თავი მესამე-ბედნიერება შენი სურვილების მიხედვით ცხოვრებაშია. ➷➹

2K 194 51
                                    

მინ იუნგი?!
თავში ავარდნილი,უზრდელი,უხეში,უტაქტო და უემოციო მინ იუნგი?!
არა,ვერ ვიჯერებ!
მეშლება ხო?
იქნებ სხვაც არის ვინმე იგივე სახელით და გვარით?
ან იქნებ ის მინ იანგი იყო,ან მინ ილუნგი,ან ყლიუნგი!
გამორიცხულია.
"არა დედა! არაააა! არაა!"გიჟივით ვხტუნაობდი ადგილზე და თან ფურცელს შეშლილი თვალებით ვუყურებდი!
"რა ხდება?"დედა კი დაბნეული იყო და ერთი და იგივე კითხვით შემოიფარგლებოდა.
"დედა შეცდომაა! შეცდომა დაუშვა პროგრამამ!
ის ვერ იქნება ჩემი იდეალური მეორე ნახევარი,ნახევარი კი არა ნაწილაკიც კი ვერ იქნება ჩემი!
იმიტომ რომ ბოროტებაა!
ბოროტი რობოტია!"გიჟივით ვღრიალებდი და თან ფურცელს შეშლილივით ჰაერში ვაფრიალებდი!
"შვილო,მეი!
დამშვიდდი და ამიხსენი რა ხდება!"
ბოლოს როგორც ჩანს დედას ყელში ამოუვიდა და უბრალოდ ხელებით გამაჩერა და ეს კითხვა დამისვა,რაზეც მეც გავჩუმდი!
არ ვიცოდი როგორ მეთქვა რომ ეს ის არაკაცი და არამზადა იყო რომლის მშობლის ნომერსაც ერთი თვე მაინც მთხოვდა...ეს როგორ ვუთხრა?
გული ეტკინება რომ გაიგოს ,რომ ის გამოშტერებული ჩემი ქმარი იქნება...ქმარი...ქმარი!
"ქმარი!"
გიჟივით ვიყვირე და ისევ საწოლზე დავეცი მთელი ძალით,ისე რომ კინაღამ ჩავამტვრიე!
ცოტახანში კი დედა მომიახლოვდა ისე როგორც მშიერ მტაცებელს და ძაალიან შორიდან ხელი დამადო.
"კარგად ხარ? მეი? მას იცნობ საყვარელო? რა დაგემართა?"
აშკარად ნერვიულობდა,ეს კი ჩემი ბრალი იყო!
მომიწევს გამოვასწორო...მოვატყუებ,მაგრამ სამაგიეროდ ჩემზე სანერვიულო არ ექნება.
"კი ,ვიცნობ"
მშვიდად ვუპასუხე და ნელ-ნელა საწოლიდან თავი ავწიე ,რათა ნორმალურად გაეგო ჩემი ნათქვამი.
"ვინნა?"
ამაზე პასუხი უნდა გავცე,მაგრამ კბილები მიკრაჭუნებს ისე მინდა ვიყვირო ,რომ უბრალოდ არარაობა ,რომელსაც საკუთარი თავი სამყაროს მმართველი გონია!
"ნუ...ნაცნობია ერთი,დიდი არაფერი...ერთი ორჯერ ვნახე"ეს რომ ვუპასუხე დაბნეულმა ,მის ღრიალზე შევხტი!
"რაა?!ვაიმეე!
ეს ბედია მეი,ეს ბედია!
ანუ მას იცნობდი"
ხო აშკარად ბედია...მიჭირს ვაღიარო,მაგრამ მგონი ჩემი სიცოცხლის ბოლო წამეს ციხეში გავატარებ,რადგან მე ამ ადამიანის მოკვლა იმ დღის შემდეგ მინდა.
"კი ,აშკარად ბედია"დაბღვერილმა ვუპასუხე და შემდეგ ისევ ბალიშზე დავემხე თავით...მორჩა ,ეს ჩემი აღსასრულია!

🖤 𝙴𝚁𝚁𝚘𝚁☒ : 𝙐𝙣𝙖𝙗𝙡𝙚 𝙏𝙤 𝙇𝙤𝙑𝙀❤️ (16+)Where stories live. Discover now