Chapter 19

242 15 3
                                    

Lili's Pove
  წამოდგომაც კი ვერ მოვასწარი ტესიმ კარი რომ შემოაღო.
-ლილი?.. ოუპს! ბოდიშით ცუდ დროს შემოვედი! ისე კარი მაინც ჩაკეტეთ ხოლმე!- სიცილით იგუდებოდა და სიტყვებს ამოსუნთქვისას ისროდა.
-რას ბოდიალობ, ტეს! შემოდი!- წამოვიწიე მე და კოპებშეკრულმა გავხედე ქოულს, რომელსაც ისევ წიგნი აეღო ხელში და ძალიანაც კმაყოფილი სახე ჰქონდა.
-არა, არა, გააგრძელეთ!
-ნერვებს მიშლი! არაფერი მომხდარა, შემოდი!- ცოტაც და ვიფეთქებდი.
-მართლა?- ოთახში შემოვიდა ტესი და კარი დახურა.
-ტეს!
-შენ არ გეკითხები, ქოულს ვკითხე- თვალები დამიბრიალა მან.
-რა ვიცი? მოხდა?- ვითომ ჩაფიქრდა ქოული- მგონი კი...
-შენ დებილი ხო არ ხარ?.. ყურადღება არ მიაქციო ასე ღადაობს ხოლმე!- მაშინვე ავუხსენი ტესის.
-კარგი...- ჩაიცინა მან- ნუ ღელავ ლილი, დედას არაფერს ვეტყვი, მაგრამ ქოული სასიძოდ ნამდვილად მოსწონს!- გაიკრიჭა ტესი და ოთახიდან სწრაფად გავიდა, იცოდა სხვა შემთხვევაში რაც მოუვიდოდა.
-ახლა გირჩევნია, შენი ნებით ადგე და აქედან გახვიდე!- ფეხზე წამოვდექი და დოინჯშემორტყმული მივაჩერდი ქოულს.
-სად გავჩერდით?.. ა, ჰო! ახლა ისედაც ვიცი, რომ გაბრაზებული ხარ!- გამიღიმა ქოულმა და ფეხზე წამოდგა- თუ რამე დაგჭირდეს ქვემოთ ვიქნები!- ღიმილით გაიხურა კარი.
-იდიოტი!- ჩავილაპარაკე ჩემთვის.
-მესმიის!- დამიყვირა დერეფნიდან.
  თვალები ავატრიალე და ღრმად ჩავისუნთქე.

