Lili's Pove
გაინტერესებთ რა გვითხრა იმ საღამოს კამიმ? ისედაც მიხვდებიდით, რომ ქოული მართალი იყო და ეს ყველაფერი მართლაც მაჭანკლობას ეხებოდა, კერძოდ კი ბარბსა და დილანს. ნუ ამ შემთხვევაში ასე იყო.
სექტემბრის გრილი საღამოა. ნიავი სახეზე მელამუნება და თმას მიწეწავს. წინ ჩამოშლილ კულულებს ყურს უკან ვიწევ და ქუჩას ვათვალიერებ. მარცხნივ ბარბი მიდგას. მასაც ლოყები ასწითლებია და ქურთუკის ელვა ბოლომდე შეუკრავს. გაფაციცებით აკვირდება ყოველ მანქანას, რომ დილანის ან ქოულის არ გამორჩეს. და აი ისინიც! როგორც იქნა...
დილანმა მანქანა პირდაპირ ჩვენ წინ გააჩერა და ჩვენც დაუფიქრებლად ჩავჯექით. შიგნით თბილოდა. კომფორტულად მოვკალათდი ფანჯარასთან და ამოვიოხრე.
-მეორედ მოკლე კაბას აღარ ჩავიცმევ, მითუმეტეს 16 სექტემბერს!- ბუზღუნით შევავლე თვალი ჩემ კაბას.
-ამდენი ხანი სად ხართ? გავიყინეთ!- შეუტია ტყუპებს ბარბმა.
-ჰეი ჰეი დამშვიდდი ლამაზო, საცობები იყო!- გაუღიმა დილანმა.
-ფანჯარას აუწიე!- დავუყვურე მე.
-ორივე ერთდროულად, რომ მიტევთ რა პონტია?- გაბრაზდა დილანი- ქოულ, ჩემი ძმა არ ხარ დამიცავი!
-რა ვქნა ძმაო დამნაშავე ხარ!- მხრები აიჩეჩა წინ მჯდარმა ქოულმა. ახლაღა შევამჩნიე, რომ წინ იჯდა და მისკენ გადავიხარე.
-ჰეი გონებასუსტო, მანდ ბარბი უნდა დამჯდარიყო!- გადავუჩურჩულე ნიშნისმოგებით.
-ნერვები დაიმშვიდე და ღვედი შეიკარი!- სარკეში გამომხედა მან.
-გეგმას გვიშლი!- თვალები მოვჭუტე და ახლა დილანს გადავხედე- დილან ფანჯარას აუწიე მეთქი!
-კარგი მცივანა!- დამეჯღანა ის.
უნდა ვაღიარო მანქანას ველურივით ატარებს. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ რამდენჯერმე სიკვდილსაც გადავრჩით.
-შეიძლება ცოტა ნელა ატარო?!- უყვიროდა ბარბი.
-კაი რა საყვარელო მოსაწყენი ნუ ხარ!
-იცოდე თუ აქ მოვკვდებით ჩემი ხელით მოგახრჩობ...
-რა ლოგიკურია!- ჩაერია ქოულიც.
ღმერთო შეიძლება ყველაფერში ეტენებოდეს?!
როგორც იქნა მივედით. ჰო სრულიად ჯანმრთელები ასე, რომ ბარბს დილანის მოხრჩობა აღარ მოუწია.
არ მიყვარს კლუბები, მაგრამ ამჯერად ეს მე არ მეხება. ხმამაღალმა მუსიკამ ყურები ამატკია. ჩემი ნაწილის შესასრულებლად ბართან მივედი და უალკოჰოლო სასმელი შევუკვეთე, ბარბს კი პირიქით ალკოჰოლიანი მივაჩეჩე. ახლა მთვრალი გოგოს როლი უნდა ვითამაშო, ეს კი რთული არაა. ხმამაღლა სიცილი დავიწყე და ბარბიც ამყვა. აი კამიც! აქეთ მოდის და უუპს... ბარბს კაბაზე სასმელს ასხამს.
-ჯანდაბა, რა იდიოტი ვარ! ბარბ მაპატიე, გთხოვ... დილანის მანქანაში მეორე კაბა მაქვს, შეგიძლია ის აიღო! ძალიან დიდი ბოდიში, მართლა... არ მინდოდა!- აბუზღუნდა კამი.
-კაი კაი კამ!- გაიცინა ბარბმა, რომელიც უკვე საკმაოდ გამოთვრა- დაიკიდე, წავალ დილანს გასაღებს გამოვართმევ და გამოვიცვლი!
ბარბი ბარს მოშორდა და ბრბოში ჩაიკარგა.
-კაამ! დაარტყი!- ხელი გავუწიე მე- გამოვიდა!
-ნუ ეს რა ხარ კამილა მენდეს რა!- ჩაიცინა მანაც.
-მთვარი სანახაობა ჯერ წინაა!
ბარბს გავყევით. დილანთან მივიდა და გასაღები სთხოვა.
