Lili's Pove
-კარგი რა მადს! გული კინაღამ გამისკდა, ჩემთვის მაინც გეთქვა, რომ გადიოდი!- სასტუმრო ოთახში ბოლთას სცემდა გაბრაზებული ბარბი.
-გეძინა და რანაირად მეთქვა?- თვალები აატრიალა მადიმ.
-ან ამ დილაუთენია ამ სიცივეში სად იყავი?- მისი კითხვა დააიგნორა ბარბმა.
-ხომ გითხარი სასეირნოდ გავედი!
-კარგით დამშვიდდით!- ჩავერიე მე- მადს, გაიყინებოდი, წამოდი ყავას გაგიკეთებ- შევთავაზე მე.
-ჰო მოვდივარ- გამიღიმა და ფეხზე წამოდგა.
-მე წავედი, დილანი უნდა ვნახო და თუ ჩემ არ ყოფნაში სახლს არ დაწვავთ ან ორივე არ აორთქლდებით კარგს იზავთ!- ტუჩები მოპრუწა ბარბიმ და შემოსასვლელისკენ წავიდა.
-კარგად!- გავძახე მე და სამზარეულოში შევედი. კარადიდან ყავის ჭიქები გადმოვიღე და ვცადე საუბარი წამომეწყო.
-მადს... შეიძლება არ მესმის შენი მდგომარეობა, იმიტომ, რომ ეს არასდროს მიგრძვნია, მაგრამ დამიჯერე,- თავდაჯერებულად წარმოვთქვი- ემილი ძალიან კარგი ადამიანია...
-ლილი მე... არ შემიძლია, ის... ყოველ ჯერზე როდესაც მას ვუყურებ, მასში ჩემ ანარეკლს ვხედავ!.. თითქოს ჩემი სარკეა!.. ეს ცუდად მხდის გესმის?.. მის გარეშე გატარებულ ყოველ წუთს, მთელ ჩემ ცხოვრებას თავიდან ვგრძნობ! არ შემიძლია...- მადის ცრემლები წამოსცვივდა და სახე ხელებით დაიფარა.
-მადს...- გვერდით მივუჯექი და მკლავები მოვხვიე- როცა მზად იქნები, მაშინ მიდი, ემილი ყოველთვის დაგელოდება!-აუ მალე გამოხვალთ?- უკვე მეათასედ დაგვიძახა დილანმა.
-მოიცა ცოტა ხანიც!- უკვე მეათასედ უპასუხა კამიმაც.
სანამ გოგონები წვეულებისთვის ემზადებოდნენ, მე მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე, ტანსაცმლის არჩევა მადის მივანდე და ოთახიდან გამოვედი.
-დანარჩენები?- ჩემი დანახვა გაუკვირდათ ბიჭებს.
-გამოვლენ ერთ-ორ საათში!- გავიკრიჭე და დილანს გვერდით მივუჯექი.
-შენი ძმა სადაა?- ვითომ არ მაინტერესებდა ისე ვკითხე და პულტი ავიღე.
-რა ვიცი! წვეულებაზე მოვალო და... რატო მკითხე?
-რატო უნდა მეკითხა, ისე დამაინტერესა, უბრალოდ!- მხრები ავიჩეჩე.
-ლილი! მოდი მგონი რაღაც გიპოვე!- გავიგე მადის ხმა და მეც მაშინვე ოთახში შევედი.
როგორც იქნა მოვემზადეთ და მიუხედავად იმისა, რომ ჩარლზის და დილანის წუწუნის ატანაც მოგვიხდა წვეულებაზე მაინც დროულად მივედით. დილანი და ბარბი მაშინვე აორთქლდნენ, კამიმ და ჩარლზმა ცეკვა დაიწყეს, მადიმ ტრევისი იპოვა, მე კი კლარასა და ქეიჯეის შორის დავჯექი ბართან.
-ვაა ლილი! ვინ მოგიყვანა?- მკითხა კლარამ.
-კლარა რა გჭირს, მეც და შენც დილანმა არ მოგვიყვანა?- გამიკვირდა მე.
-ხო დილანმა! ზუსტად მაგას ვამბობ, დილანს კი არ დავიწყებია, რომ ჩვენ წამოსაყვანად უნდა მოსულიყო!
-სხვათაშორის დილანს ბარბი ურეკავს ხოლმე და ყველაფერზე არ იბუსხება! არა ლილი?- ჩაერია ქეიჯეიც.
მივხვდი რაშიც იყო საქმე და გამეცინა.
-ჩარლზი და კამი რა საყვარლად ცეკვავენ! ჩარლზს კი არ დავიწყებია, რომ საცეკვაოდ გამოეწვია...
-სხვათაშორის არც ქეიჯეის დავიწყებია, მაგრამ უარით გამოისტუმრეს!- გაბრაზდა ქეიჯეი.
