თავი მეთორმეტე:რას ვგრძნობ?🗯

1.6K 188 59
                                    

"მაგალითაც ცვლილება ჩვენს გულში ან თუნდაც გონებაში.
რას იტყვით?
ნუთუ ერთმანეთის მიმართს საერთოდ არაფერს არ გრძნობთ?"
ეს რომ იკითხა ადგილზე გავშრი პირდაპირი მნიშვნელობით!
იუნგისაც არ ჰქონდა დიდად ნასიამოვნები სახე,მაგრამ თავისთავად ვერ ვეტყოდით ,რომ ერთმანეთს დასანახად ვერ ვიტანდით,ამიტომ მოულოდნელად ორივემ თავი ერთდროულად დავუქნიეთ და შემდეგ გაოცებულმებმა უხერხულად გადავხედეთ ერთმანეთს.
"ოუ,რა საყვარლები ხართ,როგორ უხდებით ერთმანეთს!"კაცმა კი აბრწყინებული თვალებით გვაქო და გვადოდა!
აჰ,რა რთული დღე იყო,ეს რა რთული დღე იყო.

ამ ყველაფრის შემდეგ ,იუნგის მანქანით მივყავდი სახლში,უკვე საღამო იყო და მზე ჩადიოდა.
რა თქმა უნდა ორივე ისევ ჩუმად ვიყავით,მანამ იუნგიმ არ დაარღვია ეს სიჩუმე.
"რას ფიქრობ მის კითხვაზე,გულახდილად მითხარი.
ახლა ხომ არავინ არ გვისმენს,გრძნობ რაიმე ცვლილებას?"ეს მოულოდნელი კითხვა რომ მახალა,სულ გავგიჟდი და გადავირიე,საგონებელში ჩავარდი!
ვინ ეკითხება გოგოს ასეთ რაღაცას!?
"იცი,მე არ ვიცი,მაგრამ არამგო-"
როგორც სჩვევია სიტყვა გამაწყვეტინა.
"აღარ დაასრულო ,გასაგებია.
მეც იგივე აზრზე ვარ,არამგონია ეს პროგრამა სიმართლეზე იყოს დაფუძნებული."
ოუ,ოუ...მე სხვა რამეს ვიძახდი,ამას კი უყურეთ!
ერთ შანსაც კი არ აძლევს ჩვენს ურთიერთობას.
ჯანდაბაშიც წასულა ეს პროგრამა,მე მინდოდა გვეცადა,მაგრამ მისმა სიტყვებმა ამ წამს რატომღაც გული მატკინა,არც კი ვიცი ამ ბოლო დროს რა მემართება,მაგრამ სჯობს თავი ვაკონტროლო სანამ გვიანი არაა.
"კარგი,იყოს ასე"
საბედნიეროდ ამ უხერხული და არასასიამოვნო საუბრის შემდეგ მალე მივედით სახლამდე.
"მადლობა,ღამე მშვიდობის"უემოციოდ ვუთხარი ,ისე რომ ზედაც არ ვუყურებდი,შემდეგ კი მანქანიდან გადავედი და ჩემმი ჩაბნელებული სახლისკენ დავიძარი .
დედა და მამა ისევ არ არიან სახლში და მგონი ერთი ორი კვირა მაინც სახლში ისევ მარტო მომიწევს ყოფნა,რაც უკვე ძაალიან დამღლელია...არ მიყვარს მარტო ყოფნა.

🖤 𝙴𝚁𝚁𝚘𝚁☒ : 𝙐𝙣𝙖𝙗𝙡𝙚 𝙏𝙤 𝙇𝙤𝙑𝙀❤️ (16+)Where stories live. Discover now