი დედიკოსავით იქცევი...- დავეჯღანე მე.
-ჩაჯდები თუ ჩაგსვა?
-რას გადამეკიდე? მე თუ გავციცდი შენ რა?
-ნუ გადმომიყვან!
თვალები ავატრიალე და ამოვიოხრე.
-კარგი ჯანდაბას!- კარი გავაღე და ჩავჯექი- აბა, სულ ეს არის რაც გინდოდა!
-დაახლოებით!- მანქანა დაძრა მან.
-აქ რა გინდოდა?
-სახლიდან მოვდივარ თქვენთან, კამიმ სასწრაფო კრება გამოაცხადა, მგონი მაჭანკლობას ეხება!
-აქ ცხოვრობ?
-დაახლოებით!
-შეიძლება ერთხელ კონკრეტული პასუხი გამცე?
-იქნებ ოდესმე შევძლო კიდეც...
თვალები ავატრიალე და ქუჩას გავხედე. წვიმის წვეთები ფანჯარას ასველებდნენ. გარე განათებები მათ აბრჭყვიალებდა.
მთელი გზა ხმა აღარ ამომიღია. კარი შევაღეთ თუ არა კამი შემოგვეგება.
-ძლივს! ქოულ ამდენი ხანი სად ხარ? ლილი?.. ასე ადრე მოხვედი?
-მერე აგიხსნი!- ვუთხარი მე.
-კარგით უკვე დააგვიანეთ, ასე რომ დროზე შემოდით სასტუმრო ოთახში!_____________________________
Vote & comment 💖💖💖