თავი მეხუთე-სამყარო დიდია,შენ კი ზედმეტად პატარა.

1.9K 186 34
                                    

მეის პოვ:
ამდენი ყვირილის და ომის  შემდეგ  რაც ცოტახნის უკან ჩვენ ორს გვქონდა ,ისე შევედით სახლში თითქოს და არც არაფერი არ მომხდარიყო და ერთმანეთის ცემა არ დაგვიპირებია ცოტახნის უკან!
ამის გამო კი თავისთავად მის გვერდით ძაალიან დაძაბული ვიყავი ,რადგან მისი ხელი ჯერ კიდევ ჩემს წელზე ჰქონდა მოხვეული!
ამას რატომ აკეთებს?
რაში სჭირდება !
ახლა მოუნდა მაინც და მაინც სხვისი მოტყუება?!
როგორც მახსოვს არ აინტერესებდა სხვა რას იფიქრებდა.
"საყვარელო ,მეი!"დედა ღიმილით შეგვეგება და ჩემი და მისი ასეთი "სიახლოვე "რომ დაინახა ადგილზე გაიყინა!
ერთი...ორი...სამი!
აი მისი ყველაზე გაბრწყინებული თვალებიც და ეს ბედნიერი და ნათელი ღიმილი.
კი ,მიხარია რომ ბედნიერია,მაგრამ რასაც ხედავს ჩემი ნების წინააღმდეგ კეთდება და ერთი დიდი სიყალბეა.
"ოუუ,ეს მშვენიერი ახალგაზრდა ქალიშვილია ჩვენი მეი?!"
უცხო ხმა მომესმა თუ არა ყურადღებაც გადავიტანე ამ ხმისკენ და ჩემმსკენ მომავალი კაცის გარეგნობით აშკარად მივხვდი ვინც იყო.
მაღალი,გამხდარი,შავ თმიანი ,ასევე შავი ჩამჯდარი თვალები და თეთრი კანით.
"გამარჯობა,თქვენ როგორც ვხვდები იუნგის მამა ბრძანდებით,ხო არ ვცდები?"
ძალით გავიღიმე და ხელი ამ ღიმილითვე
გავუწოდე.
არ მინდა ჩვენი უთანხმოების გამო ჩვენმა მშობლებმა ინერვიულონ,ალბათ მასაც იგივე სურვილი აქვს და ამიტომ დგავს ამ წარმოდგენას.
"დიახ ,სწორედ რომ მამამისი ვარ.
ძაალიან მიხარია შენი გაცნობა,ულამაზესი ხარ!
ჩემს შვილს ნაკლები არც შეეფერება!
ეს ნაძირალა იდეალისტია!
ამის საფუძველზე კი უკვე დარწმუნებული ვარ რომ ჩემი შვილიშვილებიც გამორჩეულად ლამაზები იქნებიან "
ეს რომ თქვა სიცილით ,მეც ძალით გავიცინე და ფერი მთლიანად დავკარგე ,რადგან რომ გამახსენდა ჩვენი ურთიერთობის ტიპი ,გული მილიონ ნაწილად გამიტყდა.
შვილები...მომიწევს ახლო მომავალში მას შვილები  გავუჩინო.
"შვილებზე საუბარი ჯერ ადრეა, თავი შეიკავე უხერხული კომენტარებისგან"
როგორც ჩანს მასაც არ ესიამოვნა მისი კომენტარი და მკაცრად სერიოზულად ამ სიტყვით გამოვიდა.
ამის შემდეგ კი ყველა გაჩუმდა!
უხერხული სიჩუმე იყო,მანამ მამაჩემმა არ  ამოიღო ისევ ხმა.
"აბა არ დავჯდეთ? ვისაუბროთ,განსახილველი ბევრია!
ქორწილი დასაგეგმია,ოჯახებმაც სწორად უნდა გადავწყვიტოთ ყველა საკითხი."
მამამ ყველას მშვიდად მოგვიგო და შემდეგ თვითონაც იქვე დედას გვერდით ჩამოჯდა.
მე ჯერ ცოტახანს ვიდექი გაშეშებული და ცოტახნის უკან მოსმენილით ჯერ კიდევ შოკში ვიყავი!
მანამ იუნგის მწველი მზერა არ ვიგრძენი,რომელიც შეკრული შუბლით მიყურებდა და თავის გვერდით ადგილზე მანიშნებდა.
მეც გვერდით მივუჯექი და მთელი დროის მანძილზე ზედაც არ ვუყურებდი!
უხერხულად ვგრძნობდი თავს,რადგან მასთან ასეთი ახლოს ვიყავი.
რამოდენიმეჯერ თვალი გაავაპარე მისკენ და პროფილში მჯდარი ზედმეტად არარეალურად მომეჩვენა.
ხო ,სწორედ გაიგეთ!
კი ცუდი ადამიანია,უხეში და ქედმაღალი,
მაგრამ ძაალიან სიმპათიურია...მოწესრიგებულია,
მოხდენილად აცვია,გამართულად დადის ,ჭკვიანია და წარმატებული!
ასევე სულ მშვიდად ,მაგრამ "უხეშად"საუბრობს,ნუ ხშირ შემთხვევაში.

🖤 𝙴𝚁𝚁𝚘𝚁☒ : 𝙐𝙣𝙖𝙗𝙡𝙚 𝙏𝙤 𝙇𝙤𝙑𝙀❤️ (16+)Where stories live. Discover now