-ხო არ ღადაობ ბარბ, მთვრალი ხარ! გიჟი კი არ ვარ მანქანის გასაღები მოგცე, მეც წამოგყვები!- უპასუხა დილანმა.
ჩვენც სწორედ ეს გვინდოდა.
-ხო მართლა მადი სადაა?- გამახსენდა მე და კამის შევხედე.
-სახლში ტრევისთან!- თვალი ჩამიკრა მან და გასასვლელისკენ წავიდა. თავი აღფრთოვანებული ღიმილით გავაქნიე და მეც მას გავყევი.
-სად არიან?
-აი დილანის მანქანა!
გარეთ გრილოდა. დილანმა მანქანა გააღო და ბარბი შიგნით ჩაჯდა. დილანი კარებს მიეყრდნო და გარემოს თვალიერება დაიწყო.
-მან რა, იცის რომ აქ ვდგავართ?- გაუკვირდა კამის- ეს იდიოტი ახლა ბარბს უნდა უყურებდეს!
-კამ, მანქანას დაბურული ფანჯრები აქვს!- შევახსენე მე.
-უუპს! სულ დამავიწყდა...
-ჩშშ ბარბი გადმოდის!- ხელი მოვუჭირე.
-ასე ჯობია!- გრილი ნიავი ჩაისუნთქა ბარბმა.
-მორჩი?- ჰკითხა დილანმა და მანაც თავი დაუქნია- მაშინ დავბრუნდეთ!- დილანი ჩვენკენ წამოვიდა.
-სულ ეს იყო? დილან ახლა მოგახრჩობ!- კამის ეს უფრო ადარდებდა, ვიდრე ის, რომ დილანი ახლა პირდაპირ ჩვენკენ მოდიოდა და შეიძლება გამოვეაშკარავებინეთ.
და ის იყო დამალვას ვაპირებდით, რომ ბარბმა ხმა ამოიღო.
-მოიცა!
დილანი ეჭვნარევი მზერით შეჩერდა.
-იეს! ჩემი გოგოა!- გაიცინა კამიმ.
-პოპკორნიღა გვაკლია!- ავყევი მეც.
დილანი ბარბისკენ შებრუნდა. არც მე და არც კამიმ არ ვიცოდით, რა გამომეტყველება ჰქონდა სახეზე, მაგრამ ვიცოდით, რომ მათ შორის რაღაც მოხდებოდა და ერთმანეთს კმაყოფილებმა გადავხედეთ.
-რა მოხდა?- ჰკითხა დილანმა.
-რა საყვარელი ხმა გაქვს!-
გაიცინა ბარბმა.
-ბარბ...- დაიბნა დილანი- შენ... მთვრალი ხარ და არ იცი რას ამბობ!
-ესე იგი... შენი აზრით... მე მთვრალი ვარ და იმიტომ ვდგავარ ასე და გიყურებ? საკმარისად მთვრალი, რომ ვიყო იცი... იცი რას ვიზამდი?
-ბარბ!..
-ან... ამას რა მნიშვნელობა აქვს, ეს მაინც უნდა გავაკეთო! ხომ ასეა?- და ის მტკიცე ნაბიჯებით წამოვიდა დილანისკენ.
-ვაიმე, ახლა დაარტყამს!- ტუჩზე იკბინა კამიმ.
ბარბი კი დილანს მიუახლოვდა და... ბუმ! აკოცა!
-მეღადავებით?- ერთდროულად წავიჩურჩულეთ მე და კამიმ.
როგორც იქნა ერთმანეთს მოშორდნენ.
-ვოვ! მოიცა ეს რა იყო?- დილანი ჯერ კიდევ გაოგნებული იყო, ისევე როგორც მე და კამი.
-დილან!- თვალები აატრიალა ბარბმა.
-მისმინე ბარბ, ეს არ უნდა გექნა შენ... დაიკიდე რაც ვთქვი!- და საპასუხოდ დილანიც ბარბისკენ დაიხარა და ახლა მან აკოცა.
-ჰეი ლამაზებო!- უკნიდან მოგვესმა ქოულის ხმა და მე და კამი რასაც ქვია ჰაერში შევხტით- მოიცათ,- დაიჯღანა ის- თქვენ რა მათ ზასაობას უყურებთ?
-მოკეტე იდიოტო!- თვალები დავუბრიალე მე.
-მისია შესრულებულია ახლა კი ვბრუნდე...- სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა კამის, რომ...
-ჰეი თქვენ, მანდ რომ იმალებით!- დაიყვირა დილანმა- თამაშს ვაპირებდი, მაგრამ... წადით თქვენი! მე ის მართლა მიყვარს!
-ახლა არ მითხრა, რომ... ფუ ეს ხომ საზიზღრობაა! გეყოფათ!- დაიჯღანა კამი.
-ყველა ერთ დღეს რატომ გაგიჟდით?- თვალები აატრიალა ქოულმა- ეს ზრდილობის პონტში ვთქვი, თორე უარესი გავიფიქრე!