თავი მერვე:დაიჯერე საქციელის და არა სიტყვების.

1.7K 177 96
                                    

არაუშავრს,ეს დასასრული არაა მეი!
იქნებ არც ისეთი რთული იყოს!?
ამით ვიწყნარებდი თავს
და მაინც რამდენი დრო სჭირდება ადამიანს,რომ ცხოვრება ჯოჯოხეთად გიგქციოს?

ორი?
სამი?
იქნებ ოთხი?

არა,სულ რაღაც ოცი წუთი!
ამგვარად არც კი ვიცი როგორ ,მაგრამ საღამომდე როგორღაც გავძელი,შემდეგ კი ცუდად ყოფნა მოვიმიზეზე და სასწრაფოდ სახლში დავბრუნდი!
ეს იყო ყველაზე საშინელი ,უხერხული და არასასიამოვნო დღე ,რომელიც ჩემი ცხოვრების ისტორიას ახსოვს!
ეს გიჟი საიდან ავიკიდე?
როგორ უნდა დავახწიო ახლა ამ კლანჭებს თავი?
მინდა თუ არ მინდა ,იმას მაიძულებს რაც უნდა.
რაც მოვიდა იმწამიდან რაღაც უცნაური იდეები აწუხებს,თუ როგორ უნდა მოვხიბლო იუნგი,მაგრამ აშკარად ამ იდეებით მეტად შევეზიზღე იუნგის!

მოგონება- რამოდენიმე საათის წინ:

ჩემთვის ვიჯექი სამუშაო მაგიდაზე და განძრახ ვარიდებდი თვალს მომღიმარ თეჰიონს ,რომელიც ჩემს მოპირდაპირე მხარეს იჯდა.
ისევ ამ უცნაური მზერით მიყურებდა,რომლითაც გამიცნო!
ასე ვარიდე მზერა,მანამ უარესი არ გააკეთა.
"აქ მოდი."
ჩუმად დამიძახა ,რაზეც ადგილზე გავშრი...რატომ მეძახის?
ფეხზე ავდექი და ყველაზე ნელი ნაბიჯებით მივუახლოვდი.
"გისმენ."
ამაზე მან წარბის აწევით ამომხედა.
"საყვარელო ,უყურადღებოთ იქცევი ,ასე კი არაფერი არ გამოვა!"
ეს რომ თქვა თვალები გაადავატრიალე.
"რა გავაკეთო? ვიცეკვო?"
ვიკითხე გაღიზიანებულმა,რაზეც ჩაიცინა.
"ჯერ არა."
ჯერ არა!?
"მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს.
ახლა ადგები და იუნგის ყავას გაუკეთებ და მიართმევ ,თავის საყვარელ დესერტთან ერთად,ოღონთ ამას ყველაზე საყვარელი და მზრუნველი საცოლესავით გააკეთებ,გასაგებია?"
ყველა ჩემზე მბრძანებლობს ბოლო დროს,თუ მეჩვენება?
აჰჰ,არაა მოთიმინება მჭირდება!
ღრმად ისუნთქე.
"კარგი."
ღრინვით ვუთხარი ,რაზეც ფეხი ფეხზე გადაიდო და ერთი სიტყვით გამაჩერა.
"მოიცა!"
ჯანდაბა ,ახლა მაინც რა უნდა?
"გისმენთ."
"ასეთი სახით არ შეუტანო ,გაიღიმე!"
ამის გაგებაზე ძალით გავიკრიჭე და ზურგი ვაქციე თუ არა ,სახე მომეღუშა...ასე თუ გაგეძელდა,ან მე მომკლავენ ან მე მოვკლავ!

🖤 𝙴𝚁𝚁𝚘𝚁☒ : 𝙐𝙣𝙖𝙗𝙡𝙚 𝙏𝙤 𝙇𝙤𝙑𝙀❤️ (16+)Where stories live. Discover now