თავი ოცდამეოთხე :მე და შენ.

1.7K 181 103
                                    

"არანაირი შანსი აღარ არსებობს რომ გავეპარო?"აცრემლილი თვალებით ვკითხე უკვე და ფეხის ხმაც მომესმა უკნიდან!
უკვე მიახლოვდებოდა სამართალდამცავი.
"არა ,აზრი არ აქვს."ესღა მითხრა და აი ვიგრძენი მამაკაცის შეხება ,რომელმაც ფრთხილად დამადო მხარზე ხელი
"ქალბატონო თქვენ გელაპარაკებით,
გთხოვ შემოწმება გაიაროთ."
ეს რომ მითხრა ნერწყვი სიმწრით ჩავყლაპე,რადგან როგორც კი მივტრიალდები სახეზე მიცნობს!
წინ კი უდიდესი გამოცდა მელის,ვინ იცის გავართმევ ამას თავს?
მოვემზადე სააბოლოდ და მისკენ მივტრიალდი!
მამაკაცმა როგორც კი შემომხედა გამომეტყველება შეეცვალა და სახეზე აღელვება შეეეტყო.
"25 ვარ,ძებნილი ვიპოვე"აღელვებულმა გადამცემით გააგებინა დანარჩენებს ინფორმაცია და შემდეგ თითქოს და აუღელვებლად მომმართა.
"ქალბატონო მელანი, თუ შეიძლება უკან გამომყევით"გამიკვირდა რომ ასე მშვიდად მესაუბრებოდა,ალბათ იმიტომ რომ არ შეევეწინაღმდეგე და ჩემი ნებით გავაგებინე ჩემი ვინაობა,ზედმეტი გაქცევის გარეშე,თან ამ წამს იუნგიც გვერდით მიდგას.

"არ ინერვიულო,ყველაფერს ვაკონტროლებ და სიტუაცია არაა ჯერ დაძაბული.
მთავარია ნერვიულობა არ შეგეტყოს"
იუნგიმ მშვიდად გადმომილაპარაკა და შემდეგ ჩემთან ერთად პოლიციელ მამაკაცს აედევნა.
ამ წამს ყველას მზერას ჩემზე ვგრძნობდი,რა თქმა უნდა ყველა ხვდებოდა ვინ ვიყავი და რატომ მივყვებოდი ამ წამს პოლიციელს უკან!
მე ხო დამნაშავე ვარ,კანონის დამრღვევი.
ვგრძნობ როგორ ჩურჩულებენ ჩემზე და როგორ მაკრიტიკებენ,როგორი ბასრი და ზიზღით სავსე თვალებით მადევნებენ მზერას.
"ისა? ისააა!"
"უნამუსო,წინ კარგი არაფერი ელის"
"შეხედეთ როგორი მშვიდად და ამაყად მიაბიჯებს!
უსირცხვილო,ქვეყნის შემარცხვენელი."
"იმედია საკადრისად დასჯიან"
"ყველაზე უარესი ეკუთნის"

მეკუთნის ეს სიტყვები? რა თქმა უნდა არა,მაგრამ ამ სასტიკ სამყაროში,რა სამაართალი არსებობს რომ მე ხმა ამოვიღო და ჩემი თავის დაცვა ვცადო.
ყველა მთავრობის გადაწყვეტილებას ემხრობა...ვინც ვერ შეძლო სიყვარული,დაე განიდევნოს ჩვენი საზოგადოებიდან და მწარედ დაისაჯოს.

🖤 𝙴𝚁𝚁𝚘𝚁☒ : 𝙐𝙣𝙖𝙗𝙡𝙚 𝙏𝙤 𝙇𝙤𝙑𝙀❤️ (16+)Where stories live. Discover now