Chapter 23

240 15 4
                                    

Lili's Pove
-არ ვიცი ლილი... არ დაურეკო... მე ხომ არ ვიცნობ... ეს ძალიან მოულოდნელია!- წუწუნებდა ემილი და ბართან ბოლთას სცემდა. ხანდახან თავის დაბნეულ, შეშინებულ თვალებს მე მომაპყრობდა ხოლმე. მის თვალებში ჩანდა სუხარულიც და შიშიც. სიხარული, რომ საბოლოოდ იპოვა თავისი შვილი და შიში, რომ ის კარგად არ მიიღებდა.
-ემილი მისმინე!.. ამდენი ხანია, წლებია მას ეძებ! ამბობ, რომ ის ერთადერთი ნათელი სხივია შენ ცხოვრებაში, შეგეძლო აბორტი გაგეკეთებინა, მაგრამ ეს აზრადაც არ გაგივლია! გაიხსენე რა იგრძენი, როდესაც პირველად გაიგე, რომ შენში მეორე არსება ცხოვრობდა... და ამ ყველაფრის შემდეგ შენ მასთან შეხვედრის გეშინია?.. მართალია უამრავი რამ გამოტოვე, ფაქტობრივად მთელი მისი ცხოვრება, ამიტომ რა თქმა უნდა მას დრო დასჭირდება, მაგრამ შეგიყვარებს!.. ბოლოს და ბოლოს ვიღაცამ ხომ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი?!
   ემილიმ აცრემლებული თვალებით შემომხედა.
-მართალი ხარ,- თავი გაუბედავად დამიქნია- მართალი ხარ უნდა ვნახო... ახლავე!
   ტელეფონი ავიღე და მადის ნომერი ავკრიფე. სანამ აიღებდა ემილის ვაკვირდებოდი.
  მადის ვუთხარი, რომ ბარში ჩამოსულიყო. დანარჩენი ემილის უნდა გაეკეთებინა. პერსონალის ოთახში შევედი და ხანდახან თუ გავიჭვყიტებოდი გარეთ.
   ერთმანეთს დაბნეულები გადაეხვივნენ, შემდეგ ცოტა ხანი ილაპარაკეს, მადი ხელების ქნევით წამოდგა და ბარიდან გავიდა.
-დრო მჭირდებაო...- მხრები აიჩეჩა ემილიმ.
-ასეც ვიცოდი! - გავიფიქრე მე, ხმამაღლა კი მხოლოდ ეს ვთქვი:
-ხოდა მიეცი!