-რამეს დალევთ?- გვკითხა ბარმენმა.
-ამათ რამე დამამშვიდებელი და მე რამე მაგარი რა თუ შეიძლება!- ვუპასუხე მე ღიმილით.
-ჰეი რას შვებით?- გახშირებული სუნთქვით მოგვიახლოვდა კამი.
-რავი ესენი ჩხუბობენ და მე ვუსმენ!- მხრები ავიჩეჩე.
-ვაა!- კარისკენ გაიხედა კამიმ- ეს გოგო ვინ არის?
-რომელი?- მის მზერას თვალი გავაყოლე და შავთმიანი, საყვარელი, დაბალი გოგონა დავინახე. მას ყურადღებას არ მივაქცევდი, ქოულთან ერტად, რომ არ შემოსულიყო. გამომეტყველება შემეცვალა, გული უცნაურად შემეკუმშა და თვალები ამიცრემლიანდა.
-არ ვიცი... ალბათ ქო...- მისი სახელი ვერ წარმოვთქვი- ალბათ მისი მეგობარია!- ძალით გავიღიმე და სწრაფად შევბრუნდი საპირისპირო მხარეს.
-ლილი? სად მიდიხარ?- გაკვირვებული ხმით მკითხა კამიმ.
-თავს მოვიწესრიგებ!- რაც შემეძლო მშვიდად ვუთხარი და იქაურობას მოვშორდი.
"ცრემლები შეიკავე! ცრემლები შევიკავე!" ერთიდაიგივეს ვიმეორებდი გონებაში. საპირფარეშოში შევედი და სარკის წინ დავდექი. თვალები რამდენჯერმე დავახამხამე და სველი ხელები ჩამოვისვი სახეზე.
"რა ჯანდაბას აკეთებს? თუმცა ისეთს რას აკეთებს? ან რა მწყინს ასე ძალიან, ჩვენ ხომ ერთადაც არ ვართ!"
თავი დავიმშვიდე და კვლავ უკან დავბრუნდი. კლარა და ქეიჯეი ამჯერად ერთად იჯდნენ და აღარც გაბუსხულები იყვნენ.
-ლილი რა მიგივიდა?- დაინტერესდა კლარა.
-არაფერი, რატომ მეკითხები?
-თვალები ჩაწითლებული გაქვს!
-მართლა?
-შენ რა იტირე?- მკითხა ქეიჯეიმ- უბრალოდ მითხარი ვინ გაწყენინა და გადავამტვრევ გეფიცები!
-ვინ უნდა გადაამტვრიო, რო მოვინდომო მე მოგერევი!- გაიცინა კლარამ. მეც გამეღიმა.
-კი კი ეგრე გეგონოს!- დაეჯღანა ქეიჯეი.
-პრივეტ!- შეგვაწყვეტინა ქოულმა- ვაა ლილი, შენც აქ ხარ?
ირონიულად გამეცინა.
-მეც?- წარბები ავწიე- ჰო მეც აქ ვარ!
-ქოულ ის გოგო ვინ არის?- დაინტერესდა ქეიჯეი.
კლარამ რაღაც მითხრა და ვერაფერი გავიგე. მეორე წამს ქოული გვერდით მომიჯდა. ჩემი თმით თამაში დაიწყო.
-გეყოფა!- შევუღრინე მე და თმა მეორე მხარეს გადმოვიწიე.
-რაღაც გაბრაზებული მეჩვენები!
-დარწმუნებული ხარ რომ გეჩვენები?
ფეხზე წამოვდექი და სუფთა ჰაერზე გასვლა მოვინდომე. ხალხს ფეხებში ვებლანდებოდი, მაგრამ ეს სულ არ მადარდებდა.
-ლილი?..- შორიდან ყრუდ გავიგე ქოულის ხმა. ნაბიჯს იფრო ავუჩქარე და გარეთ გავედი.
ძალიან ციოდა. სიცივე ძვალსა და რბილში ატანდა. ღრმად ჩავისუნთქე. ორთქლი ჰაერში ღრუბელივით გაიფანტა.
-ლილი? რას აკეთებ? ქურთუკი მაინც ჩაგეცვა, ცივა!- გარეთ გამომყვა ქოული.
-არ მცივა...- უგრძნობად ვუპასუხე.
-ჰო ალბათ სიცხისგან გაკანკალებს...- მოსაცმელი მომაფარა მხრებზე.
-არ მინდა მეთქი!- მაშინვე მოვიშორე და უკან დავუბრუნე- უბრალოდ მარტო დამტოვე კარგი?!
-მანამდე არ წავალ სანამ არ ამიხსნი რა გჭირს!- ჯიუტად მომაცქერდა.
