Lili's Pove
"შემთხვევითობები არ არსებობს - ყველა მათგანს აქვს მიზეზი!" ავტორი ახალგაზრდა მწერალითუ თქვენც ჩემსავით გიყვართ შობისთვის სახლის მორთვა, მიხვდებით, რა მდგომარეობაში ვიყავი მაშინ, როდესაც ამ საოცარ საქმეში ჩემი წვლილის შეტანა არ შემეძლო. ვიწექი დივანზე პლედში გახვეული, საშინლად ოფლიანი და სიცხიანი და ვუყურებდი როგორ რთავდნენ მადი და ბარბი სახლს ათასნაირი გირლანდებით და მოციმციმე ნათურებით.
-კარგით რა, მეც დაგეხმარებით!- ვეღარ მოვითმინე და უკვე მეათედ დავიწყე წუწუნი.
-ლილი ადგომა არ გაბედო!- მკაცრად გამიმეორა მადიმ.
-ეგ აქეთ დაკიდეთ, აქეთ უფრო მოუხდება!- ვუთხარი მე და მათაც უცნაური ფერის წვიმა ტელევიზორის მაღლა დაკიდეს.
-ნაძვის ხე?- გაახსენდა ბარბს.
-მოიტანენ ბარბ, ნუ ღელავ!- დაამშვიდა მადიმ.
-მგონი ჯობდა ჩვენ აგვერჩია, აბა ტრევისი, ჩარლზი და დილანი რას აარჩევენ?- უკმაყოფილოდ აბუზღუნდა ბარბი.
-კამიც მათთანაა!- შევახსენე მე, მაგრამ ჩემი ხმა მე თვითონ არ მომეწონა და ისევ ჩემ წვნიანს მივუბრუნდი.
-ქეიჯეი და კლარა სად არიან?- ეჭვნარევი ღიმილი შემოგვანათა მადიმ.
-სად იქნებიან, ალბათ ნიუ იორკის ქუჩებში სეირნობენ ან კინოში რამე რომანტიკულ ფილმს უყურებენ...- თვალები აატრიალა ბარბმა.
-მაგათ რაღა ეტაკათ, ერთმანეთს ვერ ეუბნებიან, არადა ყველამ იცის!- დოინჯი შემოირტყა მადიმ და სკამზე დადგა, რომ ზემოთ კიდევ ერთი სათამაშო დაეკიდა.
-ეს რომ ვინმეზე რამეს იტყვის!- ჩავიცინე მე.
-რაა?- ვითომ ვერ გაიგო მადიმ.
-არაფერი, ქოული სადაა მეთქი!- შევცვალე ფრაზა.
-რავი ალბათ რეპეტიციაზე?!- მხრები აიჩეჩა მადიმ.
-დღეს რეპეტიცია არ აქვს!- შეუსწორა ბარბმა.
-რავი, მაშინ იქნებ ვინმე გაიცნო და ეშველა!- გაიცინა მადიმ.
-კაი რა, მგონი ყოველ დღე სხვადასხვა გოგოსთან ერთად იღვიძებს!
-მე ვინმე ნორმალური ვიგულისხმე, ვისთანაც დიდი ხანი იქნებოდა!- განუმარტა მადიმ.
-კარგით მივწერ!- გავაწყვეტინა საუბარი. სულაც არ მეხამუშებოდა ამ თემაზე, რომ ლაპარაკობდნენ.
ტელეფონი ამოვიღე, რომ ქოულისთვის მიმეწერა და მაშინვე კარი შემოაღო.
-სიურპრიზიი!- მეორე წამს რაღაცის ბრახუნის ხმა გაისმა- უუპს, ბოდიშით დამივარდა! - პიცის ყუთი ხელში აიღო და მაგიდაზე დადო- ჰა ახლა დატრიალდით, მშია!
-ამას რა შეცვლიდა!- მხრები აიჩეჩა ბარბმა და პიცა სამზარეულოში შეიტანა.
-რა სუნია, - ნესტოები დაბერა ქოილმა- აშკარად ჩემზე ჭორაობდით ხო?.. არ გრცხვენიათ?!
-რას ბოდიალობ? - წამით ვიფიქრე, რომ ქოული კარზე ყურმოდებული იდგა და გვისმენდა.
-კი, კი მასეთი სუნია!
-რაღაც ძალიან ბედნიერი ხარ, რა ხდება?- დავინტერესდი მე.
-რა უნდა ხდებოდეს ლილი, მე ხომ ცოცხალი ვარ! ეს დიდი მიზეზია ბედნიერებისთვის!- თვალი ჩამიკრა და ტელევიზორის პულტი აიღო- ისე გირჩევნია შენ მაგ წვნიანს მიხედო სანამ მადიმ თავზე არ გადაგასხა!
-მადლობა რჩევისთვის- თვალები ავატრიალე.
-ქეიჯეი და კლარა არ გინახავს?- ჰკითხა მადიმ.
-კი, დავინახე ქეიჯეი როგორ უხსნიდა სიყვარულს კლარას!.. ოღონდ სიტყვების გარეშე, თან ჩემთან!- თვალები გაუბრწყინდა ქოულს.
-რას ბოდიალობ? დროზე მოყევი!- მაშინვე ყველა საქმე მიატოვა მადიმ და ქოულს მიუჯდა.