   საღამოს ემილის დავემშვიდობე და ბარიდან გამოვედი. ციდან თეთრი, წვრილი ფანტელები ცვიოდა. სიცივეში გამოსვლისას გამაჟრიალა. ქუდი დავიფარე და ქუჩისკენ შევბრუნდი.
-ჰეი ლამაზო! უკვე ვეღარც მამჩნევ?- ქოულის ხმა ვიცანი. უკან შევბრუნდი და მისი მომღიმარი, სიცივისგან აწითლებული სახეც დავინახე.
-ქოულ? აქ რას აკეთებ?- დავიბენი მე და გაუბედავი ნაბიჯებით წავედი მისკენ.
-შენ წასაყვანად მოვედი!
-მოიცა და... სად მიგყავარ?
-ჩემთან,- ისე მიპასუხა ქოულმა თითქოს ეს ისედაც ცხადი იყო- დღეს რეპეტიციაზე ვიყავი ხოდა ვიფიქრე სცენარზე მუშაობას ერთად გავაგრძელებდით...
-აა ჰო! ეგ სულ დამავიწყდა!- დავიჯღანე მე- კაი თანახმა ვარ...
   მანქანაში ჩავჯექი და გზაში რეპეტიციაზე მოყოლა ვთხოვე. მალე პრემიერაც იქნება და მე ამ ყველაფრის მიღმა ვრჩები, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს სცენარზე მუშაობა მაინც მომწონს, მითუმეტეს ქოულთან ერთად.
   როგორც იქნა მივედით. ჩემი ქურთუკი შესასვლელში ჩამოვკიდე, ქოულს სცენარი გამოვართვი და სასტუმრო ოთახში შევედი.
-ისე ჩემთან ერთად სცენარის სწავლას არ გირჩევნია კლარა დაიხმარო?- დავინტერესდი მე და მაგიდას მივუჯექი. 
-კლარა თავის სტიქიაშია, ქეიჯეისთან ურთიერთობა ვერა და ვერ ააწყო, ხან რა ხდება ხან რა და თან... მომწონს ამის შენთან ერთად კეთება! მარტო ამის კი არა, სხვა რაღაცებისაც...- ტუჩი მოიკვნიტა საყვარელი ღიმილით.
-გეყოფა!- თვალები დავუბრიალე მე და ფურცლები ავიღე- აბა სად ვართ? ვიწყებთ თუ არა?
   ქოული გვერდით მომიჯდა და ფურცლები გამომართვა. დაახლოებით ნახევარი საათი მაინც გავიდა.
-კარგი, მგონი დაამუღამე ეს ნაწილი, დანარჩენს ნერე დახვეწავ!- გამოვთქვი ჩემი აზრი და მასთან უფრო ახლოს მივიწიე- იქნებ ახლა სხვა რამ გვეცადა?- ტუჩი მოვიკვნიტე მე.
-ლილი რას აკეთებ? ყურადღებას მიფანტავ, ჯერ პიესა!- წარბები ასწია ქოულმა აფერისტული ღიმილით.
-ჰო მართალი ხარ!- თვალები ავატრიალე და მაგიდაზე დავჯექი- აბა გისმენ გააგრძელე!
-ჰო მოკლედ სად ვიყავი? აა ხო... "უბრალოდ გეყოფა კარგი? დავიღალე ამ შენი ქარაგმებით ელის..." ჰო და მართლა დავიღალე რა, მართალი ხარ, მეყოფა ისედაც შესანიშნავად გამომდის!- ფურცლები დივანზე დაალაგა და ჩემკენ წამოვიდა ღიმილით. სკამი ჩემ წინ დადგა და ჩამოჯდა. მაგიდაზე ვიჯექი და ზემოდან ვუყურებდი.
-არ მიყვარს ზემოდან რომ მიყურებენ!
-რატომ? მე მომწონს- მხრები ავიჩეჩე მე.
  ქოულმა ფეხებზე ხელი მომკიდა და წამებში მის კალთაში აღმოვჩნდი.
-მგონი მაინც ასე ჯობია!- თვალი ჩამიკრა მან. ხელები წელზე მომხვია და თავისკენ მიმიზიდა. მისი ცხელი სუნთქვა მომედო კანზე. დამცხა. მკერდი სწრაფად ამიდ-ჩამიდიოდა. ქოულმა ჩაიღიმა.
-მომწონს ჩემი სიახლოვე, რომ განერვიულებს...- ტუჩები მოილოკა ქოულმა.
-შენი სიახლოვე არ მანერვიულებს, უბრალოდ...- დავიწყე მე, მაგრამ მან კოცნით გამაწყვეტინა. მეც ავყევი. თმაში ხელები შევუცურე. ქოულმა თითები დაბლა ჩამომიცურა და ჩემი შარვლის ღილების გახსნა დაიწყო.
-არა! არა! გაჩერდი!- შევაწყვეტინე მე. ჰაერი ფილტვებში დავიგროვე. თმა ხელით გადავიწიე და ქოულს შევხედე.
-რა მოხდა?- სწრაფად სუნთქავდა ქოული.
-ჯერ პიესა მისტერ სპროუს!- ტუჩი მოვიკვნიტე ღიმილით და ფეხზე წამოვდექი.
-მასე არა?
-ჰო რა თქმა უნდა ჯერ საქმე!- აფერისტულად გავუღიმე და სამზარეულოსკენ წავედი- მიდი შენ გააგრძელე, მე მანამდე რამეს მოვამზადებ! ისე არაფერი გაქვს?
-ვფიქრობ მე შენც მეყოფი- მომაძახა ქოულმა.
  თვალები ავატრიალე და სამზარეულოში შევედი. ვერაფერი ვიპოვე ერთჯერადი სუპებისა და ლუდების გარდა.
-ერთი ლუდი წამომიღე რა!- დამიძახა ქოულმა.
-შენ შენ საქმეს მიხედე გირჩევნია!- გამოვეპასუხე მე.
-ვცდილობდი, მაგრამ მაცადე?!- სამზარეულოში შემოვიდა.