-გაინტერესებს რა მჭირს არა? გინდა რომ აგიხსნა! ჯანდაბა ამის დედაც!.. ვერ ვიტან ამ ყველაფერს გესმის! ერთ დღეს ჩემთან ერთად გძინავს, მეორე დღეს კი ვიღაც უცხო გოგოსთან ერთად მოდიხარ წვეულებაზე!!! ვიცი ამის უფლება არ მაქვს, იმიტომ, რომ ჩვენ შორის არაფერი ხდება! იმიტომ, რომ ერთმანეთის არავინ ვართ! იმიტომ, რომ ასე შევთანხმდით! მაგრამ საკმარისია... მაშინ ნუ მაგრძნობინებ, ნუ მატყუებ მაინც, რომ შენთვის რამეს ვნიშნავ! დავიღალე გესმის? აღარ მინდა ამდენი დრამა, უბრალოდ ჯობია დავამთაროთ ეს შეცდომა!.. ამას მირჩევნია მართლა არავინ ვიყოთ ერთმანეთისთვის!..
ცრემლები ნაკადულივით გადმომსკდა და მათი შეჩერება არც მიცდია. მოზღვავებული ემოციებისგან ისე ვიყავი შეპყრობილი, რომ ყველაფერი ვთქვი რაც მაწუხებდა.
-ლილი... მე, არ მეგონა თუ ეს ასე გტკენდა გულს, მართლა! გეფიცები ეს აღარ განმეორდება, ოღონდ არ მითხრა, რომ მიდიხარ!
-ერთი მიზეზი მაინც მითხარი! მხოლოდ ერთი თუ რატომ უნდა დავრჩე! მხოლოდ ერთი და ასე მოვიქცევი!
-იმიტომ, რომ მჭირდები!- მაშინვე მიპასუხა ქოულმა.
-არა ეგ არა! სულ სხვა რაღაცას გეკითხები! თქვი ის ერთი სიტყვა და სიცოცხლის ბოლომდე შენ გვერდით ვიქნები!
-მე...- შევნიშნე როგორ ყოყმანობდა. ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს ვიღაცას ჩემი გული ეჭირა და მთელი ძალით წურავდა სისხლისგან.
-კარგი, გასაგებია!- ნერვიულად გავიცინე და საპირისპირო მხარეს შევბრუნდი. ნიუ იორკის ქუჩას გავუყევი. ციოდა, საშინლად, მაგრამ არა ისე ძალიან, როგორც შიგნით. საშინელებაა, როდესაც გულში სიცივეს გრძნობ, თითქოს გეყინება და სულს გიხუთავს. უცნაური შეგრძნებები გბოჭავენ და ყელში გიჭერენ. მერე თანდათან ცნობიერებას კარგავ და ყველაფერი ერთფეროვანი ხდება.
ჩემ ოთახში ჩავიკეტე. ფანჯრის რაფაზე, ჩემ საყვარელ ადგილას ჩამოვჯექი და მანამდე ვტიროდი, სანამ გული არ ვიჯერე. ამასობაში გოგონებიც დაბრუნდნენ. მადიმ მაშინვე ჩემი ოთახის კარი შემოაღო.
-ლილი? ადრე წამოხვედი?- ზურგით ვიჯექი და ჩემი ცრემლები ვერ შეამჩნია.
-აჰმ!- თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად.
-რამე მოხდა?
-არა... არაფერი!- რაც შემეძლო მშვიდად ვუთხარი, მაგრამ ამ სიტყვებში იგრძნობოდა ჩემი სურვილი, რომ ყველაფერს მიმხვდარიყო. როგორ მინდოდა იმ წუთას მოსულიყო და ჩამხუტებოდა. ყველაზე და ყველაფერზე მეტად მინდოდა.
-კარგი...- თქვა და კარი გაიხურა.
თავი მსოფლიოში ყველაზე მარტოსულ ადამიანად მიმაჩნდა და ამან უფრო ცუდად გამხადა. მუცელში რაღაც ჩამწყდა, სუნთქვა მიჭირდა. ხმამაღლა ავქვითინდი.
-ნწ, ლილი...- გავიგე მადის ხმა. სწრაფად მომიახლოვდა და მკლავები მომხვია. თავი მხარზე დავადე და საოცარი შვება ვიგრძენი. მინდოდა მისთვის ყველაფერი მომეყოლა, მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი. ვიცოდი, რომ ისედაც ესმოდა.
-მაგ საქონელს ის თმა თუ ღერა-ღერა არ დავაცალო მაგას ნახავს! - ჩუმად ბრდღვინავდა მადი. მისი სიტყვები გულზე წამალივით მედებოდა და ღიმილს მგვრიდა.
![](https://img.wattpad.com/cover/211409889-288-k399305.jpg)