თავი მეთვრამეტე:თანახმა ხარ,გიყვარდე და გტკიოდეს?

1.6K 184 42
                                    

"კი...ძაალიან მომწონს."მშვიდად ვუპასუხე,მაგრამ სინამდვილეში ამ წამს ცეცხლი მეკიდა შინაგანად!
კი ვიცი რომ თავს ჩემი შეთანხმებით ვიმართლებ რომ გრძნობები უნდა გავუღვიძო,მაგრამ ეს სიმართლეცაა!
დღითი დღე მომწონს ის რეალობა ,რომელსაც მის შესახებ ვიგებ.
უეცრად დაიბნა ,გამომეტყველება შეეცვალა თუ არა ,მივხვდი რასაც განიცდიდა და ვეცადე ხუმრობით შემეცვალა სიტუაცია
"იმას სჯობს რასაც სამსახურში ვხედავ"
სიცილით ვთქვი თუ არა ,თვითონაც გაეღიმა,შემდეგ კი ჩემსკენ ღიმილით წამოვიდა...ცოტა ავნერვიულდი,რადგან უცნაური იყო მისი მზერა,თან მის სიახლოვეზე ბოლო დროს გული ძაალიან მიჩქარდება და ვღელავ!
"მიხარია თუ აღარ გძულვარ"ეს რომ მითხრა უეცრად დავმუნჯდი!
ანუ...მას ეგონა რომ აქამდე მძულდა?
კი სულ ვიძახდი რომ მძულდა ,მაგრამ ეს სიმართლე არ ყოფილა!
"არც ადრე არ მძულდი იუნგი...ამას რატომ იძახი?"დაღონებულმა ვკითხე,რაზეც სევდიანად ჩაიღიმა და კარი უკნიდან მოიხურა.
"ქალებს ვძულვარ...მათ არასდროს არ შეუყვარდებათ ჩემნაირი ადამიანი...ამას იძახდნენ მამაჩემის ცოლები."ეს რომ თქვა საერთოდ გადავირიე!
რას გულისხმობს? ანუ ამ ძლიერ მამაკაცს,რომლის წარმატებისაც ყველას შურს და ყველა ოცნებობს მის ადგილას ყოფნას ,ვიღაც სულელი ქალების სიტყვები გულთან ახლოს მიაქვს?
"კი ,მაგრამ...არ მესმის.
ამას სერიოზულად იძახი?"გაფართოვებული თვალებით ვკითხე.
ამ წამს ძაალიან დაბნეული ვიყავი!
"კი,მართლა გეუბნები..."მხოლოდ ეს მითხრა და უეცრად ერთ ადგილზე გაუშტერდა თვალი,ისეთი სახე ჰქონდა რომ მივხვდი,აშკარად ფიქრებში და მოგონებებში ჩაიკარგა,ამიტომ გამოვაფხიზლე.
"იუნგი! "ჩემს დაძახილზე გამოფხიზლდა და თვალი ისევ ღიმილით გამისწორდა.
"რა იყო? გიკვირს ,რომ ჩემნაირ ადამიანსაც აქვს გრძნობები?"
ვითომ ხუმრობით იძახდა ამას,მაგრამ მის თვალებში ამოკითხული სევდა ,მწარე სიმართლეზე მიმანიშნებდა!
ის შეცვალა თავისმა რთულმა წარსულმა,ის თავიდანვე ასეთი არ ყოფილა...და არც ახლა ასეთი,როგორიც ჩანს.
ისევ ისაა ვინც იყო,უბრალოდ ამ სახეს მალავს.
"ახლა ყველაფერი გასაგებია"თავჩახრილმა ვთქვი,რაზეც მისი დაბნეული ხმა მომესმა.
"რას გულისხმობ ამით? რა არის გაასაგები?"
ამაზე უკვე თავი ავწიე და ღიმილით ვუპასუხე.
"შენ კარგი ადამიანი ხარ,უბრალოდ ადამიანებს ისეთს ანახებ შენს თავს,როგორადაც შენს წარსულში გაიძულეს აგღექვა საკუთარი თავი,მაგრამ ამ წამს მე მაინც ძლიერ და კეთილ მამაკაცს ვხედავ შენი სახით...ალბათ ჩემთან შენმა ნიღაბმა ვერ გაჭრა."ამის მოსმენაზე უეცრად ჩაიცინა და შევატყე როგორ გაუწითლდა ლოყები ცოტათი...ეს კი უსაყვარლესი დასანახი იყო!
"შეგიძლია გაიხსნა ჩემთან...გეფიცები საპირისპიროს დაგიმტკიცებ!
დაგიმტკიცებ რომ შეიძლება ადამიანების ნდობა."
რას ვაკეთებ?! რას ვაკეთებ?!
ვიცი რომ ამ დროს სრულიად გულრწფელი ვარ,მაგრამ მაინც თავს დამნაშავედ ვთვლი,რადგან მის მეგობრებთან ასეთი სულელური შეთანხმება დავდე!
მაგრამ უკვე გვიანია სინანული...მთავარია მან არ გაიგოს ამ შეთანხმების შესახებ,თორემ გრძნობები მგონი ისედაც მიჩნდება უკვე...ჰუჰ..,რა სასაცილო ხარ მეი,როგორი დარწმუნებით იძახდი ,რომ არაფერს არ იგრძნობდი,ნეტა ახლა იმ მეის ენახე..რას იტყოდა?
იტყოდა რომ მართლა ბოლოს ყველას უყვარდება?

🖤 𝙴𝚁𝚁𝚘𝚁☒ : 𝙐𝙣𝙖𝙗𝙡𝙚 𝙏𝙤 𝙇𝙤𝙑𝙀❤️ (16+)Where stories live. Discover now