-კაი რა, მადს! მეღადავები? ეგ რო მოხდება შეიძლება ცოცხალიც აღარ ვიყო! მაგას თვითონ ვერ გაუგია, რომ კლარა უყვარს და...
-ოო, მეც დავიჯერე უცბად რა!- ისევ წამოდგა მადი.
ბარბმა სამზარეულოდან პიცა შემოიტანა და ქოულს წინ დაუდგა.
-ნახეთ, რა რძალი მყავს!- გაიცინა ქოულმა და პიცის ნაჭერი აიღო.
-მალე მოვლენ!- განაცხადა ბარბმა, ისე, რომ ქოულისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
კარზე კაკუნის ხმა გაისმა. ქეიჯეი იყო. შემოვიდა თუ არა ისიც პიცას ეცა.
-გარეთ საშინლად ცივა!- ამოიწიწუნა პირგამოტენილმა.
-კლარა სადაა?- დავინტერესდი მე.
-არ ვიცი, დღეს არ მინახავს!- მხრები აიჩეჩა ქეიჯეიმ.
-უნდა დავურეკო!- განაცხადა მადიმ და ოთახში შევიდა.
-ჯოისტიკები სად გაქვთ?- სავრძელში მოკალათდა ქეიჯეი.
-ახლა თამაში არ დაიწყოთ!- ერთდროულად წამოვიძახეთ მე და ბარბმა.
ქეიჯეიმ და ქოულმა ერთმანეთს გადახედეს და მხრები აიჩეჩეს.
-ქეიჯეი აბა რა ხდება შენ ცხოვრებაში?- გამამხნევებლად დავიწყე მე.
-ლილი მეღადავები?- წარბები ასწია და პიცის ნაჭერი აიღო.
-ამისგან ვერაფერს გაიგებ!- თვალები აატრიალა ბარბმა.
-რაა?- ამოილუღლუღა პირგამოტენილმა ქეიჯეიმ.
-კლარა სახლშია ოჯახთან და საღამოს მოვა, დანარჩენებმა მოვდივართო!- ოთახიდან გამოსვლით გადაგვარჩინა მადიმ.
-მადშ, იჩი ტევისი შევარებულშ დაშოდა...- ძლივს ამოილუღლუღა პირგამოტენილმა ქეიჯეიმ.
-მერე რა, მეც დავშორდი გუშინწინ ეთანს- მხრები აიჩეჩა მადიმ.
-ნეტა ამ თამაშს მორჩებოდეთ რაა!- ჩაერია ქოული.
-რა თამაშს?
-ვითომ ვერ ხვდები- აფერისტულად გაუღიმა და სამზარეულოში გავიდა.
მე სხვა რა უნდა მეკეთებინა, პულტი ავიღე და CW-ზე გადავრთე. რაღაც ახალი სერიალი გადიოდა, ხოდა მეც ყურება დავიწყე. ამასობაში ჩარლზი, ტრევისი, დილანი და კამიც მოვიდნენ.
-რას აკეთებთ? აქეთ მოიტანეთ- მბრძანებლობდა კამი. თქვენ წარმოიდგინეთ, ასეთ მომენტშიც კი ძალიან საყვარელი იყო- დილან, ვერ ხვდები, რომ მასე არ შემოეტევა? მოაბრუნე!
-ეს რა არის?- პირი ღია დარჩა მადის- კამ რამხელაა!
-მგონი ამხელა სახლიც არ არის!- ირგვლივ მიმოიხედა ქოულმა, თითქოს მართლა სახლს ზომავსო.
კამიმ არცერთს არ მიაქცია ყურადღება, სამაგიეროდ ბიჭები აყვნენ.
-შენ უნდა გენახა, რამხელას არჩევდა! კიდევ კარგი საბოლოოდ ეს აირჩია, მადლობა უთხარით!- აწუწუნდნენ და ბუზღუნ-ბუზღუნით შემოათრიეს ნაძვის ხე.
-ამდენს, რომ არ ლაპარაკობდეთ, აქამდე 5 ასეთს მოვიტანდით!- დოინჯი შემოირტყა კამიმ.
-არ გვინდა 5 ასეთი მადლობა!- გაიცინა ბარბმა.
როგორც იქნა ჩარლზმა, დილანმა, ტრევისმა, ქეიჯეიმ და ქოულმა ადგილი მიუჩინეს ამ უზარმაზარ არსებას და დაღლილები ჩამოსხდნენ.
-ჩვენ მოვიტანეთ, დანარჩენი თქვენზეა!- გულზე ხელი დაიკრიფა დილანმა და ხელების დასაბანად აბაზანაში შევიდა. დანარჩენებიც მას გაჰყვნენ.
სანამ ბიჭები ჭამდნენ და მე რაღაც სერიალს ვუყურებდი, კამი, მადი და ბარბი ნაძვის ხეს რთავდნენ. ცოტა მოგვიანებით კლარაც შემოგვიერთდა. მას ჩვენგან განსხვავებით ძალიან მოეწონა ნაძვის ხე. კლარა და ქეიჯეი ერთად წავიდნენ. უფრო მოგვიანებით კამი და ჩარლზიც გაჰყვნენ, მერე ქოული და დილანი და ბოლოს ტრევისიც.