                     *       *       *

   კიდევ რამდენიმე დღე დავრჩით ბოსტონში. სამწუხაროდ დრო სწრაფად გადის. შობისთვის ნიუ იორკში უნდა ვყოფილიყავით, ამიტომ 20 დეკემბერს ბარგი ჩავალაგეთ, ყველას დავემშვიდობეთ და კვლავ ნიუ იორკის გზას გავუდექით.
   სავარძელი გადავწიე და ძილისთვის კომფორტულად მოვკალათდი. სანამ იმაზე ვფიქრობდი, რა კარგი ყოფილა ბავშვობა, ძილი ნელ-ნელა, ფეხაკრეფით მომეპარა.
-ჰეიი! ლილიი! ლიიილს! გაიღვიძეე!- ვიღაცის ჩურჩულმა მყუდროება დამირღვია. თვალები ნელა გავახილე და სიბნელეში ქოულის იმედგაცრუებული სახე გავარჩიე.
-უკვე დაღამდაა?- თვალები მოვიფშვნიტე და წამოვიწიე.
-როგორც ხედავ! ჯობია ადგე...- ამოიოხრა ქოულმა და მანქანიდან გადავიდა.
   გარეთ გავიხედე და ლამპიონების შუქზე პატარა დასახლება შევნიშნე. სიტუაციაში გასარკვევად კარი გავაღე და მანქანიდან გადავედი. 
    საშინლად ციოდა. თეთრი, ხორხოშა ფანტელები ცვიოდა მოქუფრული ციდან და ირგვლივ ყველაფერს თეთრად ღებავდა.
-რატომ გავჩერდით?- ვკითხე ქოულს, რომელიც სიგარეტს ეწეოდა და მანქანის წინ ბოლთას სცემდა.
-ძრავას რაღაც მოუვიდა...- ჩემკენ არ გამოუხედია ისე მიპასუხა- აქ სადმე იქნებ იყოს სახელოსნო...- მხრები აიჩეჩა და სიგარეტის ნამწვავი თოვლში მოისროლა- მანქანის დატოვება მოგვიწევს!
-კი მაგრამ...- მთელი სხეულით ვკანკალებდი და გაგრძელება ვერ მოვახერხე, დამჯერი ბავშვივით გამოვეკიდე ქოულს.
   თოვლში ჩვენ კვალს ვტოვებდით, მაგრამ ისე თოვდა ნაფეხურებს რამდენიმე წუთში ისევ თოვლი ფარავდა.
   სიცივისგან უკვე ვეღარ ვაზროვნებდი. მარტო ის ვიცოდი, რომ ქოულს უნდა გავყოლოდი და ასეც ვიქცეოდი.
   რამდენიმე წუთში დიდ შენობას მივადექით. კარზე ჩამოკიდებულ აბრაზე დიდი ასოებით ეწერა:
   "სასტუმრო ვ ი ლ ა ტ ე"
   ქოულმა კარი შეაღო და შიგნით შევედით. პატარა ჰოსტელი იყო, ალბათ ტურისტებისთვის განკუთვნილი, მაგრამ შიგნით შედარებით თბილოდა. მიმღებში საყვარელი, ქერა გოგონა იჯდა და ნახევრად ეძინა.
-უკაცრავად!- დაიწყო ქოულმა მტკიცედ, რაზეც გოგონა გამოფხიზლდა და სკამზე წამოიწია- ჩვენ... ნიუ იორკში მივდიოდით და მანქანა გაგვიფუჭდა. შემთხვევით აქ ახლოს სახელოსნო ხომ არ გეგულებათ?
-კი!- ავტომატურად დაუქნია თავი გოგონამ და ქოულს კეკლუცად გაუღიმა. თვალები მოვჭუტე და მის სახეს დავაკვირდი- მაგრამ დილამდე არ გაიხსნება!
-გასაგებია...- მე გამომხედა ქოულმა- მოდი ამ ღამით აქ დავრჩეთ...
-ჰო... რასაკვირველია!- დავეთანხმე მე.
-ნომრები გაქვთ...- ქოულმა მის კოსტიუმზე გოგონას სახელი წაიკითხა - ბეკა?
-დიახ მისტერ...
-სპროუსი!- გაუღიმა ქოულმა.
-მისტერ სპროუს!- ტუჩი მოიკვნიტა ბეკამ- თუმცა სიცივეების გამო ზედა სართული დროებით გაუქმებულია, მეორე სართულზე კი მხოლოდ ერთი ნომერი გვაქვს!
-კარგი არა უშავს, მე მანქანაში დავრჩები...- ქოულმა ისევ მე გამომხედა, მაგრამ სანამ რამეს ვიტყოდი ბეკამ დაიწყო:
-შემიძლია პერსონალის ოთახი დაგითმოთ, ორადგილიანი საწოლი დგას, ჩემი ცვლა, რომ დამთავრდება...
   მივხვდი, რომ ამ სიტუაციის თავის სასარგებლოდ გამოყენებას აპირებდა და როგორც იქნა ჩავერიე:
-არ არის საჭირო, როგორმე მოვთავსდებით ერთ ოთახში! არა ქოულ?- ქოულს გავხედე თავმომწონედ.
-თუ არ გინდათ ქალბატონი შეაწუხოთ...- ბოლოჯერ ცდილობს ბეკა, მაგრამ მე ისევ გავაწყვეტინე:
-არ შემაწუხებს!
   ვერ მივხვდი ასე რატომ არ მინდოდა, რომ ქოული პერსონალის ოთახში დაწოლილიყო... იქნებ იმიტომ, რომ ვხვდებოდი ბეკას რაც უნდოდა მისგან, მაგრამ მათი თუნდაც ინტიმური კავშირი რატომ მადარდებდა?!. გადავწყვიტე ამაზე ფიქრით თავი არ შემაწუხებინა და ბეკას ოთახის გასაღები გამოვართვი.
-ღირსეულად გაიმარჯვე!- ქოულის სახეზე აღბეჭდილმა ღიმილმა შემაჩერა.
-რაზე ლაპარაკობ?- თვალები მოვჭუტე და ვითომ არ მაინტერესებდა გზა ისე გავაგრძელე.
-შენ ეჭვიან სახეზე!- კიდევ უფრო დიდი კმაყოფილებით მითხრა ქოულმა.
  ოთახის კარი გავაღე.
-ვერ ვხვდები რას გულისხმობ?
-ბეკაზე იეჭვიანე არა?
-ჰაა?- ისე გავიცინე, თითქოს მის ნათქვამს დავცინოდი- ეს საიდან მოიტანე?
-შენი თავისთვის გვერდიდან უნდა შეგეხედა!- თავმომწონედ მითხრა ქოულმა და საწოლიდან ბალიში აიღო- ისე მესმის შენი! მე სიმპათიური ვარ ის კი მომხიბვლელია, მივხვდი რაც იფიქრე, უბრალოდ არ მესმის ეს რატომ გადარდებს?
   მაშინ გავიფიქრე, რომ კარგი ვქენი შუქი, რომ არ ავანთე, თორემ ქოული ჩემ აწითლებულ სახეს დაინახავდა.
-იცი რა? არ მაინტერესებს შენ რა როგორ გაიგე, მაგრამ შეგიძლია წახვიდე იმ... ბეკასთან თუ ვინცაა თუ ასე ძაან გინდა!
-არა, არ მინდა, აქაც კარგად მოვთავსდები!- ქოულმა დივანზე ბალიში დადო და გახდა დაიწყო.
-ჰეი, მასე გაიყინები!- გაკვირვებული ვაკვირდები მის ქმედებებს.
-მომწონს ჩემზე რომ ზრუნავ!- ირონიულად გამიღიმა და დივანზე გაწვა.
   თვალები ავატრიალე, კურტკა და ფეხსაცმელი გავიხადე და ტანსაცმლიანად შევწექი ლოგინში.

eyes never lie [COMPLETED]Where stories live. Discover now