Lili's Pove
კაფის ფანჯრებზე წვიმის წვეთები დასრიალებდნენ. თავსხმა წვიმა უეცრად დაიწყო. სადღაც შორს გაიელვა კიდეც. ასეთი წვიმა ყოველთვის მიყვარდა. ჩქარი და ხმაურიანი.
კაფის ფანჯრებს მოვშორდი და ბართან დავბრუნდი.
-წვიმს, დარწმუნებული ვარ ბევრი შემოვა!- გაბრწყინებული თვალებით ვუთხარი ემილის და კარს შევხედე. კარი მალევე აჭრიალდა. ყოველ შემომსვლელს სიცივე და წვიმის სურნელი შემოჰქონდა. ფეხზე წამოვდექი და ერთ-ერთი მაგიდისკენ გავემართე შეკვეთის მისაღებად.
-რას შეუკვეთავთ?
ხანში შესული ქალი იყო. დაახლოებით ემილის ხელა იქნებოდა. ღიმილით ამომხედა.
-ქერა მიმტანი წითურების ბარში?!
ამ სიტყვებზე ჯერ ქოული გამახსენდა და გამეღიმა, მაგრამ მერე დავფიქრდი, რას უნდა ნიშნავდეს "წითურების ბარი"?!
-უკაცრავად?
-მე ჯენა მქვია ძვირფასო, წითურს მოვაკითხე!- თვალით ჩვენკენ მომავალ ემილიზე მანიშნა.
-ჯენა?
-გამარჯობა ემილი, როგორც ჩანს საერთოდ არ მოგენატრე!
ამ გაურკვეველი ფრაზების შემდეგ ერთმანეთს ჩაეხუტნენ.
-ლილი ეს ჯენაა, ჩემი ძველი მეგობარი!- გამაცნო ემილიმ.
-სასიამოვნოა- რაც შემეძლო თბილად გავუღიმე და ისევ ბართან დავბრუნდი. სხვებსაც, რომ მოვემსახურე,
სხვა რა უნდა მეკეთებინა, ტელეფონი ავიღე. ერთი უპასუხოდ დარჩენილი ზარი იყო ქოულისგან. დაახლოებით ნახევარი საათის წინ დაურეკავს. მაშინვე გადავურეკე. მალევე მიპასუხა.
-გამარჯობა, თქვენ ესაუბრებით ქოულ სპროუსს! რასთან დაკავშირებით რეკავთ? იმიტომ, რომ თქვენთვისვე აჯობებს მნიშვნელოვანი იყოს!- მისმა პოზიტიურმა ხმამ ღიმილი მომგვარა.
-მე კი მინდოდა გამეგო თქვენ რასთან დაკავშირებით რეკავდით!- მართალია ვერ დაინახავდა, მაგრამ თვალები მაინც ავატრიალე.
-ჰო ვრეკავდი?.. დაიკიდე არ მახსოვს!
-კარგი მაშინ...
-ააა ჰოო გამახსენდა!- შემაწყვეტინა- მაინტერესებდა ხვალ რეპეტიციაზე თუ მოხვალ?
-შენ რა დამცინი?- გათიშვა დავაპირე.
-მოიცა, მოიცა! არ გათიშო! არ დაგცინი... სერიოზულად ვამბობ... შენთვისაც კარგი იქნება თუ წამოხვალ!
-მართლა? და ამას ვინ მეუბნება ვარსკვლავი ქოულ სპროუსი, რომელიც ერთ-ერთ მთავარ როლშია და რატომ მეუბნება? იმიტომ, რომ იქ იდიოტივით ვიჯდე და ვუყურო როგორ მეკარგება იმის შანსი, რომ საერთოდ მონაწილეობა მივიღო!- ტუჩი მოვიკვნიტე და ბარის გადაწმენდა დავიწყე.
-კარგი რა ძვირფასო რაზე ბრაზდები... ან ტუჩს რატომღა კბენ? მაგან რა დაგიშავა!
ბარის კარი გაიღო და შემოსასვლელში ქოული შევნიშნე. გამიღიმა და თვალი ჩამიკრა. თვალები ავატრიალე და გავუთიშე.
-აბა მოდიხარ თუ არა?- მომიახლოვდა ის.
-გასაგებად ვთქვი, რომ არ მინდა!- წარბები ავწიე და ჩამოვჯექი.
-კარგიი, შენი ნებაა- სიტყვები გაწელა ქოულმა- ვისკი გაქვთ?
თვალები ავატრიალე და ვისკი დავუსხი.
-მართლა! დამავიწყდა თქმა, იცოდი რომ ჩარლზმა ბინა იყიდა?- ჭიქა აიღო ქოულმა.
-არა, მაგრამ გამიხარდა! როდის მოასწრო?
-დღეს!- აფერისტულად გამიღიმა- და სხვათაშორის აღნიშვნას აპირებენ!
-ვაუ მაგარია!- გულწრფელად გამიხარდა- ესე იგი დღეს განტვირთვის საღამო გვექნება!
-ამ კაფეში...- დაამატა ქოულმა ღიმილით.
-რაა?
-ამ კაფეში აპირებენ "განტვირთვის" საღამოს მოწყობას!- ნიშნისმოგებით მომიჭრა მან.
-ჯანდაბა! რა უნდა ვქნა?- მოწყვეტით დავჯექი სკამზე და გამოსავალის პოვნის ალტერნატიულ გზებზე ჩავფიქრდი.
-დაგეხმარები, რომ აზრი შევაცვლევინოთ!
-მართლაა?!- გაკვირვებულმა და გახარებულმა გავუღიმე.
-რა თქმა უნდა!- საპასუხოდ მანაც გამიღიმა- ოღონდ... ერთი პირობით...
-ახლა რაღა გინდა?- დავინტერესდი მე.
-ხვალ რეპეტიციაზე წამოხვალ!