-გეყოფა ქოულ! თუ მართლა მოვრჩით, წავალ...- ვუთხარი და საათს შევხედე. უკვე ცხრა ხდებოდა.
-არ გეზარება? გარეთ ძალიან ცივა!
-ხოდა შენ წამიყვან!- განვუცხადე მე.
-არა, მეზარება...- თავი გააქნია ქოულმა და მაცივრიდან ბოთლი გამოიღო.
-აუ კაი რა!
-ნუ წუწუნებ, ალტერნატიულ გზას გთავაზობ, შეგიძლია აქ დარჩე!- გამიღიმა და ლუდი მოსვა.
-ღადაობ? აქ რა მინდა?- გამიკვირდა მისი შემოთავაზება.
-ნუ ღელავ კი არ შეგჭამ, ძალიან კი მინდა, მაგრამ არ ვაპირებ!
-გეყოფაა- თვალები ავატრიალე მე.
-ანუ რჩები?
-ჰო კაი, ოღონდ!- საჩვენებელი თითი გავუქნიე ცხვირწინ- ჩემი პირობები მაქვს!
-კაი გისმენ.
-მოკლედ, შენ ტანსაცმელს მათხოვებ, რომელიც მე მომინდება იმას და არ იწუწუნებ ამაზე!
-კაი მორჩა?
-არა! მოიცა! და როცა მომინდება მაშინ ვითამაშებ შენი თმით- კმაყოფილმა გავუღიმე.
-ნუუ... კაი ხო!- თვალები აატრიალა ქოულმა.
-ამ ეტაპზე მგონი მორჩა!- ტუჩები გავილოკე.
-კიდევ კაი- წინ ჩამოვარდნილი კულული გადამიწია.
-მაშინ წავალ მე ოთახს ავირჩევ!- გავიკრიჭე და კიბისკენ შევბრუნდი.
-ჰეი, მოიცა!- შემაჩერა ქოულმა- მეც მქვს ჩემი პირობა, ჩემ ოთახში იძინებ!
-ანუ?.. შენთან ერ-თად?- დავიბენი მე.
-ჰო!
-შენ-ს საწოლში?
-ჰო!
-ანუ...
-ჰო! ჰო! რაიყო? ძილში მოჩვენებად კი არ გადავიქცევი!- ხელი მომკიდა ქოულმა- უბრალოდ მინდა, რომ შენთან ერთად დავიძინო!
-მაგრამ... რატომ?- გამიკვირდა მე.
-რას ქვია რატომ?
-ეს რატომ გინდა?
-მომწონს მძინარეს რომ გიყურებ, ისეთივე საყვარელი ხარ, როგორც შიშველი...
-კაი გაჩე!- დამცინავად შევხედე.
-არა ვაღიარებ, მძინარე უფრო საყვარელი ხარ!- საყვარლად გამიღიმა. მეც ვერ შევიკავე ღიმილი.
-კარგი ჰო, თანახმა ვარ!
-ძალიან კარგი!
-ჰო აბა რა ვჭამოთ?- ისევ მაცივარს მივუბრუნდი მე.
-მე მხოლოდ ერთი რამ მშია ახლა, მაგრამ დავპირდი არ შეგჭამ მეთქი!- მხრები აიჩეჩა ქოულმა და კვლავ სასტუმრო ოთახში გავიდა. მე პიცა ვიპოვე კარადაში და ჩემი თეფშით გავყევი ქოულს. ტელევიზორს ვუყურებდით და ჩამეძინა. ქოულმა ნაზი კოცნით გამაღვიძა.
-ჩამეძინა?- შევიშმუშნე მე და წამოვიწიე- სულ დამავიწყდა შენი თმა!
-რა დროს თმაა?! ვიძინებთ!- წარბები ასწია ქოულმა და ამიყვანა.
-რატომ ამიყვანე? სიარული შემიძლია!- წავებუზღუნე მე.
-კარგად კი დამძიმებულხარ!- ჩაიცინა ქოულმა.
-უკაცრავად? მერე ვინ გეხვეწებოდა ამიყვანეო?- გავიბუსხე მე.
   ქოულმა ფეხით გააღო ოთახის კარი.
-კაი ახლა ნუ გამებუტები!- ფრთხილად დამსვა იატაკზე. შიშველი ფეხებით შევეხე ხალიჩას.
-მაშინ ნერვებს ნუ მიშლი!- მის კარადასთან მივედი და თხელი, ხაკისფერი მაისური გამოვიღე. სააბაზანოში გამოვიცვალე, თავი მოვიწესრიგე და ოთახში დავბრუნდი. სანამ ქოული სააბაზანოში იყო, საბანში გავეხვიე და ბალიშები კომფორტულად დავაწყვე.
-ჰეი ჩემ მხარეს წევხარ!- შემომჩივლა ქოულმა, როგორც კი გამოვიდა.
-არ მაინტერესებს- მხრები ავიჩეჩე მე.
-კაი ნუ მებუტები!
-არ გებუტები...
-ნუ მაიძულებ ჩემი მეთოდი გამოვიყენო,- გვერდით მომიწვა ტრუსის ამარა.
-იქნებ ზუსტად ეგ მინდა!- ვერც კი მივხვდი როგორ წამომცდა ეს სიტყვები.
   ქოულს არაფერი უპასუხია. ჩემკენ მოიწია და ტუჩებზე ცერა თითი ჩამომისვა. სისხლში ადრენალინი მომაწვა. წამებში ჩემს თავზე აღმოჩნდა, თითები თითებში შემიცურა და ნაზად მაკოცა.
-ახლა კმაყოფილი ხარ?- ნელა მოშორდა ჩემ ტუჩებს.
-შეიძლება ითქვას!- კმაყოფილმა გავუღიმე.
   ქოული თავის ადგილს დაუბრუნდა.
-ჩამეხუტე რა!- მისკენ მივიწიე მე. ქოულმა ხელი მომხვია და მეც თავი შიშველ მკერდზე დავადე. მისი გულისცემა მესმოდა, წყნარი, მაგრამ რიტმული.
-რა ცივი ფეხები გაქვს!- შენიშნა მან.
-შენ კი ცხელი...
-ჰო ჩემი შინაგანი ენერგია!- გაიცინა მან. მისი სიცილი მელოდიასავით ჩამესმა. უცნაურმა სითბომ გამაბრუა და თვალები დამეხუჭა.

