Lili's Pove
ჩემი ოთახიდან გამოვედი და სარკეში ჩემ თავს დავაკვირდი. წამების წინ დავარცხნილი თმა ისევ ამჩეჩვოდა.
-მაადს? სავარცხელი სად არის?- გავძახე მადის, რომელიც ერთდროულად სენდვიჩის ბოლო ლუკმას იტენიდა, თმას ივარცხნიდა და თავის კონსპექტებს ამოწმებდა. საპასუხოდ რაღაც გაუგებრად წაიბურტყუნა პირგამოტენილმა. მეც მაშინვე ჩემი სავარცხელი ამოვიღე ჩანთიდან და თმაზე ჩამოვისვი.
-კამ? ბარბ? - დავუძახე იმის ნიშნად, რომ მზად ვიყავი.
-ერთი წუთით!- სააბაზანოდან გამოვარდა კამი, თან კაბას ისწორებდა. ბარბი კი ტუჩსაცხს ისვამდა და ტელეფონით დილანს ელაპარაკებოდა.
აი ასე ემართებათ ადამიანებს, როდესაც მაღვიძარა უფუჭდებათ და გვიან იღვიძებენ.
უკანასკნელად შევავლე თვალი ჩემ ანარეკლს სარკეში და კარისკენ გავემართე.
ჩვენდა გასაკვირად ამჯერად ქოული დაგვხვდა ჩარლზის ნაცვლად.
-დღეს ჩარლზს საქმეები ჰქონდა, მე მიმადლოდეთ!- დაგვამადლა მაშინვე.
ბარბი დილანს ჩაუხტა მანქანაში. დანარჩენები კი ქოულთან მოვთავსდით. წინ მე დავჯექი. უსაფრთხოების ღვედი შევიკარი და კომფორტულად მოვკალათდი.
-რამდენი ხართ რა იყოთ?- შეგვათვალიერა ქოულმა- ვიღაცას ეგონება, რომ ერთდროულად სამი ნაშა ვითრიე!
-ეე იდიოტო წესიერად ილაპარაკე!- მაშინვე შევუტიეთ და მანაც ხელები ასწია დანებების ნიშნად.
ტელეფონი ავიღე, რომ საათი მენახა. გავიგე როგორ გადაუჩურჩულეს კამიმ და მადიმ ერთმანეთს რაღაც. გული ამიფრთხიალდა.
თქვენთვის არ მომიყოლია მაშინ რა მოხდა ქოული რომ წავიდა, არა? იმ მომენტის გახსენებაზეც კი ვწითლდები.
რამდენიმე წამით უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.
-არ დაიწყოთ თქვენებურები!- საჩვენებელი თითი მკაცრად დავუქნიე გოგონებს.
-ლილუს!- ხელისგულები ერთმანეთს გაუსვა კამიმ და თვალები მოჭუტა- დაწვრილებით მოყევი რა ხდება!
ყველამ ყური ცქვიტა.
-რა უნდა ხდებოდეს?!- მხრები ავიჩეჩე- ან საერთოდ რას გულისხმობთ?
-კაი რა, ქოულსა და შენ შორის რა ხდება?
-ჩვენ მეგობრები ვართ!- ხელები უმწეოდ გავასავსავე.
-რაღაც მეგობრებს არ გავდით წეღან!- თვალები დამიბრიალა ბარბიმ.
-ჰო აშკარად გვიმალავთ რაღაცას!- ჩაერია მადიც.
-უკაცრავად, მაგრამ ვერ ვხედავ მიზეზს რატომ ფიქრობთ ასე?!- შევეწინააღმდეგე.
-ქოულისთვის და საკუთარი თავისთვის წეღან, ერთი წამით მაინც, რომ შეგეხედა გვერდიდან, შენც დაინახავდი მიზეზს!- მაშინვე გამაჩუმა კამიმ.
-ეს... ეს უბრალოდ, ჩვენ... კარგად ვუგებთ ერთმანეთს, სულ ეს არის!- მზერა ირგვლივ მოვატარე და ხელით ვანიშნე რომ ამ თემაზე ლაპარაკს აღარ ვაპირებდი.
-ლილ, შენმა "სხეულის ენამ" გაგცა!- დაასკვნა ბარბიმ.
-რაამ?- ცალი წარბი ავწიე გაკვირვებულმა. კამიმ და მადიმაც ჩემნაირი სახე მიიღეს.
-რა? "სხეულის ენა", არ გაგიგიათ? ამ შემთხვევაში " თვალების ენა".ადამიანის სხეულის ენა ყოველთვის იმაზე მეტს ამბობს, ვიდრე თვითონ! აი ამჯერად ლილიმ, იმის მაგივრად, რომ ჩვენთვის თვალებში ეყურებინა, ირგვლივ მიმოიხედა, ეს იმას ნიშნავს, რომ გვატყუებს ან სათქმელს ბოლომდე არ გვეუბნება!.. კარგით რა, ფსიქოლოგიურზე მაინც არ ვაბარებდე!- ისე შემოგვხედა ბარბმა თითქოს ძალიან დიდი სიბრძნე გაგვიზიარა.