დილით ვიღაცის მზერამ გამაღვიძა. თვალები გავახილე და ქოულის საფირმო მზერას შევეფეთე.
-ასე რატომ მიყურებ?- ძლივს წარმოვთქვი ახალგაღვიძებული, ჩახრინწული ხმით.
-როგორ?
-ძილში მიყურებდი?
-ეს ჩემი ჰობია!- გამიღიმა და შუბლზე მაკოცა. წამოიწია, ჩაცმა დაიწყო.
-ქოულ...
-რა მოხდა?
-გოგონებს რა ვუთხრა?
-ჭკვიანი ხარ რამეს მოიფიქრებ!- თვალი ჩამიკრა და აბაზანაში შევიდა. ღრმად ჩავისუნთქე და კომოდიდან ჩემი ტელეფონი ავიღე. რამდენიმე გამოტოვებული ზარი დამხვდა.
    ფეხზე წამოვდექი. ფანჯრიდან გარეთ გავიხედე. გარეთ მზის სუსტი სხივები ანათებდა. ჩემი ტანსაცმელი ჩავიცვი. ამასობაში ქოულიც გამოვიდა.
-მე წავალ, გოგონები უნდა ვნახო, მერე ბარში უნდა ჩავიდე!- ვუთხარი და თმა ჩამოვივარცხნე.
-კარგი როგორც გინდა!- გამიღიმა მან.
  დაბლა ჩავირბინე, ჩემი ჩანთა და ქურთუკი ავიღე და გარეთ გავედი. ცოტა ხანში უკვე სახლში ვიყავი.
   კარი დოინჯშემორტყმულმა ბარბარამ გამიღო.
-რა ხდება ლილი? თუ სახლში არ მოდიხარ დაგვირეკე მაინც, მოვკვდით ნერვიულობით! ის კი არა მადი ცუდ ხასიათზე იყო თორემ პოლიციაშიც დარეკავდა ალბათ!
-კარგი ნუ მომაყარე!- თვალები ავატრიალე.
-აბა სად იყავი?
-ქოულთან!
-ასეც ვიცოდი!- თავი დამიქნია ბარბიმ.
-არა უბრალოდ სცენარზე ვმუშაობდით და მერე დამეძინა...
-დავიჯერე, ეგ ტყუილები ქოულს მოუყევი ძვირფასო!
-კაი რა, -ტუჩზე ვიკბინე- ყავას დალევ?
-თუ გააკეთებ რატომაც არა!
-მადი სად არის?- ჭიქები გამოვიღე კარადიდან.
-სძინავს სად უნდა იყოს! გუშინ ძალიან ცუდ ხასიათზე იყო, რატომ არ ვიცი!
   ამოვიოხრე. მე ვიცოდი რატომაც იყო ცუდ ხასიათზე. ვინანე, რომ სახლში არ მოცედი, ჩემი თანადგომა სჭირდებოდა.
-მაგრამ სხვათაშორის ტრევისი იყო და დიდხანს იყვნენ მის ოთახში, რაღაცაზე საუბრობდნენ, მაგრამ ვერაფერი გავიგე...- მხრები აიჩეჩა ბარბმა- უი ხო! დღეს საღამოს კლარას მეგობრის წვეულებაა და ხო წამოხვალ?
-სხვა რა გზა მაქვს!- მხრები ავიჩეჩე და ყავა დავასხი- წავალ მადის შევხედავ!
   ფრთხილად გავემართე მადის ოთახისკენ და კარზე დავაკაკუნე. ხმა არავინ გამცა. სახელური ჩამოვწიე და შიგნით შევიხედე. ოთახი ცარიელი იყო.

_____________________________

Vote & comment ❤️🖤❤️🖤

eyes never lie [COMPLETED]Donde viven las historias. Descúbrelo ahora